ყოფილი ფეხბურთელი თავის კარიერაზე,აწმყოსა და მომავლზე

ორი წელია, რაც სანდრო იაშვილმა ფეხბურთს თავი დაანება. ბოლო წლების საქართველოს ერთ-ერთი უნიჭიერესი თავდამსხმელი ამბობს, რომ მიზეზი წელის ტრავმა გახდა.

"ბოლოს საჩხერის "ჩიხურაში" ვთამაშობდი, მაგრამ წელი ისე ძალიან მტკიოდა, გამაყუჩებელიც არ მშველოდა, ნორმალურად ვერც ვვარჯიშობდი და ვერც ვთამაშობდი. ტკივილები ჯდომის დროსაც მქონდა. ფეხბურთში დარჩენის აზრი ვეღარ დავინახე", - ამბობს იაშვილი.

3 იანვარს ის 30 წლის გახდა. წესით, ასეთ ასაკში ფეხბურთელი ბუცებს ლურსმანზე არ უნდა ჰკიდებდეს. მაგრამ...

"კარიერის ადრეულად დასრულებაზე იმანაც იმოქმედა, რომ "ჩიხურას" შემდეგ არავინ შემხმიანებია. არადა, მაშინ 27 წლის ვიყავი. მეც არავინ შემიწუხებია. არადა, თამაში მენატრება, თუმცა... უკვე 30 წლის ვარ და დაბრუნების აზრს ვერ ვხედავ.

ახლა ტკივილები აღარ მაწუხებს. მაგრამ მოედანს რომ დავუბრუნდე და ვარჯიში დავიწყო, შესაძლოა, წელმა ისევ შემაწუხოს. ან რომ დავიწყო, სად წავიდე? რომ ვთამაშობდი, მაშინ არავის ვახსოვდი. ეტყობა, არავისთვის საინტერესო აღარ ვიყავი და თავისთავად მოხდა, თამაში რომ დავასრულე. რას ვიზამთ, ასეც ხდება".

იაშვილი ჯერ კიდეც ფიქრობს, რა საქმიანობას მიჰყოს ხელი:

"ახლა ვზივარ სახლში... დრო მთლიანად ოჯახს დავუთმე და ვფიქრობ, რა გზას დავადგე - გადაწყვეტილების მიღება მიჭირს. მხოლოდ ის ვიცი, რომ ფეხბურთში უნდა დავკავდე. შეიძლება, ვისწავლო და მწვრთნელობა დავიწყო.

მე ფეხბურთში ჟინი დამრჩა და მინდა, ეს ჟინი რამენაირად გამოვიყენო. მაგრამ ჯერ სწავლაა აუცილებელი. ამ საქმეში ბევრს ნიშნავს გადმოცემის უნარი, სიმშვიდე, გაწონასწორებული ხასიათი...

მწვრთნელი, რომელიც ვარჯიშზე პირადი პრობლემებით და გაღიზიანებული მიდის, ვერავის ვერაფერს ასწავლის. ასე ბავშვებს კი არ გაზრდი, დაღუპავ. უდიდესი პასუხისმგებლობაა და კარგი დაფიქრება მჭირდება, მიღირს თუ არა მწვრთნელად მუშაობა".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სსე
სანდრო გულშემატკივრებს ისევ უყვარხარ, წარმატებები გქონდეს პირად ცხოვრებაში.
ნიკა
მისი ასეთი წარუმატებელი კარიერა მხოლოდ და მხოლოდ მისივე ბრალია. ამას ნიშნისმოგებით არ ვწერ, გულისტკივილით ვწერ. მისმა სიზარმაცემ და ხასიათმა დაამარცხა მისი კარიერა, სამწუხაროა
hiugo555
სირაქლემას პოზაში,ფეხბურთის მესვეურები ვითომ ვერ ხედავენ თუ რატომ არის ქართული ფეხბურთი ამ დღეში.დიახ არც ფეხბურთელებში აღმოჩდენ ვაჟკაცები ვინც სიმართლეს იტყვის.არადა 19 წლამდე მსოფლიო დონის ფეხბურთელები არიან. გრცხვენოდეთ ყველას. მე დილეტანტი ვიტყვი სიმართლეს.(თუ არ შეგრცხვებათ) მოაცილეთ ყველა ფეხბურთს მიტმასნილი მედროვეები.შეცვალეთ ახლებით და ისიამოვნეტთ ქართული ფეხბურთის დიდებით.(სადაც ოფლს ღვრის ახალგაზრდობა და მწვრთნელები)
hiugo555
სირაქლემას პოზაში,ფეხბურთის მესვეურები ვითომ ვერ ხედავენ თუ რატომ არის ქართული ფეხბურთი ამ დღეში.დიახ არც ფეხბურთელებში აღმოჩდენ ვაჟკაცები ვინც სიმართლეს იტყვის.არადა 19 წლამდე მსოფლიო დონის ფეხბურთელები არიან. გრცხვენოდეთ ყველას. მე დილეტანტი ვიტყვი სიმართლეს.(თუ არ შეგრცხვებათ) მოაცილეთ ყველა ფეხბურთს მიტმასნილი მედროვეები.შეცვალეთ ახლებით და ისიამოვნეტთ ქართული ფეხბურთის დიდებით.(სადაც ოფლს ღვრის ახალგაზრდობა და მწვრთნელები)
vep1963
სამწუხაროდ კიდევ ერთი დაკარგული ტალანტი.საკუთარ თავს დააბრალე.მაგრამ ამით ქართველებს რა .
mussa
2001 წელს 17წლამდელთ ევროპის ჩემპიონატზე უფრო მეტი გოლი გაიტანა ვიდრე რუნმა და რონალდომ ერთად აღებული...
ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
სანდრო კობახიძე: მამაჩემმა რომ გაიგო, ფეხბურთზე სიარული ამიკრძალა
ეროვნული ლიგა. პლეი-ოფი: "ჩიხურა" - "სამგურალი" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XVI ტური. "მერანი" - "ჩიხურა" [LIVE]
"ჩიხურამ" ძალიან ლამაზი გოლითა და მეკარის სასწაული "სეივებით" მოიგო [VIDEO]
"საქართველო არაჩვეულებრივი ქვეყანაა" - ჰამზიჩი ეროვნულ ლიგას უბრუნდება
საჩხერის "ჩიხურას" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს!
[ოთხშაბათის საკითხავი] ჩვენი არაბა
ეროვნული ლიგა. XVII ტური. "ჩიხურა"-"დინამო თბ" [LIVE]
[ოთხშაბათის საკითხავი] რას გვასწავლის ისტორია?
ვინ თქვა, კახეთში ფეხბურთი არ უყვართო?! თელავში გუნდი ფეხბურთელებმა აღადგინეს
გიორგი ქვილითაია: არც ვიცი, დავიჯერო თუ არა?..
სპორტრეტი. ლევან ყენია - ნიჭი, ძამიკო, ნიჭი...