გიორგი საკანდელიძე და მისი "ნენდინგენი" გერმანიის ჩემპიონები ჭიდაობაში ზედიზედ მეორედ გახდნენ
გიორგი საკანდელიძე და მისი "ნენდინგენი" გერმანიის ჩემპიონები ჭიდაობაში ზედიზედ მეორედ გახდნენ.

ოღონდ ჩვენებური ამ კლუბში წლეულს პირველ სეზონს ატარებდა და პირველად იზეიმა ეს გამარჯვება.

"ნენდინგენმა" განმეორებით შეხვედრაში, ერთი შეხედვით, შეუძლებელი შეძლო და შინ ფრედ დასრულებული პირველი რაუნდის შემდეგ (12:12) "გერმანია-ვაინგარტენს" სტუმრად 11:7 მოუგო და საჩემპიონო თასი ისევ ბადენ-ვიუტენბერგის მიწაზე დატოვა. აღსანიშნავია, რომ "ნენდინგენმა" ფინალში შარშანაც "ვაინგარტენი" დაამარცხა.

ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ბადენ-ვიუტენბერგელთა ამ გამარჯვებაში წვლილი საკანდელიძემაც შეიტანა, ვინც თავისი წილი პაექრობა მოიგო.

"ნენდინგენმა" თავიდანვე მოიპოვა უპირატესობა, როცა საწყისი ორი შეხვედრა მოიგო ყველაზე მძიმე და ყველაზე მჩატე წონებში.

ჩვენ უკვე გითხარით, რომ ბუნდესლიგაში ყველაფერი განსხვავებულია - ქულათა დარიცხვის სისტემაც, შეჯიბრების ფორმატი და სხვა... აქ ისე ხდება, რომ 8-დან ოთხ წონაში თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები ენაცვლებიან ერთმანეთს, ოთხში კი ორივენი ერთდროულად ჭიდაობენ.

სწორედ ამ გაორებული ოთხი წონის გამო ბუნდესლიგაში 10 წონითი კატეგორია გამოდის, გამარჯვებული კი ვლინდება არა მოგებული ორთაბრძოლების, არამედ დაგროვილი ქულების მიხედვით, ოღონდ აქაც მხოლოდ ტექნიკური მაჩვენებლები დაითვლება.

მაგალითად, შეიძლება, კაცმა ქულებით 2:0 მოიგოს, მაგრამ ტექნიკურ შედეგში 1:0 ეწერება. 5-ქულიანი სხვაობით მოგება 2 ტექნიკურ ქულად ფასდება, დიდი ანგარიშით გამარჯვება - 3-ით და სწორედ ეს მონაცემები ჯამდება საბოლოო შედეგის დათვლისას. ამ განმეორებით ფინალშიც მეტოქეებმა 5-5 შეხვედრა მოიგეს, თუმცა ტექნიკური ქულებით "ნენდინგენმა" საკმაო უპირატესობა მიიღო.

კიდევ ერთი უცნაურობა ისაა, რომ წონების ასპარეზობის თანმიმდევრობა არეულია. მაგალითად, თავიდან ჭიდაობს ყველაზე მჩატე - 57 კილოგრამი, რასაც მოსდევს არა 61, არამედ ყველაზე მძიმე, 130 კილოგრამი.

"ნენდინგენმა" განმეორებით ფინალში თავიდანვე მოიპოვა უპირატესობა - ვიქტორ ციბანუმ დონიორ ისლამოვი დაამარცხა, საკანდელიძემ კი, ვისაც წინა შეხვედრაში არ უწევდა მონაწილეობა, გერმანული ვენახი წარმატებით გაკაფა - უილიამ ჰარტი 9:0 გააცამტვერა, რისთვისაც 3 ტექნიკური ქულა მიიღო. "ვაინგარტნერმა", ძირითადად, საშუალო წონებში იმარჯვა - ვასილ შუპტარმა გენადი ტულბეა დაამარცხა (3:2), იონუტ პანაიტმა - ბენჯამინ რაისერი (5:0), ანატოლი გუიდეამ - ალექსანდრ სემისოროვი (9:3), ადამ იურეცკომ - ფრენკ სტაბლერი (1:0), გეორგ ჰარტმა - სამეტ დულგერი (3:1). ოღონდ ყველამ მინიმალური ან მოკრძალებული ანგარიშით იმარჯვა და 1-2 ტექნიკური ქულა მიიღო.

"ნენდინგენმა" უფრო მძიმე წონებში იყოჩაღა. ხორვატთა მსოფლიოს პრიზიორმა" ნენად ზუგაიმ რევანში აუღო რამზინ აზიზსირს წინა ტურში მარცხისთვის, თუმცა ამჯერადაც ძალიან გაუჭირდა - მხოლოდ 1:0 სძლია.

სამაგიეროდ, პიოტრ იანულოვმა და პეტერ იოლერმა გაილაღეს - მათ ერთნაირი ანგარიშით, 8:0 დაამარცხეს, შესაბამისად, აჰმედ დუდაროვი და შვედთა ოლიმპიური პრიზიორი, მსოფლიოსა და ევროპის ფინალისტი ჯიმი ლიდბერგი, რისთვისაც 3 ტექნიკური ქულა მიიღეს, როგორც - საკანდელიძემ.

როგორც ვხედავთ, ყველაზე მაღალი ქულა ამ სამეულმა მიიღო, მაგრამ ჩვენებურმა მათ დაგროვილი საჭიდაო ქულებით აჯობა, ანუ გუნდში საუკეთესო შედეგი ჰქონდა - როგორც თავში გითხარით, 9:0 იმარჯვა. მთლიანობაში, საკანდელიძეს ამ გერმანული სოფლის კლუბში ჩინებული სეზონი ჰქონდა და შეხვედრათა დიდი უმეტესობა მოიგო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

gio
ჩვენთანაც რომ იყოს მსგავსი საკლუბო ტურნირი მაგრათ გაასწორებდა. მაგრამ ამ გერმანელებს ყველაფერი გართულებული აქვთ და უფრო მარტივათ უნდა დაინერგოს საკლუბო ჭიდაობა საქართველოში.
[VIDEO] "თარიღი მითხარი და ერთი-ერთზე დაგანგრევ" - საბა ლაზიშვილმა უმარ ნურმაგომედოვი გამოიწვია
[VIDEO] ქართველი, რომელსაც არაფერი აშინებს - საბა ლაზიშვილმა ლეგენდარული ურაია ფეიბერი დაამარცხა!
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
გიორგი საკანდელიძემ და ელიზბარ ოდიკაძემ ინდოეთის საკლუბო ლიგა მოიგეს
"ევროპის ერთა თასი 2015": ქართველი მოჭიდავეების ბრინჯაო მოსკოვიდან
ინდოეთის პროფესიულ საკლუბო ლიგაში ქართველები კვლავაც იჭიდავებენ
ქართველმა "თავისუფლებმა" კუნაევის ხსოვნის ტურნირში 2-2 ოქრო-ვერცხლი მოიპოვეს
ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ნამდვილი საჭიდაო შოუ ინდოეთის ლიგაში [VIDEO]
თავისუფალი ჭიდაობა: ვლადიმერ ხინჩეგაშვილის სომხური ტრიუმფი