ბოლო ორ თვეში "პარმას" მფლობელი მეორეჯერ შეეცვალა
ბოლო ორ თვეში "პარმას" მფლობელი მეორეჯერ შეეცვალა. ჯერ იყო და კლუბი რუსების და ებრაელი ბიზნესმენების ჯგუფმა შეიძინა, გუშინწინ კი გაცხადდა, რომ "პარმა" კომპანია "მაპი ჯგუფის" გენერალური დირექტორის, ჯამპიეტრო მანენტის ხელში გადადის.

ითქვა ისიც, რომ "მაპი ჯგუფი" სლოვენიაში მდებარეობს და კომპანია "გაზპრომის" კონტროლის ქვეშ იმყოფება. "პარმას" ახალმა მეპატრონემ განაცხადა, რომ მიმდინარე სეზონის ბოლომდე კლუბში 15 მილიონი ევრო ჩაიდება, თუმცა უმჯობესია, თავად მას მოვუსმინოთ:

"შეთანხმება უმოკლეს დროში გაფორმდა და ამიერიდან, კლუბზე პატრონობას მე და ჩემი გუნდი ავიღებთ. მქონდა შეხვედრა ფეხბურთელებთან და სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი - მიუხედავად იმისა, რომ ზოგს რამდენიმე თვის დავალიანება აქვს, ხელფასებზე სიტყვაც არ დაუძრავთ. ყველას გუნდის გადარჩენა და ელიტაში ადგილის შენარჩუნება სურს, რაც მათ პროფესიონალიზმზე მეტყველებს.

სამწუხაროდ, ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა უკვე დახურულია და შემადგენლობას ვეღარ გავაძლიერებთ. ისღა დაგვრჩენია, რომ გვჯეროდეს, გუნდი ამ კრიზისიდან არსებული რესურსით ამოვა.

ამასთან, სეზონის ბოლომდე კლუბში 15 მილიონი ევროს ინვესტიციას ჩავდებთ, რაც მთლიანად დაფარავს სახელფასო დავალიანებას და მოაგვარებს იმ ფინანსურ პრობლემებს, რის გამოც გუნდს ქულა დააკლეს და ჯარიმები დააკისრეს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

46 წლის რონალდინიომ 11-წლიანი პაუზის შემდეგ ითამაშა
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
ამოაგდებს საფონოვს? - პსჟ ახალი მეკარის დამატებასთან ძალიან ახლოსაა
სათადარიგო გოგლიჩიძე და "მონცას" პირველი ქულა
პსჟ მეკარის შეძენას და "იუვენტუსში" განათხოვრებას აპირებს
პსჟ-მა სუძუკის ტრანსფერი შეათანხმა - იაპონელის ამ სეზონის მომავალი შევალიეს გადაწყვეტილებაზე გადის
აგენტების გამო პსჟ იაპონელ მეკარეს აღარ შეიძენს
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა