შუმახერის გარდა, გადასახადების დამალვა ფერნანდო ალონსოსაც ბრალდება
მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონს, ლეგენდარულ გერმანელ მიხაელ შუმახერს გადასახადების დამალვაში ადანაშაულებენ. ასევე, ეჭვი არსებობს ფორმულა 1-ის სხვა პილოტებზე - ფერნანდო ალონსოსა და ჰეიკი კოვალაინენზე.

გასული წლის ნოემბერში ბელგიელმა სამართალდამცველებმა ბრიტანული ბანკის, HSBC-ის შვეიცარიულ ფილიალს ბრალი წაუყენეს გადასახადებისთვის თავის არიდებასა და ფულის გათეთრებაში. მათი ინფორმაციით, HSBC Private Bank შეგნებულად ეხმარებოდა ზოგიერთ კლიენტს ვირჯინიის კუნძულებსა და პანამაში დარეგისტრირებული ოფშორული კომპანიების მეშვეობით გადასახადების დამალვაში. 2005-07 წლების პერიოდში ოფშორულ კომპანიებში, საერთო ჯამში, 180 მილიარდ ევროზე მეტი გადაირიცხა.

კვირას არაკომერციულმა ორგანიზაცია ICIJ-მა, რომელიც ფრანგულ გაზეთ Le Monde-თან და ბელგიურ გამოცემა Le Soir-თან ერთად აწარმოებს ჟურნალისტურ გამოძიებას, 100 ათასი ცნობილი ადამიანის სია მიიღო, რომლებსაც საიდუმლო ანგარიშები აქვთ ბანკ HSBC-ში და ეჭვმიტანილნი არიან გადასახადების დამალვაში. მათ შორის არიან "რენოს" ფორმულა 1-ის გუნდის ყოფილი შეფი ფლავიო ბრიატორე და "დიდი ცირკის" სამი პილოტი - ფერნანდო ალონსო, ჰეიკი კოვალაინენი და მიხაელ შუმახერი.

ფლავიო ბრიატორეს კავშირი აქვს ცხრა საბანკო ანგარიშთან. იტალიელის მოგებამ 73 მილიონი დოლარი შეადგინა. ოთხი ანგარიში გააჩნია ალონსოს და ესპანელმა 42 მილიონი დოლარის მოგება ნახა კურსებს შორის სხვაობის ხარჯზე. კოვალაინენს შეხება ჰქონდა ერთ ანგარიშთან და მის შემთხვევაში ლაპარაკია მოკრძალებულ თანხაზე - 130 ათას ევროზე. მიხაელ შუმახერის ანგარიშების შესახებ ინფორმაცია არ გამჟღავნებულა.

ალონსო უკვე გამოეხმაურა ამ ბრალდებას. მადრიდული გაზეთი "მარკა" იტყობინება, რომ მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ძალიან გაბრაზებულა ევროპულ პრესაში გამოქვეყნებულ მასალებზე და თავის იურისტებს დაავალა სასამართლოში რამდენიმე სარჩელის შეტანა საკუთარი ღირსების დასაცავად.

გაზეთს მოჰყავს ალონსოს ერთ-ერთი წარმომადგენლის სიტყვები: "ფერნანდო საზღვარგარეთ ცხოვრობდა და იქ იხდიდა გადასახადებს. მას შემდეგ, რაც ალონსო ინგლისში გადავიდა საცხოვრებლად, მას ესპანეთში აქტივები აღარ ჰქონია. ესპანურ საგადასახადო სამსახურებს არასოდეს წამოუყენებიათ მის წინააღმდეგ პრეტენზიები, რადგან ყველაფერი კანონის ფარგლებში ხდებოდა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ისრაელს საერთაშორისო სპორტიდან მოკვეთენ? ოლიმპიური კომიტეტის პასუხი
უარი ბელარუსთან თამაშზე - უკრაინის მამაკაცთა პლაჟის ფეხბურთის ნაკრები მატჩზე არ გამოცხადდება
ამწე კრანის ფასი თბილისში – როგორ ავირჩიოთ ხარისხიანი სერვისი
"ნაპოლიმ" "ჯენოას" თამაში შემოუტრიალა
სიგუას მორიგი საგოლე პასი და "ლოზანას" მორიგი გამარჯვება
"მაკლარენმა" კონსტრუქტორთა თასი მოიგო - "მარინა ბეიზე" ჯორჯს რასელს ვერავინ დაეწია
"ყველა მოთამაშე მის გვერდით ვდგავართ" - მაუნტი ამორიმს გამოექომაგა
"ჩვენ ჩვენი შანსები ვერ გამოვიყენეთ" - სლოტი "ჩელსისთან" მარცხის შემდეგ
Sofascore-მ მიქაუტაძე "ვილიარეალში" საუკეთესოდ აღიარა - როგორი შეფასებები მიიღო ქართველმა?
[VIDEO] მიქაუტაძემ "სანტიგო ბერნაბეუზე" "რეალს" გაუტანა
[VIDEO] ზურიკოს დუბლით "სენტ-ეტიენი" "მონპელიეს" ამარცხებს
მამარდაშვილის დადებითი შეფასებები - მასზე მაღალი ქულები "ლივერპულის" მხოლოდ ერთმა ფეხბურთელმა მიიღო
სათადარიგო სკამზე ბერნაბეუზე - "ვილიარეალისა" და "რეალის" შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამარდაშვილის კარგი დებიუტი პრემიერლიგაში - "ლივერპული" ზედიზედ მესამედ დამარცხდა
წიტაიშვილი შეცვლაზე და "მეცის" მარცხი "მარსელთან"
მამარდაშვილის დიდი თავგადასავალი იწყება - ცნობილი გახდა "ჩელსისთან" "ლივერპულის" სასტარტო შემადგენლობა
როგორი თავმდაბალია - იბრაჰიმოვიჩმა საკუთარ თავს დაბადების დღე ორიგინალურად მიულოცა
ლუის ენრიკემ "კვარას" ნაკრებში გამოძახებაზე კომენტარი გააკეთა
შერმადინი "ტენერიფეს" უკაპიტნებს | ესპანეთის უმაღლეს ლიგაში 4 ქართველი ითამაშებს
თუ "სანდერლენდთან" დამარცხდებიან - "მანჩესტერ იუნაიტედმა" შესაძლოა, ამორიმი დღესვე დაითხოვოს
პსჟ "ბარსელონას" მცველის ხელში უფასოდ ჩაგდებას შეეცდება
კანავარო უზბეკეთის ნაკრებში კაპაძეს შეცვლის და სოლიდურ თანხასაც გამოიმუშავებს
[PHOTO] პეპესა და პორნო ვარსკვლავის ურთიერთობა - რა ფოტოს აქვეყნებს შეტევაში მიქაუტაძის თანაგუნდელის მეგობარი გოგონა
"არ მგონია, ლუისმა მიხაელის რეკორდის გაუმჯობესება მოახერხოს... მიზეზი?" - ფელიპე მასამ ჰამილტონსა და შუმახერზე ისაუბრა
ფეტელს "ასტონ მარტინში" მსოფლიოს 2-გზის ჩემპიონი ჩაანაცვლებს
დიდი დაბრუნება - ჩემპიონი კვლავ ფორმულა 1-ში იასპარეზებს?!
ფორმულა 1-ის ტრაგიკული ამბავი - ნიჭიერი ჟიულ ბიანკის გარდაცვალება და მისი მეოცნებე ნათლულის მისია - ჩემპიონობა ნათლიისთვის!
"ჩემთვის ეს უფროა გართობა" - ფერნანდო ალონსომ თანამედროვე ბოლიდის მოყვანილობაზე კომენტარი გააკეთა
"ვნებდები; იმედი მაქვს, ეს სეზონი მალე დასრულდება" - ლუის ჰამილტონი ბოლიდით წელსაც უკმაყოფილოა
Auto-bild.ro: მიხაელ შუმახერის სიმაღლე 14 სანტიმეტრით შემცირდა
მიხაელ შუმახერის საჩემპიონო ბოლიდი იყიდება
ფერნანდო ალონსომ ლეგენდარული ფერარი ენცო 5.4 მილიონ ევროდ გაყიდა
მიხაელ შუმახერი ქალიშვილმა ასახელა
მიხაელ შუმახერმა, შესაძლოა, მკურნალობა აშშ-ში გააგრძელოს
შუმახერის კარიერაში ყველაზე მტკივნეული გამარჯვების ისტორია