ბივერ კრიკში ტინა მაზეს ვერ აჩერებენ
აგრძელებს მსოფლიოს ჩემპიონატზე მედლების შეგროვებას სლოვენიელი ტინა მაზე. ბივერ კრიკში ქალებს შორის მედლების მესამე კომპლექტი გათამაშდა და მსოფლიოს თასის ლიდერს უკვე ორი ოქრო და ერთი ვერცხლი აქვს. 31 წლის მოთხილამურემ სწრაფდაშვებაში გამარჯვებას სუპერკომბინაციაში ოქროც დაუმატა.

მაზემ პირველი ცდის - სწრაფდაშვების შემდეგ მოიპოვა ლიდერობა და სლალომში მეხუთე დროც ეყო იმისთვის, რომ დაემარცხებინა კონკურენტები, რომელთა შორის ავსტრიელები ჭარბობდნენ. მეორე ადგილი ამ ქვეყნის წარმომადგენელ ნიკოლ ჰოსპს ერგო, რომელსაც ახლა მსოფლიოს ჩემპიონატებსა და ოლიმპიადებზე სხვადასხვა სინჯის 9 მედალი აქვს მოპოვებული.

ბრინჯაოს მედალი კიდევ ერთმა ავსტრიელმა, მიხაელა კირხგასერმა აიღო. მსოფლიოს ჩემპიონატებზე ეს მისი მეორე მედალია. პირველი 2013 წელს სლალომში მოიპოვა. რაც შეეხება ბივერ კრიკში სუპერგიგანტის ტრიუმფატორს, ასევე ავსტრიელ ანა ფენინგერს, ის მხოლოდ მეოთხე ადგილს დასჯერდა.

როგორც უკვე ვწერდით, ტინა მაზე უმიზნებს ლეგენდარული ნორვეგიელის, ლასე კიუსის ყველა დროის რეკორდს. 1999 წელს სკანდინავიელმა მსოფლიოს ჩემპიონატის ხუთივე დისციპლინაში მოიპოვა მედალი (სამი ოქრო და ორი ვერცხლი). მაზეს ამ შედეგის გასამეორებლად გიგანტურ სლალომსა და სპეციალურ სლალომში პოდიუმზე ასვლა სჭირდება.

ისე კი, სლოვენიელისთვის ეს იყო მეოთხე გამარჯვება მსოფლიოს ჩემპიონატებზე, მაგრამ პირველი სუპერკომბინაციაში. 2011 და 2013 წლებში ტინა ამ დისციპლინაში ვერცხლის მედალს სჯერდებოდა.

ზედიზედ მეორე სტარტი ჩააგდო ამერიკელმა ფავორიტმა ლინდსი ვონმა. ადგილობრივი პუბლიკის მთავარი იმედი სწრაფდაშვებაში დაკავებული მეოთხე ადგილის შემდეგ, სუპერკომბინაციაში საერთოდ ჩასათვლელი დროის გარეშე დარჩა, რადგან სლალომში კარი ვერ გაიარა და დისკვალიფიკაცია მიიღო.

სუპერკომბინაცია

ქალები

1. ტინა მაზე (სლოვენ) - 2:33.37; 2. ნიკოლ ჰოსპი (ავსტრია) - +0.22; 3. მიხაელა კირხგასერი (ავსტრია) - +0.35; 4. ანა ფენინგერი (ავსტრია) - +0.89; 5. ლარა გუტი (შვეიც) - +0.94; 6. კატრინ ცეტელი (ავსტრია) - +1.64; 7. ილკა შტუჰეკი (სლოვენ) - +2.43; 8. ფრანჩესკა მარსალია (იტა) - +2.59; 9. რანგჰილდ მოვინკელი (ნორ) - +2.61; 10. მარგო ბაილე (საფ) - +3.22...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სილქნეტის მხარდაჭერით, საქართველოს თასის ბაკურიანის ეტაპი დიდველის ტრასაზე ჩატარდება
სილქნეტის მხარდაჭერით საქართველოს თასის გათამაშების მეოთხე ეტაპი გუდაურში გაიმართება
ფიგურულ სრიალში ქართულმა წყვილმა გრან პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
[VIDEO] ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
22-წლამდელთა ჩემპიონატში ვსა, თსუ და ჰიუნდაი გალიდერდნენ
Geo Team: მამაგეიშვილმა ტერფი მოიტეხა
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
The Arsenal Insider: "არსენალი" კვერნაძის აგენტთან აწარმოებს მოლაპარაკებას
"დილამ" ნიდერლანდელი გარემარბი დაიმატა
"იუვენტუსი" "ტოტენჰემისგან" მეკარეს გამოისყიდის
ფილიპე ლუისი: პსჟ-ს ვერ შევედრებით - ჩვენი გუნდის დონეს ბოლოს ვნახავთ
"არსენალი" დეკლან რაისს ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
ხვიჩას სცენარი მეორდება - "ნაპოლიმ" კვარაცხელიას მაგალითზე ვერაფერი ისწავლა?
საყვედური მოურინიოსგან - ჟოზეს მბაპეს საქციელი არ მოეწონა
The Athletic: "რეალი" კურტუას შემცვლელს ეძებს
"საქართველოს დამარცხება შესაძლებელია - უკრაინის ჩამოწერა არ ღირს" - აცხადებს "შახტარის" ყოფილი ფეხბურთელი
ერთა ლიგის საწყისი 4 მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა FIFA-ს რეიტინგში უკან დაიხია
მბაპე "ლივერპულში" გადასვლაზე თანახმაა
ლაშა ბექაურმა და ლუკა მაისურაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა ნაადრევად დაასრულეს
პედრომ 39 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა
რა სასჯელი ელის რონალდოს - პორტუგალიური პრესა შესაძლო სცენარზე
ანდრეი შევჩენკოს ვაჟი ინგლისის მე-7 დივიზიონის კლუბში გადავიდა