მეორე ლიგის გუნდი უკვე კვირაზე მეტია ქობულეთში გადის შეკრებას და სამი საკონტროლო შეხვედრაც ჩაატარა
ზაფხულიდან მოყოლებული და მერე, შემოდგომა-ზამთარში გაგრძელებული, უმაღლესი ლიგის გუნდების თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა ფინანსურ პრობლემებს უჩიოდა, თუმცა, პირველი წრე დამთავრდა თუ არა, უმაღლესი ლიგის 16-დან 12-მა გუნდმა... თურქეთს მიაშურა, სადაც ზამთრის მოსამზადებელი პერიოდის გავლაც არის შესაძლებელი და არცთუ დაბალი რანგის უცხოურ გუნდებთან სპარინგ-მატჩების გამართვაც.

დანარჩენი ოთხი გუნდიდან "გურია" ურეკში ემზადება; საბედნიეროდ, არდაშლილი "ზესტაფონი" - თბილისში და მხოლოდ ორად-ორი გუნდია, ადგილზე რომ აგრძელებს მზადებას მეორე წრისათვის - "ვიტ ჯორჯია" და "მეტალურგი".

რა თქმა უნდა, ცუდი კი არა, მართლაც დადებითი ტენდენციაა, უმაღლესი ლიგის გუნდების უმრავლესობას იმის საშუალება რომ გაუჩნდა, უცხოური შეკრება გაიაროს; თუმცა, მეორე მხრივ, აი, ის გვეჩვენება, ცოტა არ იყოს, ულამაზოდ, როცა თითქმის მთელი პირველი წრის განმავლობაში, სადაც კი "გაიხედავდით", ყველგან და თითქმის ყველასგან წუწუნი რომ გვესმოდა უფულობის გამო...

თუმცა, ასეა თუ ისე, მეორე წრისათვის მზადება გრძელდება და არც ის მიგვაჩნია უმნიშვნელო ფაქტად, უმაღლესის მსგავსად, ქვედა ლიგების წარმომადგენლებიც რომ ახერხებენ შეკრების გავლას. აი, თუნდაც მეორე ლიგის გუნდის, "ალაზანის" მაგალითი ავიღოთ: წინა კვირაში "ლელო" უკვე წერდა იმის შესახებ, რომ გურჯაანში მართლაც სასიკეთო ძვრები შეინიშნება და ამ რაიონის საფეხბურთო გუნდის ტრადიციების აღდგენაც დაწყებულია.

იხილეთ:ღვინის გარდა საამაყოც... ფეხბურთი გურჯაანშიც მოენატრათ!

სწორედ მაშინ გაუწყეთ იმ ფაქტის შესახებ, რომ თითქმის 20-წლიანი პაუზის მერე "ალაზანის" პატრონობა კვლავ ითავა მიხეილ ფურცელაძემ, რომელიც, შარშანდელი შემოდგომიდან მოყოლებული, გურჯაანელთა გუნდის დე-ფაქტო თუ დე-იურე პრეზიდენტიც გახლავთ, დირექტორიცა და მწვრთნელიც!

შეგახსენებთ, რომ სწორედ მიხეილ ფურცელაძე იყო "ალაზანის" პრეზიდენტი 1992/93 წლების სეზონში, როცა გურჯაანელთა გუნდმა (მთავარი მწვრთნელი - ოთარ გაბელია) უმაღლეს ლიგაში მესამე ადგილი დაიკავა და მხოლოდ დედაქალაქურ გუნდებს, "შევარდენსა"და "დინამოს" ჩამორჩა.

"ალაზანი" დღესდღეობით მეორე ლიგის ცენტრალურ ზონაში გამოდის და პირველი წრეც მესამე ადგილზე დაასრულა.

ძნელია იმის თქმა, თუ რამდენად შეძლებენ გურჯაანელები ცენტრალური ზონის ორი ფავორიტის (ცხინვალის "ლიახვი" და რუსთავის "მეტალურგი 2") გადასწრებას, თუმცა, "ალაზანს" რომ სერიოზული მიზნები ამოძრავებს, ამას ის ფაქტიც მოწმობს, რომ გუნდი უკვე ერთ კვირაზე მეტია ქობულეთში გადის შეკრებას და სამი საკონტროლო შეხვედრაც ჩაატარა: ბათუმის "დინამოს" დუბლშემადგენლობას 4:2 მოუგო, პირველი ლიგის გუნდს, ქედის "ბეთლემს" - 1:0, ხოლო ორი დღის წინ კი ლანჩხუთის "გურიასაც" აჯობა - 3:1.

როგორც მიხეილ ფურცელაძემ გვითხრა, 16 თებერვლამდე "ალაზანი" კიდევ რამდენიმე საკონტროლო მატჩს გამართავს: წალენჯიხის "სქურთან", ხობის "კოლხეთთან", ქობულეთის "შუქურასთან" (ბოლო სპარინგ-პარტნიორი ჯერ გაურკვეველია). ამის შემდეგ "ალაზანი" გურჯაანში დაბრუნდება, გუნდი 2-3 დღე დაისვენებს და მერე კიდევ ერთი შეკრებაა დაგეგმილი (სავარაუდოდ, ლაგოდეხში).

ჰოდა, უძახე ახლა ამათ მეორე ლიგის გუნდი! თანაც, გურჯაანელი თუ კახეთის სხვა რეგიონებიდან ჩამოყვანილი პერსპექტიული ახალგაზრდა ბიჭების გარდა, "ალაზანში" ერთი-ორი გამოცდილი ფეხბურთელიც არის, ამ შეკრების დაწყებამდე კი გუნდში სამი აფრიკელი ლეგიონერიც ჩაირიცხა!

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

gagi
ლაზი ცხუმს პატრონიცაყავს და მწვრთნელიც დიპლომიანი,ვისაც აინტერესებს პირადად გაესაუბროს მწრტვნელს და არარის კარგი დაუმსახურებული კომენტარების წერა.
lazi
ცხუმიც იქ გადის წვრთნებს, მაგრამ ვინ დაწერს. პატრონი არ ჰყავს... და არა მარტო პატრონი, მწვრთნელიც არაკვალიფიცირებულია
Dima
სგ სგ სგ
ტრავმირებული ბართიშვილი ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 2-1 დილა. ...და შეინარჩუნებენ ადგილს ელიტაში
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 0-0 იბერია 1999. "მესამე ძალა" ისარგებლებს...
თორნიკე შენგელიას ემოციური დაბრუნება ბოლონიაში — "ვირტუსი" საქართველოს ნაკრების კაპიტანს დიდების დარბაზში შეიყვანს
მარკის რიდის კარგი თამაში და "ბაჰჩეშეჰირის" გასვლითი გამარჯვება ევროთასზე
მერკვილაძის 17 ქულა ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში - "გრონინგენის" გამარჯვება ხორვატიაში
საქართველოს ნაკრები ჩინეთის გრან პრიზე სრული შემადგენლობით ისპარეზებს
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩებს განსჯიან
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - კანადა
ნიონში ქალთა ერთა ლიგის წილისყრა გაიმართა
უზბეკეთის ნაკრებში კაპაძის შემცვლელი კანავარო თანამდეობას ტოვებს
"ფენერბაჰჩეს" მწვრთნელად ემრე ბელოზოღლუ დანიშნეს
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ლიბანთან მატჩებისთვის ემზადება
"გალათასარაიმ" ბატრაკოვის დუბლით "შტუტგარტს" სძლია - "შახტარი" აზაროვის გარეშე "სპორტინგთან" დამარცხდა
[VIDEO] ტრაგედია ესპანეთში - მატჩისას მიღებული ტრავმის შედეგად ფეხბურთელი გარდაიცვალა
კრიშტიანო რონალდოს ვაჟი პორტუგალიის 17-წლამდელთა ნაკრებში პირველად გამოიძახეს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
თორნიკე შენგელიას პირადი რეკორდი და "დუბაის" მორიგი გამარჯვება ადრიატიკის ლიგაში
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩებს თელავში გამართავს
"ვესტ ჰემმა" ესპირიტო სანტო მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა
შოთა არველაძე "აიაქსის" რიგებში "ბარსელონას" ლეგენდების წინააღმდეგ ითამაშებს
[VIDEO] "ეს მიკერძოებულობაა! 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ!" - იამალის მამამ "ოქროს ბურთის" შედეგებზე ხმაურიანი განცხადება გააკეთა
"მანჩესტერ იუნაიტედიდან" ინტერესი არსებობს - "ასტონ ვილას" უნაი ემერის გაშვება არ უნდა
ვიტალი დარასელიას თასი: კიეველთა ტრიუმფი, მასპინძელი ბოლო ადგილს ასცდა
ღვინის გარდა საამაყოც... ფეხბურთი გურჯაანშიც მოენატრათ!
"მარკ სტარი"-"ალაზნის" მატჩში მომხდარი ჩხუბის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
ლევან კუტალია: გული მწყდება, რომ ბოსნიის მოქალაქეობაზე ვთქვი უარი
ახრიკ ცვეიბა 50 - ქართველების მეგობარი
"ბეტონის შემოღობვა ხიფათს შექმნის, თუკი ფეხბურთელი ახლო მანძილიდან შეეჯახა"
ეს რა "დურდომია"?! ჩემპიონატი სხვა გუნდებმა დაიწყეს და სხვები ჩაამთავრებენ
გაბელია: ესპანელები მუდამ ჩვენთან არიან - ცხოვრება მოულოდნელობებითაა სავსე
საქართველოს ჩემპიონატის მატჩში ფეხბურთელები დაჭრეს! [VIDEO]
"ზუგდიდიდან" ლიუტი გაუშვეს, ახალ მწვრთნელს ვიცე-პრეზიდენტიც დაეხმარება
გაუგებრობა ამოწურულია - სფფ-სთან აქცია მშვიდობიანად დასრულდა