ვინ გამოირჩა თებერვლის პირველ კვირაში
ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ კვირის ლაურეატები დაასახელა. აღმოსავლეთ კონფერენციაში საუკეთესო გახდა "მილუოკი ბაქსის" ფორვარდი იანის ანტეტოკუნმპო, რომელმაც თავის გუნდს ოთხიდან სამი მატჩი მოაგებინა.

ანტეტოკუნმპო თამაშიდან 63.3 პროცენტის სიზუსტით ისროდა. მან საშუალოდ 19.5 ქულა, 11.0 მოხსნა და 1.75 დაფარება დააგროვა. ბერძენმა განსაკუთრებით გამოიჩინა თავი "ჰიუსტონთან" მატჩში, რომელშიც 27 ქულა (პირადი რეკორდი) და 15 მოხსნა მიითვალა.

დასავლეთ კონფერენციის ლაურეატი გახდა "ოკლაჰომა-სიტის" ფორვარდი რასელ უესტბრუკი. ის თავის გუნდს ოთხიდან სამი მატჩის მოგებაში დაეხმარა. გასულ კვირას მისი საშუალო მონაგარი 34.3 ქულა, 9.3 მოხსნა, 9.0 შედეგიანი პასი და 2.5 ჩაჭრა იყო.

უესტბრუკმა კვირა დაიწყო "ორლანდოსთან" მატჩში სამმაგი დუბლით (25 ქულა, 14 პასი, 11 მოხსნა). ამის შემდეგ მან 45 ქულა, 6 მოხსნა და 6 პასი მიითვალა "ნიუ ორლეანთან" შეხვედრაში, ბოლოს კი 48 ქულა, 11 პასი და 9 მოხსნა დააგროვა კვლავ "ნიუ ორლეანის" წინააღმდეგ. უესტბრუკი კობი ბრაიანტის, უილტ ჩემბერლენისა და ელჯინ ბეილორის შემდეგ მეოთხე კალათბურთელია ისტორიაში, ვინც ზედიზედ ორ მატჩში დააგროვა მინიმუმ 45 ქულა, 5 მოხსნა და 5 პასი.

ანტეტოკუნმპოს კვირა

2 თებერვალი. ტორონტო-მილუოკი 75:82. 12 ქულა, 12 მოხსნა, 3 პასი, 2 დაფარება.

4 თებერვალი. მილუოკი-ლეიკერსი 113:105. 25 ქულა, 6 მოხსნა, 2 დაფარება.

6 თებერვალი. ჰიუსტონი-მილუოკი 117:111. 27 ქულა, 15 მოხსნა, 4 პასი.

7 თებერვალი. მილუოკი-ბოსტონი 96:93. 14 ქულა, 11 მოხსნა, 5 პასი.

უესტბრუკის კვირა

2 თებერვალი. ოკლაჰომა-ორლანდო 104:97. 25 ქულა, 11 მოხსნა, 14 პასი.

4 თებერვალი. ნიუ ორლეანი-ოკლაჰომა 91:102. 45 ქულა, 6 მოხსნა, 6 პასი.

6 თებერვალი. ოკლაჰომა-ნიუ ორლეანი 113:119. 48 ქულა, 9 მოხსნა, 11 პასი, 4 ჩაჭრა.

8 თებერვალი. ოკლაჰომა-კლიპერსი 131:108. 19 ქულა, 11 მოხსნა, 5 პასი.

კვირის მოთამაშის ტიტულზე პრეტენზიას აცხადებდნენ: კაირი ირვინგი ("კლივლენდი"), ლებრონ ჯეიმსი ("კლივლენდი"), სტივენ კარი ("გოლდენ სტეიტი"), ჯეიმს ჰარდენი ("ჰიუსტონი"), ჯორჯ ჰილი ("ინდიანა"), კრის პოლი ("კლიპერსი") და გორდონ ჰეივორდი ("იუტა").

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"რაც მთავარია, ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა" - ლებრონ ჯეიმსი ბოლოდროინდელ სკანდალს გამოეხმაურა
რამდენიმე საათში, რაც თანაგუნდელმა ვადაგასულ რძეს შეადარა - კრისტაპს პორზინგისმა კალათბურთელის კარიერა დროებით შეაჩერა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
ეს რა იყო! - ბითაძემ ანტეტოკუნმპოს გადაატენა [VIDEO]
რასელ უესტბრუკმა კალათბურთელის კარიერა დაასრულა
ჯა მორანტი - გვერდით, ლეგენდებთან?
რეგულარული: ჰარდენი "ხიპიშობს", "დალასმა" "მილუოკის" 18-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტა [VIDEO]
ლებრონის ტახტიდან ჩამოგდება ამ ორს შეუძლია... - მეჯიქ ჯონსონი
უკიდურესი გაჭირვებიდან ჩემპიონობამდე... ერთი ბერძენი ბიჭის ემოციური ისტორია [PHOTO]
NBA. რეგულარული: ჰარდენსა და უესტბრუკს ვერ აჩერებენ [VIDEO]
"მაღაზიაში ქურდს ვეჩხუბე, იდაყვი დამარტყა თვალში, მაგრამ მაინც წავაქციე" - იანისმა ჩალურჯებულ თვალზე ისაუბრა
იანის ანტეტოკუნმპოს ემოციური სიტყვები
გარიგება შედგა - იანის ანტეტოკუნმპო "მაიამი ჰიტში" ითამაშებს
NBA. რეგულარული: დონჩიჩის მორიგი მიღწევა, მხსნელი ლებრონი და უიღბლო უესტრბუკი [VIDEO]
NBA. რეგულარული: ლოს-ანჯელესში "კლიპერსმა" იმარჯვა, "უორიორსი" "ჰიუსტონს" მოერია [VIDEO]