12-13 თებერვალს ირანის ქალაქ კერმანშაჰში დიდი საჭიდაო ტურნირი - "ტახტის თასი" გაიმართება

12-13 თებერვალს ირანის ქალაქ კერმანშაჰში დიდი საჭიდაო ტურნირი - "ტახტის თასი" გაიმართება, რომელშიც ჩვენგან ვაჟთა ორივე ნაკრები მიიღებს მონაწილეობას.

თავისუფალი სტილით მოჭიდავეები იქ თავიდანვე გეგმავდნენ გამოსვლას, "ბერძენ-რომაელები" კი ორჭოფობდნენ.

ეს შეჯიბრება თავდაპირველად მათაც ჩასვეს კალენდარში, მაგრამ მოგვიანებით გაირკვა, რომ მასპინძლებმა ეს მეტად პრესტიჟული ტურნირი თეირანიდან მთელი 600 კილომეტრით დაშორებულ კერმანშაჰში გადაიტანეს და ბეგი დარჩიას სწორედ ეს დაშორება აფიქრებდა - ჯერ თეირანში უნდა ჩაფრენილიყვნენ, იქიდან კი ავტობუსით უნდა ემგზავრათ შეჯიბრების ადგილამდე... თუმცა მათი გეგმები საერთაშორისო კალენდრით რამდენადმე ისედაც შეიცვალა - გარკვეული ტურნირები გადააადგილეს, ზოგს კი სტატუსი შეუცვალეს, რამაც გავლენა ჩვენებურთა გეგმებზეც მოახდინა და "ტახტის თასზე" გუნდის გამოყვანა დარჩიამაც გადაწყვიტა.

თუმცა ჩვენები ირანში მაინც სხვადასხვა გზით გაემგზავრნენ და არა ერთი რეისით - "თავისუფლები" დუბაის გავლით გაფრინდნენ, "ბერძენ-რომაელები" კი წუხელ სტამბოლში წავიდნენ, საიდანაც ესტუმრებიან ირანს.

ორივე გუნდი გაფართოებული შემადგენლობით იასპარეზებს, რადგან მწვრთნელებს ახალი სეზონისთვის ახალი კანდიდატების გამოცდა სურთ. თუმცა, ამ მხრივ, ნოვაციას უფრო "თავისუფლებმა" მიმართეს, რომელთა ნაკრებშიც 21 ფალავანია, თუმცა აკლიათ ოთხი ლიდერი: ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (57), დავით ქერაშვილი (97), დავით მოძმანაშვილი და გიორგი საკანდელიძე (ორივე - 125). ამათ გარდა, კერმანში ნაკრებში მოხვედრის ყველა კანდიდატი იჭიდავებს.

ამ ტურნირს ცოტა განსხვავებულად მიუდგა დარჩია, რომელიც ძირითადად სათადარიგოების გამოსაცდელად იყენებს და ლიდერებიდან არავის გზავნის, მხოლოდ მესამე-მეოთხე ნომრები იასპარეზებენ.

ამასთან, იჭიდავებს ახალშექმნილი 23-წლამდელთა ნაკრების რამდენიმე წევრიც: გიორგი დავითაია (66), ლაშა გობაძე (80), რობერტ კობლიაშვილი (85) და კუკური კირცხალია (98). ამ ნაკრებიდან შოთა გოგისვანიძის (130) გაშვებაც სურდათ, მაგრამ ტრავმირებულია და ამიტომ შინ დატოვეს. უფროსებიდან კერმანში მარადი აბულაძე (66), მერაბ ქაჯაია (71), გოგა აფრიამაშვილი (75), ზურაბ ცინცაძე (80), ვალერი მურვანიძე (85), ირაკლი ქაჯაია (98) და სანდრო დიხამინჯია (130) იჭიდავებენ.

23-წლამდელთა ნაკრების წევრები შედიან "თავისუფალთა" ნაკრებშიც. ეს ტურნირი უფრო საშური სწორედ ამ ასაკის ფალავნებისთვისაა და არა ეროვნული გუნდის კანდიდატებისთვის, რადგან უფროსებში წლეულს ევროპის პირველობა არ ტარდება, ივნისში ბაქოში გასამართავ ევროპულ თამაშებამდე პირველხარისხოვანი შეჯიბრება არ ელოდებათ, 23-წლიანებს კი 24-29 მარტს პოლონეთში პირველად უტარდებათ ევროპის ჩემპიონატი. ირანული ტურნირიც იმ შეჯიბრებისთვის ერთ-ერთი სასტარტო ეტაპი იქნება.

ბერძენ-რომაელთა ახალი გეგმები

თუმცა "ბერძენ-რომაელთა" გეგმები შიდა ასპარეზზეც შეიცვალა, ოღონდ ისევ და ისევ საერთაშორისო გავლენით. მათ გადასწიეს საქართველოს ჩემპიონატი - 18-19 აპრილს დაადგინეს, ეს კი წესებში შესატანმა ცვლილებამ გამოიწვია.

ჩვენ უკვე ვწერდით, რომ იგეგმება წესებში ცვლილება და აპირებენ ჩოქბჯენის ამოღებას. იანვარში საერთაშორისო შეჯიბრებათა უმეტესობა საცდელად სწორედ ამ ახალი წესით ჩატარდა და ჯერჯერობით უმრავლესობის მოწონებას იმსახურებს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არაა მიღებული.

მსოფლიოს ფედერაცია სწორედ 23-წლიანთა ევროპის პირველობას ელოდება - ამის შემდეგ გამოუტანენ საბოლოო განაჩენს ჩოქბჯენს. ჩვენებიც ამას ელოდებიან - რეფორმების დამტკიცების შემთხვევაში ჩემპიონატსაც ბარემ ახალი წესებით ჩაატარებენ, რაც ადაპტაციისთვის აუცილებელია.

ამან საერთაშორისო ტურნირების დაგეგმვაც გააიოლა და ადრე თუ 7-8 მარტს უნგრულ სომბათჰეიში ჩასატარებელ "დიდ პრიზზე" გამოსვლაზეც ყოყმანობდნენ, ახლა საბოლოოდ გადაწყვიტეს იქ ჭიდაობა. საქართველოს პირველობამდე ისინი აპრილის პირველივე კვირაში სტამბოლშიც გამოვლენ ვები ემრეს მემორიალში, მერე ქვეყნის ჩემპიონატში იჭიდავებენ, ევროპულ თამაშებამდე კი ბოლო სტარტი სერბეთში ექნებათ, როცა 8-10 მაისს ბელგრადი ლუბომირ გეჯას მემორიალს უმასპინძლებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[თავისუფალი ჭიდაობა] სამი ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე!
[VIDEO] ცარუკიანის უღირსი ქმედება, რომელსაც ტატამზე დიდი დაპირისპირება მოჰყვა
[VIDEO] წარმატებული დებიუტი - მაჭარაშვილმა ბიუკენენი ეფექტური ილეთით დაამარცხა
"ჩელსი" როსენიორის გადაყენებას არ აპირებს
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
"მანჩესტერ იუნაიტედი" და "ბაიერნი" ბაზუმან ტურეს დამატებით ინტერესდებიან
"ბარსელონამ" ბერნარდო სილვას თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო
"გვარდიოლა "მანჩესტერ სიტიდან" უნდა წავიდეს - მერსონმა ესპანელ სპეციალისტზე ისაუბრა
ისევ სათადარიგო გოჩოლეიშვილი და სამი პენალტი "ჰამბურგის" კარში
ლუის ენრიკემ "ნიცასთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
ზივზივაძის სრული მატჩი და "ჰაიდენჰაიმის" საბრძოლო ფრე "ბაიერთან"
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისრაელს მოუგო, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია
[VIDEO] გიორგი ლოლაძემ თბილისის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
[VIDEO] ლოჩოშვილმა "კაიზერსლაუტერნთან" გატანილი გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა
[თბილისის გრანდ სლემი] მეორე დღე ფინალისტის გარეშე და ორი ბრინჯაოს შანსი
"არსენალი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე სამი ფეხბურთელის დამატებას შეეცდება
ბასტონი ან ტორესი - "ბარსელონა" ზაფხულში ცენტრალურ მცველს აუცილებლად შეიძენს
"წადი და მსოფლიო ჩემპიონატი მოიგე!" - შაკილ ო'ნილმა ნეიმარს მიმართა
[VIDEO] მამუკელაშვილის 14 წუთი - "ტორონტო" "დენვერთან" დამარცხდა
კვარაცხელია თავიდანვე შეუტევს - პსჟ ლიდერობის დაბრუნებას ძალიან გადახალისებული შემადგენლობით შეეცდება
"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ
მატჩის დღე! გადახალისებული პსჟ და "შვიდიანი" სასტარტოში
ალვარესი წასვლას არ აპირებს - არგენტინელს "ატლეტიკოში" დარჩენა დიდი ხნით სურს
U23. ევროპის ჩემპიონატი: დღეს ასპარეზობას ბერძენ-რომაელები იწყებენ
ბ/რ ჭიდაობა. საქართველოს ჩემპიონატი: ახალი წესრიგი, ძველი ფინალები
ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ოლიმპიური თამაშები მედლის გარეშე დაასრულა
U23. ევროპის ჩემპიონატი: ფავორიტთა დაცემა
სპორტსმენის გაცეცხლება და დაძაბული დარბაზი საქართველოს ჩემპიონატში [VIDEO]
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
ლერი აბულაძე მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა
მინსკი 2019: იაკობ ქაჯაიამ აზერბაიჯანელს სძლია ნახევარფინალში გავიდა!
დათუნაშვილის ოქრო სერბეთისთვის - საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე 5 მედალი მოიპოვა [VIDEO]
ბერძნული როქი - რევაზ ლაშხი ბეგი დარჩიას ნაცვლად
U23. ევროპის ჩემპიონატი: ქართველების 2 ვერცხლი და 1 ბრინჯაო
ლუკა კურტანიძე "ტახტზე" ბრუნდება
ბ/რ ჭიდაობა. საქართველოს ჩემპიონატი: მორიგი ოთხეული დაინომრა
ქართველმა "თავისუფლებმა" თეირანის ტურნირის პირველ დღეს ორი მედალი მოიპოვეს
U23. ქართველმა "ბერძენ-რომაელებმა" ევროპის ჩემპიონატზე ოქრო და სამი ბრინჯაო მოიპოვეს
ლერი აბულაძე ზედიზედ მეორედ გახდა ევროპის ჩემპიონი
აღორძინება რეგიონებიდან უნდა დავიწყოთ - ინტერვიუ გეგა გეგეშიძესთან
ელიზბარ ოდიკაძემ "ტახტის თასზე" ოქროს მედალი მოიპოვა
U23. ბ/რ ჭიდაობა. საქართველოს ჩემპიონატი: მეტი დისციპლინა, მეტი სანახაობა
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა. ნაკრები: რეინკარნირებული გუნდი
მოჭიდავეებმა ისევ გაგვაოცეს - პრესკონფერენცია სპორტის სამინისტროში
სპორტის სასახლეში ჭიდაობის ჩემპიონატზე ჩხუბი მოხდა [VIDEO]
რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა
ლერი აბულაძე ევროპის ჩემპიონი გახდა
ბ/რ ჭიდაობა: ბეგი დარჩიამ რუმინეთში "ევროპის ერთა თასისთვის" შემადგენლობა დაასახელა
ბ/რ ჭიდაობა. რუმინეთის ტურნირის წინ: დიდი ციკლის დასაწყისი
მხოლოდ ტალახაძის იმედად არ დაგვტოვოთ - მოჭიდავეებმა საშინლად დაიწყეს, თავისუფლებმა უნდა გამოასწორონ!..
ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა
ევროპის ჩემპიონატი. კლასიკური: ორი ქართველი მოჭიდავე ნახევარფინალში გავიდა