კიდევ ერთი თურქი, რომელმაც გერმანია აირჩია

როგორც იქნა, „ნიურნბერგის“ ნიჭიერმა ნახევარმცველმა ილქაი გიუნდოგანმა საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო: ის უარს ამბობს თურქეთის ეროვნულ ნაკრებში თამაშზე და მომავალშიც გერმანიის ღირსებას დაიცავს. თურქები ყველაფერს აკეთებდნენ საიმისოდ, რომ 20 წლის ტალანტი გადაებირებინათ, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწიეს. ამრიგად, მეჰმეთ ექიჩისგან განსხვავებით, რომელიც გერმანიაში დაბადებული და გაზრდილია, მაგრამ თურქეთის ნაკრებში თამაში მოისურვა, გიუნდოგანმა უპირატესობა გერმანიას მიანიჭა.

„წარმოშობით თურქი ვარ, მაგრამ გერმანიაში გავიზარდე და ამ ქვეყნის სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებში ვთამაშობდი.

შესაბამისად, მიმაჩნია, რომ ეროვნული ნაკრებიც გერმანიისა უნდა ავირჩიო. სამწუხაროა, რომ ჩემი მეგობარი მეჰმეთი სხვანაირად მოიქცა და ერთ ნაკრებში ვერ ვითამაშებთ, მაგრამ ეს მისი გადასაწყვეტი იყო, მე კი თავს უფრო გერმანელად მივიჩნევ“, - უთხრა გიუნდოგანმა „ბილდს“ და იქვე დასძინა, რომ გადაწყვეტილების გერმანიის სასარგებლოდ მიღება მასაც გაუჭირდა.

თურქები კი გერმანიაში აღზრდილ ტალანტებზე ნადირობას აგრძელებენ და გიუნდოგანის უარის მერე, მიზანი „ფრაიბურგის“ ფეხბურთელ იომერ ტოპრაკისკენ მიმართეს. თურქეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გუუს ჰიდინკი მას რამდენჯერმე პირადად დააკვირდა. ტოპრაკის გარდა, თურქები „ჰამბურგის“ ნიჭიერ თავდამსხმელ თუნაი თორუნს და „კიოლნის“ ნახევარმცველ თანერ იალჩინსაც უმიზნებენ.

40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
19-წლამდელებმა შესარჩევში ასპარეზობა სან-მარინოსთან გამარჯვებით დაასრულეს
შერმადინის "ტენერიფემ" ევროთასის მატჩი "ტელეკომს" თურქეთში დრამატულად მოუგო
ისევ საფრანგეთში, მაგრამ მე-3 ლიგაში - ბენ იედერი სამშობლოში დაბრუნდა
პრობლემა დე ლაურენტისის მოთხოვნაა - დე ბრუინს "ნაპოლიდან" წასვლა უნდა
"ეს უბრალოდ ფარსია!" - კასანომ რონალდინიო კარიერის განახლების გამო გააკრიტიკა
"არანაირი პრობლემა არ იქნება" - სკალონი მესის სამწვრთნელო შტაბში შესაძლო გაწევრიანებაზე
უკრაინასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
U17. საქართველოს ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის A ლიგაში გავიდა
საქართველოს ნაკრებმა პირველი ვარჯიში თბილისი არენაზე გამართა
216 სანტიმეტრი სიმაღლის ცენტრით - ჯიკიჩმა ნოემბრის სანაკრებო მატჩებისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
ერლინგ ჰოლანმა შესაძლოა, ზაფხულში "სიტი" დატოვოს
დვალიშვილის თხოვნის შემდეგ, უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანაგუნდელები აბუ-დაბის ციხიდან გაათავისუფლეს
[VIDEO] "ილიასთან მთელი ცხოვრების გატარება მინდოდა... ურთიერთობის გაგრძელება ამას ნიშნავდა" - თოფურიას ყოფილმა მეუღლემ საჯაროდ განქორწინებაზე პირველად ისაუბრა
რომელუ ლუკაკუმ 33 წლის ასაკში სანაკრებო კარიერა დაასრულა
მილევსკიმ უკრაინა ანდორას დონეზე დააყენა და ჩვენ უფრო ცუდ დღეში მოგვიხსენია - მაშინ სადაა საქართველოს ნაკრები?!
რამოსი კვლავ ლა ლიგაში? - ლეგენდარულ ესპანელს ახალი ვარიანტი აქვს
მესი კვლავ არგენტინის ნაკრებში და უკვე სხვა როლით? - ლეოს ახალი წინადადება აქვს
წლის რჩეული მამაკაცი - საფრანგეთში ამ პრიზის მფლობელი კვარაცხელია გახდა
ოფიციალურად: "კრისტალ პალასს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
"ყველაზე სამწუხარო, შენი სასოწარკვეთის ეს დონეა" - ბასილაშვილის პასუხი იმ ადამიანს, რომელმაც გარიგებულ მატჩებში დაადანაშაულა