მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელის თქმით, კლუბს ახალი ფეხბურთელების შეძენის თავი სეზონის ბოლომდე არ ექნება
"რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ აღწერა სიტუაცია, რომელშიც მადრიდული კლუბი გონსალო იგუაინის დიდი ხნით გამოკლების გამო ჩავარდა და განაცხადა, რომ "სამეფო კლუბი" ახალი ფეხბურთელების ყიდვას არ აპირებს.

"მე მხოლოდ ერთი ცენტრალური თავდამსხმელი - ქარიმ ბენზემა მყავს და ხვალ ის ითამაშებს, სხვა არჩევანი არ მაქვს.

ალვარო მორატა ჯერ მზად არ არის იმისთვის, რომ მთავარი გუნდის სასტარტო შემადგენლობაში ითამაშოს. ის ჩვენთან ვარჯიშობს. ახლა საჭიროა დავეხმაროთ, რომ მოუმატოს და კარგ მოთამაშედ ჩამოყალიბდეს.

თუ უცბად ბენზემაც დაგვიშავდა, თამაშის სხვა სისტემაზე გადავალთ. ძაღლის და კატის ისტორიას დავუბრუნდებით (რომლის მიხედვითაც, თუ მხოლოდ კატა გყავს, სანადიროდ კატით უნდა წახვიდე, მაგრამ უკეთესი იქნებოდა, თუ ძაღლით წავიდოდით) და საერთოდ უთავდამსხმელოდ ვითამაშებთ. "ლევანტეს" წინააღმდეგ ქარიმი ითამაშებს.

ახალი მოთამაშეების გამოჩენის განსაკუთრებული იმედი არ მაქვს. ორიოდე დღის წინ კლუბის პრეზიდენტს ვესაუბრე, მაგრამ ვერაფერს მივაღწიე. სერიოზული ხარჯების შემდეგ, რომელიც გუნდმა წინა წელს გასწია, კლუბი კიდევ ერთი თავდამსხმელის ყიდვის სურვილით არ იწვის. სიტუაცია რთულია, მაგრამ ხელფასს იმისთვის მიხდიან, რომ იმ ფეხბურთელებით, რომლებიც მყავს, მაქსიმალურ შედეგს მივაღწიო.

ბევრი შესანიშნავი ფეხბურთელი გვყავს, მაგრამ სამწუხაროდ, მხოლოდ ერთი ცენტრალური ფორვარდი - ქარიმ ბენზემა. ამას უნდა შევეგუოთ და წუწუნის ნაცვლად უნდა ვიმუშაოთ. მესმის, რომ საუბარი შესაძლო ტრანსფერებზე იანვრის ბოლომდე გაგრძელდება, სანამ სატრანსფერო ფანჯარა ღიაა, მაგრამ ჩვენ სეზონს იმ მოთამაშეებით ჩავამთავრებთ, რომლებიც ამჟამად გვყავს.

მოდით დავანებოთ თავი იგუაინს, მას ისედაც უჭირს. ფეხბურთელი ყოველთვის განიცდის, როცა თამაში არ შეუძლია. სხვა მოთამაშეებმა კი მსგავს სიტუაციაში თავიანთი სასარგებლოობა უნდა დაამტკიცონ. მათ ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ როდესაც მაისის გადამწყვეტი მატჩების წინ იგუაინი მწყობრში ჩადგება, ჩვენი დახმარება შეეძლოს. მე ეს უკვე გავიარე ჯონ ტერის შემთხვევაში "ჩელსიში". არ ვარ ილუზიების ქვეშ, რომ იგუაინი უფრო ადრე, მარტში ან აპრილში დაუბრუნდება მოედანს.

რაც შეეხება ჭორებს ლასანა და მამადუ დიარების შესაძლო წასვლის შესახებ, ისინი ორივე გვჭირდება. ძალიან მომწონს ლასანა დიარა, მინდა რომ დარჩეს, მაგრამ მე ასეთი ფილოსოფია მაქვს, რომ თითოეულ მოთამაშეს თავის ფასი გააჩნია", - აცხადებს მოურინიო.

კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
იქნება თუ არა როდრი "ელ კლასიკოში" - ფლიკმა ესპანელ ფეხბურთელზე ისაუბრა
[VIDEO] ჯერ საუცხოო გოლი გაიტანა, მერე თანაგუნდელის გამო იჩხუბა - იამალის ბენეფისი და "ბარსელონას" მორიგი გამარჯვება
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...