"მილუოკიმ" ამჯერად დასავლელი "საკრამენტო" დაამარცხა
ზაზა ფაჩულიას გუნდის მორიგი გამარჯვება. "მილუოკიმ" ამჯერად დასავლელი "საკრამენტო" დაამარცხა. მატჩი მილუოკიში გაიმართა და მასპინძელთა 8-ქულიანი გამარჯვებით - 111:103 დასრულდა.

ტრავმისგან მობრუნებულ ქართველ ცენტრს სათამაშო დრო გაეზარდა. ფეხის კუნთის დაჭიმულობის გამო ზაზამ 6 მატჩი გამოტოვა და წინა შეხვედრაში, "ბრუკლინთან" 16 წუთი ითამაშა. დღევანდელ შეხვედრაში კი ფაჩულია უკვე 26 წუთით გავიდა მოედანზე და გამარჯვებაში თავისი წილი დაიდო.

ზაზა სასტარტოში არ ყოფილა. ძირითადში ცენტრის პოზიციაზე თამაშს ჯერჯერობით აგრძელებს ჯონ ჰენსონი, რომელიც ურიგოდ არ ირჯება. მან "საკრამენტოსთან" 22 წუთი ითამაშა და 12 ქულა და 5 დაფარება მიითვალა. რაც შეეხება ფაჩულიას, ქართველმა ცენტრმა 10-დან 4 ორქულიანი ჩააგდო და მთლიანობაში 8 ქულა, 6 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 პასი ისე მიითვალა, ბურთი არ დაუკარგავს.

"მილუოკი" ნელ-ნელა უახლოვდება "ვაშინგტონს", რომელსაც 33 მოგება და 21 წაგება აქვს და დასავლეთ კონფერენციის ცხრილში მე-5 ადგილზეა. მილუოკელებს 30 მოგება და 23 მარცხი აქვთ და დასავლეთში მე-6 ადგილზე იმყოფებიან.

მომდევნო მატჩი ფაჩულიას გუნდს 20 თებერვალს, შინ "დენვერ ნაგეთსთან" ელის.

წყარო: gbf.ge

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
"ეს პსჟ-ს მიერ "ლივერპულის" ნამდვილი ხოცვა-ჟლეტა იქნება!" - ირწმუნება საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
"არა რუსულ კანონს - ჩვენ უკეთესები უნდა ვიყოთ" - ქართველი სპორტსმენები ქვეყნის ევროპულ მომავალს უჭერენ მხარს
"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ