ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ვენგერი, ცუდი და ბოროტი

ვენგერი, ცუდი და ბოროტი

მუდმივი დაძაბულობა მაღალშემოსავლიანი და ფულით გათავხედებული "პრიმადონებით" გაჯერებული "მანჩესტერ სიტის" კულუარებში

არსენ ვენგერმა ჟურნალისტებს აუხსნა, თუ რატომ ვერ იქნებოდა „მანჩესტერ სიტის“ მწვრთნელი. ასეთი თემა რატომ წამოიჭრა? ვიღაცას გაახსენდა, რომ 13 თვის წინ, როდესაც ისტლენდიდან მარკ ჰიუზი გაუშვეს, მისი ადგილის დაკავება სწორედ „არსენალის“ ფრანგ თავკაცს შესთავაზეს და რობერტო მანჩინი მხოლოდ მისი უარის შემდეგ აიყვანეს. ეს ამბავი თავის დროზე მაინცდამაინც არ გახმაურებულა და ამიტომ, ვენგერის პასუხი ყველასთვის საინტერესო იყო, თუმცა ფრანგმა მოლოდინი გააწბილა - მან დაადასტურა, რომ „სიტიმ“ წინადადებით მიმართა, თუმცა დეტალურად არ მოუყოლია, რა მოხდა მერე. სამაგიეროდ, მან ნათლად თქვა, რატომ არ უნდოდა „სიტი ოფ მანჩესტერ სთედიუმზე“ გადაბარგება.

ვენგერმა ბრძანა: „ნურავინ იფიქრებთ, რომ ამაზე ჩვენი გუნდების შეხვედრის წინ რაიმე განზრახვით ვილაპარაკე. არც იმას გეტყვით, ვინ მომმართა და რა უნდოდა, რადგან ეს ხალხი თავიანთ ადგილებზეა და მათი ბიზნეს-სვლების სააშკარაოზე გამოტანა ჩემი მხრიდან პატიოსანი საქციელი არ იქნებოდა. ზოგადად კი ასე მოგახსენებთ: ინგლისში რომ ჩამოვედი, ყველა კლუბი საკუთარი რესურსით იმართებოდა. „ჩელსისა“ და „მანჩესტერ სიტის“ ფენომენი მოგვიანებით გამოჩნდა.

რასაკვირველია, მათმა ასპარეზზე გამოსვლამ პრობლემა მოიტანა, მაგრამ ცუდსაც ვერაფერს იტყვი - ამ ხალხს ფული ხომ არ მოუპარავს, მათ ის ჰქონდათ და თან მოიტანეს.

მე „არსენალს“ ისე ვხელმძღვანელობ, როგორც მიმაჩნია საჭიროდ და არ დაგიმალავთ, რომ ვფიქრობ, საქმე ყველგან ასე უნდა იმართებოდეს. ანუ, მე ჩემი მეთოდის დიდი მხარდამჭერი გახლავართ. ვიმეორებ, ვფიქრობ, ყველა კლუბი ასე უნდა მუშაობდეს. ვცდილობ ჩემი პრინციპების დაცვით მივაღწიო დიდ შედეგს, თუმცა, ის, რასაც „ინტერი“ ან „მანჩესტერ სიტი“ აკეთებენ, ასევე ხერხია. ისინი საუკეთესო ფეხბურთელებს ყიდულობენ და შედეგსაც აღწევენ.“

„მანჩესტერ სიტის“ არაბი მეპატრონე შეიხი მანსური უკვე 29 თვეა, რაც ისტლენდზეა და ამ ხნის განმავლობაში თითქმის 1 მილიარდი ფუნტი დახარჯა. შედეგად, რობერტო მანჩინის გასახდელში „პრიმადონათა“ მთელი არმია ჰყავს, რომლებიც თავიანთი შემოსავლით ისე არიან გათავხედებულნი, რომ თუ მწვრთნელი ძირითად შემადგენლობაში არ დაასახელებს, მას დაუყვირებენ და შესაძლოა, მუჯლუგუნიც კი წაჰკრან. ერთი სიტყვით, „სიტის“ კულუარებში ურთიერთობა მუდამ დაძაბულია. გუშინწინ კი თავის დროზე სწორედ ვენგერის მიერ „არსენალიდან“ გაშვებული ფეხბურთელები კოლო ტურე და ემანუელ ადებაიორი დაეტაკნენ ერთმანეთს საწვრთნელ ბაზაზე. ცნობისთვის: ვენგერმა ისინი „ემირეიტ სთედიუმიდან“ 18 თვის წინ გაუშვა და ორივეში „სიტისგან“ 45 მილიონი ფუნტი მიიღო. თანაგუნდელებმა კოტ დ’ივუარელი და ტოგოელი ძლივს გააშველეს. და რაგინდ ირონიულად ჟღერდეს, ეს ამბავი სწორედ „არსენალთან“ შეხვედრის წინ მოხდა.

მაინც რატომ დაუმტვრიეს ოდინდელმა თანაგუნდელებმა ერთმანეთს ცხვირ-პირი? რამდენადაც ინგლისური ტაბლოიდებისთვის ადრეც იყო ცნობილი, ადებაიორს ეგონა, რომ ტურე მის შესახებ საჯაროდ აპირებდა რაღაცების თქმას და ამის გამო ნიადაგ დაძაბული იყო. ფეხბურთელებს შორის ურთიერთობა დღითი დღე ფუჭდებოდა და სამშაბათს უკიდურეს ზღვარს მიაღწია. ჩხუბის შემდეგ მანჩინიმ ფეხბურთელები გაიხმო და შერიგება მოსთხოვა, მაგრამ მათ იუარეს. მოგვიანებით ტურემ ჟურნალისტებს განუცხადა:

„ჩვენ უხეშობის გამო ვიჩხუბეთ. ორივემ მოთმინება დავკარგეთ, მაგრამ ორივე მალე მოვეგეთ გონს. რაც მოხდა, დავიწყებულია. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ადებაიორი მეჩხუბება და გარწმუნებთ, არც ბოლო იქნება. ჩვენს შორის მსგავსი კონფლიქტები „არსენალშიც“ ხდებოდა. ჩვენ ერთმანეთს კარგად ვიცნობთ, როგოც ჩანს მეტისმეტად კარგადაც. ყოველ შემთხვევაში, აშკარაა, რომ ჩვენ ენერგია არ გვაკლია და ეს გუნდისთვის ცუდი არ უნდა იყოს.“

"ლივერპულის" ნახევარმცველმა კონტრაქტის გაგრძელების შესახებ ისევ ისაუბრა

სასჯელი უმკაცრესი იქნება? - "სიტი" შესაძლოა, მომავალ სეზონში ჩემპიონშიპში ვიხილოთ

"ვარჯიშებზე არ იხარჯებოდა და თანაგუნდელებს ამას ეუბნებოდა" - ტენ ჰაგმა რონალდოს გაშვების მიზეზი ახსნა

17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო

ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა

Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა

გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა

აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო

VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები

ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში

უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"

"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"

დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს

მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის

პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში

[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო

როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას

Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ

ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!

ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა

ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...