საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი პირველი ლიგის ხობის "კოლხეთს" გაწვრთნის

გია გურული პირველი ლიგის ბინადარ ხობის "კოლხეთს" გაწვრთნის. ეს ინფორმაცია საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა თავად დაგვიდასტურა.

"კლუბის ხელმძღვანელი ჩემი მეგობარია. მან დახმარება მთხოვა და რატომაც არ დავუდგებოდი გვერდში?

რაც შემიძლია, გუნდისთვის ყველაფერს გავაკეთებ-მეთქი და ასე აღმოვჩნდი ხობის "კოლხეთში". სეზონის განახლებისთვის ურეკში ვემზადებით", - ამბობს გურული.

ხობელები პირველი ლიგის B ზონაში 24 ქულით მე-6 ადგილზე არიან და ლიდერ თერჯოლის "საპოვნელას" 14 ქულით ჩამორჩებიან. გურული წლევანდელ მიზნებზე გველაპარაკა:

"ახლა უმაღლეს ლიგაში გადასვლაზე ფიქრი არარეალურია. მე-6 ადგილზე ვართ და ლიდერებს საკმაოდ დიდი სხვაობით ჩამოვრჩებით. ამიტომ მიზანი ისაა, რომ პირველ ლიგაში დარჩენილი მატჩები ღირსეულად ჩავამთავროთ და მომავალი სეზონისთვის საფუძველი ჩავყაროთ.

მერე კი აქცენტი ახალგაზრდებზე უნდა გავაკეთოთ, უახლოეს პერიოდში პირველი ლიგის გუნდებს კონკურენცია რომ გავუწიოთ და უმაღლეს ლიგაში გადავიდეთ".

გურული ამბობს, რომ ხობში ხანგრძლივი გეგმით მუშაობის სურვილი აქვთ:

"ნაუცბათევი და დაუფიქრებელი ნაბიჯებით გუნდის შენება გაუმართლებელია. ბევრჯერ გვინახავს, რომ კლუბს უცებ ფული უჩნდება და ამბიცია ემატება, მერე კი მოთამაშეებით გაძლიერებული უმაღლეს ლიგაში გადადის, მაგრამ...

არც ინფრასტრუქტურა, არც საკლუბო სტრუქტურები და არც გუნდზე მიბმული ბავშვთა ფეხბურთი - შედეგად, გუნდი ისევ დაბალ ლიგაში ბრუნდება.

ასეთ უაზრო საქციელს კლუბის განვითარების გონივრული გეგმების შედგენა აჯობებს. მდგომარეობიდან და ზოგადი სურათიდან გამომდინარე, ეს უფრო ლოგიკური იქნებოდა. ხობში ამის სურვილი არსებობს.

"კოლხეთს" საკმაოდ კარგი ტრადიციები ჰქონდა და ძლიერ ფეხბურთელებსაც ზრდიდა. გამგეობა და საკრებულო დაინტერესებულები არიან, რომ გუნდი გაძლიერდეს და საკუთარი აღზრდილებით გადავიდეს უმაღლეს ლიგაში. ეს კი რამდენიმეწლიან მუშაობას საჭიროებს".

შეგახსენებთ, რომ თბილისის "დინამოსა" და "ლე ავრის" ყოფილი ფორვარდი კარიერის დასრულების შემდეგ სამენეჯერო საქმიანობას ეწეოდა. 2004-05 წლებში იყო საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ალენ ჟირესის ასისტენტი, 2012 წელს კი - ბათუმის "დინამოს" მთავარი მწვრთნელი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

giorgi
წარმატებები.
vova
ყველაზე გულიანი და პატიოსანი პროფესიონალი ჩაუდგა ხობელებს სათავეში!
tifozi
Xobshi tradicia aris didi fexburtis. Maxsovs qometiani,kacitaze,bakuraze,chimakaze,gvencaze..magari gundi iyo. Saqartvelos chempionebi gaxdnen 1988 wels.
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 დინამო (ბთ). იპოვეთ ორი განსხვავება...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 3-1 მეშახტე. ზედიზედ მეორე გამარჯვება, ზედიზედ მეორე მარცხი...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 0-1 იბერია 1999. ლიდერი ისევ გაიქცა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 დინამო (ბთ). იპოვეთ ორი განსხვავება...
[VIDEO] კვარაცხელიას პასით პსჟ დემბელემ დააწინაურა
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 3-1 მეშახტე. ზედიზედ მეორე გამარჯვება, ზედიზედ მეორე მარცხი...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 0-1 იბერია 1999. ლიდერი ისევ გაიქცა...
"ბაიერნი" - პსჟ. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
ფოდენი რჩება - ინგლისელი "სიტისთან" ახალ კონტრაქტს გააფორმებს
პირადი კონტრაქტი შეთანხმდა - ალისონი "ლივერპულიდან" წასვლაზე ერთ ნაბიჯშია
გადაწყვეტილება მიღებულია - "ნაპოლი" "მანჩესტერ იუნაიტედიდან" ჰოილუნს გამოისყიდის
ინტერესი გრანდების მხრიდან - რამუშმა შესაძლოა, პსჟ დატოვოს
სასტარტოში არ იქნება - მბაპე "ელ კლასიკოს" სათადარიგოთა სკამიდან დაიწყებს
ინტერესი MLS-იდან - სალაჰს კარიერის გაგრძელების ბევრი ვარიანტი აქვს
"დააფასეთ არტეტა" - ანრიმ "არსენალის" მწვრთნელს გაწეული სამუშაო მოუწონა
"პსჟ-ს სუსტი დაცვა ჰყავს - ფინალის ბილეთს მოვიპოვებთ" - ბავარიელები გამარჯვებაში დარწმუნებული არიან
სნეიდერი: "არსენალი" და "ატლეტიკო" მოედნიდან უნდა გაეყვანათ - "ბაიერნი" - პსჟ ფინალია
"არსენალი" ფინალშია - ვინ იქნება ლონდონელთა მეტოქე?
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 1-1 რუსთავი. ვინ დაკარგა და ვინ იშოვა?
ბასილაშვილი რომის მასტერსის ძირითად ბადეში ითამაშებს
კომპანი: პენალტების სერიაში დარტყმას არავის დავაძალებთ
ლუის ენრიკე: ერთი გოლის უპირატესობა არაფერს ნიშნავს
"არსენალის" მეტოქეს "კვარა" დიდწილად განსაზღვრავს - ჰაკიმის გარეშე
ქალთა ლიგის მე-4 ტური - პოკერი და დაძაბული ბრძოლა ჩემპიონატის სტარტზე
სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილება მსაჯის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე
ქობულეთის "შუქურა" გიორგი დარასელიამ ჩაიბარა
"თუ ხვიჩა "რუბინში" ამას გააკეთებდა, "ნაპოლიში" არავინ წაიყვანდა" - გია გურული კვარაცხელიას შესახებ
შუქურა-დილა 0:0 - მარტო ბრძოლა რომ კმაროდეს...
"ყველაფერი იქითკენ მიჰყავთ, რომ ხობის "კოლხეთი" დახურონ" - მეგრული კლუბი ხობის მერიასთან აქციას მართავს
ეროვნული ლიგა. VIII ტურის წინ: როცა ყველა ფავორიტია
"არ ვართ ისეთი პროფესიონალები, საკუთარ თავს მაქსიმუმი რომ მოვთხოვოთ"
ალენ ჟირესი: "ოქროს ბურთი" მესის არ უნდა მოეგო
ხობის "კოლხეთის" კაპიტანმა "მეშახტეს" ფეხბურთელი სიკვდილს გადაარჩინა [VIDEO]
ალენ ჟირესმა მალის ნაკრები დატოვა
გიორგი ლომაია: ჩავთვალე, რომ კარიერის დასრულების დრო იყო
როინ ონიანი ფეხბურთიდან გააცილეს
დავით ხოჭოლავა და დონეცკის "შახტარი"? რეალურია!
Daili Mail: ჟოზე მოურინიო დიდ ფეხბურთს დაუბრუნდება - 8 ოქტომბრის დაიჯესტი
საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი კოსოვოს უთავკაცებს
"ჯვაროსნების" ყოფილმა მწვრთნელმა ტუნისის ნაკრები ჩაიბარა
ეროვნული ლიგა. VI ტურის წინ: ტურიც უფავორიტო და სეზონიც