საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, მეორე დივიზიონში მე-20 ტურის შეხვედრები გაიმართა
სანამ ევროპული ქვეყნების ნაკრებები ექვსი ერისა და "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" გათამაშებაში ასპარეზობენ, საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, მეორე დივიზიონში მე-20 ტურის შეხვედრები გაიმართა, რომლის შემდეგაც ქართველი მორაგბის, გიორგი ნაცარაშვილის "პომ" კიდევ უფრო განიმტკიცა ლიდერობა.

ჩვენებურის გუნდმა შინ მიიღო შალვა სუთიაშვილის, დავით აშვეთიას, დავით დადუნაშვილის, ვახტანგ ახობაძისა და ელიზბარ ყუფარაძის "მასი" და 26:3 დაამარცხა. ახობაძე და დადუნაშვილი თამაშში მეორე ტაიმიდან ჩაერთნენ, სუთიაშვილმა ეროვნულ ნაკრებში ითამაშა; აშვეთია, ყუფარაძე და ნაცარაშვილი განაცხადში არ იყვნენ.

"პოს" ახლა 72 ქულა აქვს და უახლოეს მდევარს, გიორგი მჭედლიშვილისა და დიმიტრი ბასილაიას "პერპინიანს" 17 ქულით უსწრებს. კატალონიელებმა მე-20 ტურში უშუალო კონკურენტს, ბასკურ "ბიარიცს" უმასპინძლეს და დიდი ანგარიშით მოუგეს - 48:15. ბასილაიამ ეროვნულ გუნდში ითამაშა, მჭედლიშვილი განაცხადში არ იყო.

"პერპინიანი" მესამე ადგილზეა და ერთი ქულით უსწრებს თამაზ მჭედლიძისა და გიორგი თეთრაშვილის "აჟენს", რომელმაც სტუმრად წააგო ერთ-ერთ აუტსაიდერ "ბურგუენთან" - 9:13. მჭედლიძე საქართველოს ნაკრებში იყო გამოძახებული, თეთრაშვილს არ უთამაშია.

"აჟენს", თავის მხრივ, ასევე ერთი ქულით ჩამორჩება ლევან დათუნაშვილის, მერაბ შარიქაძისა და ნიკოლოზ ხატიაშვილის "ორიაკი", რომელმაც შინ მოუგო ლაშა ლომიძის "ბეზიეს" - 28:13.

დათუნაშვილმა სრულად ითამაშა, შარიქაძე და ლომიძე ეროვნულ გუნდში არიან გამოძახებულნი, ხატიაშვილი განაცხადში არ იყო.

პლეი ოფში მოხვედრისთვის ბრძოლას განაგრძობს ვახტანგ მაისურაძისა და ბექა შეყლაშვილის "ალბი", რომელმაც მოულოდნელად შინ წააგო "მონ დე მარსანთან" - 19:23. შეყლაშვილი მოედანზე მეორე ტაიმში გამოჩნდა, მაისურაძე ეროვნულ გუნდშია გამოძახებული.

კახაბერ კობერიძის, ირაკლი მირცხულავასა და გიორგი ნემსაძის "ტარბმა" სტუმრად წააგო აუტსაიდერ "დაქსთან" - 15:33. მირცხულავამ, რომელიც 54-ე წუთზე შეცვალეს, მე-17 წუთზე ლელო გაიტანა, კობერიძე თამაშში მე-60 წუთიდან ჩაერთო, ნემსაძემ საქართველოს ნაკრებში ითამაშა.

II დივიზიონი

XX ტური

ალბი-მონ დე მარსანი 19:23, ბურგუენი-აჟენი 13:9, დაქსი-ტარბი 33:15, პერპინიანი-ბიარიცი 48:15, ორიაკი-ბეზიე 28:13, კარკასონი-მონტობანი 27:12, კოლომიე-ნარბონი 27:19, პო-მასი 26:3.

სატურნირო მდგომარეობა

1. პო - 72 ქულა, 2. პერპინიანი - 55, 3. აჟენი - 54, 4. ორიაკი - 53, 5. ბიარიცი - 52, 6. ალბი - 50, 7. მონ დე მარსანი - 49, 8. მონტობანი - 48, 9. კოლომიე - 47, 10. ბეზიე - 44, 11. კარკასონი - 42, 12. ტარბი - 40, 13. მასი - 30, 14. ბურგუენი - 29, 15. ნარბონი - 29, 16. დაქსი - 27.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

zura
ki martla kai pormashia tan sul ugalato kacia yovtvis stabiluria
giga
yochag mircxulavas magar pormahsia eg bichi
bneli
ძალიან კარგია რო ასე ობიექტურად გვაწვდით ლეგიონერებზე ინფორმაციას მაგრამ.. შიდა პირველობის შესახებ რომ დადოთ რამე არ იქნება ურიგო.. ძალიან ბევრი რამ შეიცვალა სატურნირო თვალსაზრისით და იქნებ გაგენხილათ
ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
ბაჩუკი ჭუმბაძე - ინგლისური გამოცდილებით ნოემბრის ტესტებისთვის
ქართველები ევროტურნირების ფინალში
[VIDEO] კვარაცხელიამ "მონაკოს" გაუტანა და პსჟ დააწინაურა
[VIDEO] 0:2-დან შემოუტრიალა - "ატალანტამ" "დორტმუნდს" სძლია და მერვედფინალში გავიდა
ლუის ენრიკემ "მონაკოსთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
საქართველო - ისრაელი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
პრანდელი: მზად ვარ, "იუვეს" მერვედფინალში გასვლაზე სანაძლეო პიცაზე დავდო
აღიარება ესპანეთში - მიქაუტაძე ლა ლიგის თებერვლის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს
საქართველოს ნაკრებმა დანიასთან მატჩისთვის მზადება შენგელიას გარეშე დაიწყო
ბასტონის "ბარსელონა" ეპატიჟება - კატალონიელებისთვის საწადელის მიღწევა რთული იქნება
ყველაზე ძვირადღირებული მცველი ისტორიაში? - "ლივერპული" ფეხბურთელს უკვე შეუთანხმდა
ცუდი შედეგების მიუხედავად, სპალეტის "იუვენტუსში" ახალ კონტრაქტს შესთავაზებენ
[VIDEO] "ეს ბომბი ხომ არ არის?!" - ენრიკე პრესკონფერენციის დაწყებამდე უცნაურ სიტუაციაში გაეხვა
ბექაური, ლიპარტელიანი - ოქროს მედლების მოლოდინში ტაშკენტში
უძლიერესი შემადგენლობით - ავსტრიის გრან პრიზე ბევრი მედლის მოლოდინში...
სანდროს დაბალშედეგიანი მატჩი - "ტორონტო" მოქმედ ჩემპიონთან დამარცხდა
[VIDEO] "ეს ყოველივე ორგაზმს ჰგავს... სხეულში ჟრუანტელი გივლის და თითქოს მწვერვალს მიაღწიე" - ფერან ტორესის შედარებამ ინტერნეტში დიდი გამოხმაურება ჰპოვა
დემბელე დღესაც არ იქნება - პსჟ-ის "მონაკოსთან" ორი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დააკლდება
წავა ალისონი? - ბრაზილიელი მსოფლიო გრანდის მთავარი სამიზნეა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კვარაცხელიასა და პსჟ-ის დღე - "იუვე" იტალიური ფეხბურთის პრესტიჟისთვის!..