"დეტროიტთან" მატჩში კობიმ 17 ქულა მოაგროვა და კარიერის მანძილზე მოპოვებული ქულებით დომინიკ უილკინსს გაუსწრო
"ლოს ანჯელეს ლეიკერსის" მცველი კობი ბრაიანტი NBA-ს ისტორიაში ყველაზე შედეგიანი მოთამაშეების ათეულში მოხვდა. 2011 წლის 5 იანვრის ღამეს "დეტროიტ პისტონზთან" მატჩში ბრაიანტმა 17 ქულა მოაგროვა და კარიერის მანძილზე მოპოვებული ქულებით დომინიკ უილკინსს გაუსწრო. კარიერის მანძილზე ბრაიანტმა საერთო ჯამში 26671 ქულა მოაგროვა.

32 წლის ბრაიანტი NBA-ში 1996 წლიდან გამოდის (ყველა სეზონი "ლეიკერსში" ჩაატარა). ამ დროის განმავლობაში მცველმა 1056 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ თამაშში 25.3 ქულა მოაგროვა. თუ ბრაიანტი თამაშში საშუალოდ 23.5 ქულის მოპოვებას განაგრძობს და რეგულარული ჩემპიონატის დარჩენილ ყველა 47 მატჩს გამართავს, 2010/11 წლის სეზონის ბოლოს მის ანგარიშზე 27863 ქულა იქნება და NBA-ს ისტორიაში საუკეთესო სნაიპერების სიაში მეექვსე ადგილზე გადავა.

კარიერის მანძილზე მოგროვებული ქულების მიხედვით ლიდერთა სამეულს ქარიმ აბდულ ჯაბარი (38387 ქულა), კარლ მელოუნი (36928 ქულა) და მაიკლ ჯორდანი (32292 ქულა) ადგენენ.

"ლეიკერსმა'' NBA-ს 35 მატჩში 24 გამარჯვება მოიპოვა. ბრაიანტის გუნდი დასავლეთ კონფერენციაში "იუტა ჯაზთან" მესამე-მეოთხე ადგილებს იყოფს.

მომზადებულია nba.com-ის მიხედვით

"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"რაც მთავარია, ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა" - ლებრონ ჯეიმსი ბოლოდროინდელ სკანდალს გამოეხმაურა
რამდენიმე საათში, რაც თანაგუნდელმა ვადაგასულ რძეს შეადარა - კრისტაპს პორზინგისმა კალათბურთელის კარიერა დროებით შეაჩერა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს