„ჩელსის“ თავკაცი კარლო ანჩელოტი აღიარებს, რომ გუშინდლამდე, 10 თამაშიდან მხოლოდ 10 ქულის მოპოვების გამო ბევრი მეპატრონე მას თანამდებობიდან გაუშვებდა

„ჩელსის“ თავკაცი კარლო ანჩელოტი აღიარებს, რომ გუშინდლამდე, 10 თამაშიდან მხოლოდ 10 ქულის მოპოვების გამო ბევრი მეპატრონე მას თანამდებობიდან გაუშვებდა, მას კი გაუმართლა და კვლავ სამსახურშია.

„იღბლიანი კაცი ვარ - თქვა ანჩელოტიმ, რომელსაც ჩემპიონობის იმედი ჯერ არ გადაწურვია - კარგად მესმის, რომ ასეთი შედეგების გამო ბევრ მწვრთნელს მოხსნიდნენ.“

„ლურჯების“ ყოფილი თავკაცები ავრამ გრანტი და ლუიშ ფელიპე სკოლარი ანჩელოტის, რასაკვირველია, დაეთანხმებოდნენ. მეტიც, მათ ალბათ ძალიან უკვირთ, თუკი „ჩელსის“ მეპატრონემ რომან აბრამოვიჩმა თავის დროზე ისინი გაუშვა, რატომ ტოვებს თანამდებობაზე ახლანდელ მწვრთნელს?

მაინც რა სჭირს „ჩელსის“ და როდის დაკარგა გუნდმა საკუთარი თავის რწმენა? ანჩელოტი ფიქრობს, რომ ყველაზე ცუდი სამსახური მას 20 ნოემბერს სტუმრად, „ბირმინგემთან“ წაგებულმა 1:0-მა გაუწია.

„მანამდე, 14 ნოემბერს, შინ „სანდერლენდთან“ 3:0 წავაგეთ და ეს, რასაკვირველია დამთრგუნველი იყო, მაგრამ „ბირმინგემთან“ დამარცხება მაინც უფრო მწარე გამოდგა. საქმე ის გახლავთ, რომ იქ საუკეთესო ფეხბურთი ვითამაშეთ და მაინც წავაგეთ.“

სწორედ ნოემბრის ბოლოს დაიწყო ინგლისის ჩემპიონის ხელმოცარული პერიოდი. მას მერე ყველაფერი ისე ცუდად განვითარდა, რომ ბოლო დროს ბევრი იმასაც კი კითხულობს, შეძლებს კი „ჩელსი“ ოთხეულში მოხვედრას. ანჩელოტი ამბობს, რომ ლაპარაკი სეზონის ბოლოს სჯობს.

„როდესაც რესტორანში შედიხართ, ფულს ბოლოს იხდით. ზუსტად იგივეა ჩვენს შემთხვევაშიც. ჩვენს წილ საფასურს სეზონის დასრულების შემდეგ გადავიხდით. კლუბმაც ჩემპიონატის დასრულების შემდეგ განმსაჯოს. ყველაზე დიდი დელიკატესი ჩემპიონთა ლიგა იქნება. მერწმუნეთ, გამისინჯავს და ვიცი, რომ ჩინებული გემო აქვს.“

შემდეგ კი ანჩელოტიმ ბოლო პერიოდის უიღბლობები გაიხსენა:

„გეხსომებათ, „ევერტონთან“ 86-ე წუთზე გავუშვით გოლი. „ტოტენჰემის“ კარში პენალტი ვერ გავიტანეთ, ხოლო „ასტონ ვილამ“ ბოლოწამს გაგვიტანა. ბოლო წუთებზე გაშვებული გოლების გამო ჩვენ 6 ქულა დავკარგეთ და ეს რომ არ მომხდარიყო, პირველ ადგილზე ვიქნებოდით.“

მაგრამ ფაქტია, რომ „ჩელსიმ“ ეს ქულები დაკარგა და ბევრი მიმომხილველის აზრით ეს იმიტომ მოხდა, რომ „ლურჯებს“ პრემიერლიგაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე სათადარიგოთა სკამი აქვთ. ამაზე რაღას ფიქრობს ანჩელოტი? იტალიელ მწვრთნელს სწამს, რომ ჩემპიონის ტიტულს ახალი შენაძენების გარეშეც მოიპოვებს, თუმცა ცენტრალური მცველი საჭიროა.

ანჩელოტი: „როდესაც ჩემპიონთა ლიგის სეზონი განახლდება ჩვენ დაშავებული აღარავინ უნდა გვყავდეს. სრულყოფილი შემადგენლობა მჭირდება. თუ მაინც შევიძენთ ვინმეს, ეს ერთი სეზონისთვის არ მოხდება. ჩვენ ახალგაზრდა ფეხბურთელებს ვეძებთ, მაგრამ ისეთებს, რომელთაც დიდ ფეხბურთთან შესაგუებლად დრო არ დასჭირდებათ.“

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა