მორიგი ფერადკანიანი მენეჯერი პრემიერლიგაში
ქპრ-ს მმართველმა ტონი ფერნანდესმა "ნიუკასლის" პრეზიდენტს მაიკ ეშლის მიჰბაძა და დროებითი მწვრთნელი გუნდის სრულფასოვან თავკაცად დანიშნა.

თავის მხრივ, ჯონ კარვერს მიჰბაძა კრის რემზიმ და ადრევე განაცხადა, "ქუინზ პარკ რეინჯერსს" სიამოვნებით ჩავიბარებდი დიდი დროით, ვფიქრობ, ამისთვის მზად ვარო. იგი პოსტზე სეზონის ბოლომდე დარჩება, მაგრამ ქპრ-ს უფროსობის თქმით, არის შანსი, რომ პოსტზე მუშაობა ამის მერეც გააგრძელოს, ეს შედეგებზე იქნება დამოკიდებული.

52 წლის რემზი გუნდში ლეს ფერდინანდმა მიიყვანა, რომელმაც იგი "ტოტენჰემში" გაიცნო, რემზი "დეზების" აკადემიაში 10 წელი მუშაობდა. მართალია, "ქუინზ პარკის" პრეზიდენტი "საოცნებო მწვრთნელზე" საუბრობდა და ამბობდა, შეთანხმებასთან ახლოს ვართო, მაგრამ ალბათ მოლაპარაკება ვერ შეძლო და მისი ფავორიტი კანდიდატი ვერ დააინტერესა. ბრიტანულმა პრესამ გადაწყვიტა, რომ ეს კანდიდატი მიქაელ ლაუდრუპი გახლდათ.

"დარწმუნებული ვარ, კრისს სრული მხარდაჭერა ექნება. იგი გუნდის მომავალში დიდ როლს შეარულებს, რომელ პოსტზეც არ უნდა მუშაობდეს. მჯერა, იგი ჩვენი მიზნის მიღწევაში დაგვეხმარება და პრემიერლიგაში ადგილს შეგვანარჩუნებს" - თქვა ფერდინანდმა.

ტონი ფერნანდესი: "კრისს აქვს შანსი ძალიან დიდი ხნით დარჩეს პოსტზე. რასაკვირველია, არაფრის გარანტია არ არსებობს, მაგრამ ვფიქრობ, იგი ჰარი რედნაპის შეცვლას ღირსეულად შეძლებს ".

რემზის დანიშვნა იმითაც არის საინტერესო, რომ იგი ფერადკანიანია. ალბათ, გახსოვთ, რომ არც ისე დიდი ხნის წინ, ინგლისში ახალი ტალღა გახლდათ აგორებული ფერადკანიანთა ერთგვარ ჩაგვრასთან და "შენიღბულ რასიზმთან" დაკავშირებით - ძალიან ცოტა ფერადკანიანი ინიშნება მწვრთნელებადო.

რემზის ასისტენტი კევინ ბონდი იქნება, ხოლო მეკარეების მწვრთნელი - კევინ ჰიჩკოკი. ამ სამეულს მეთვალყურეობას ფერდინანდი გაუწევს და თავის აზრს ფერნანდესს მოახსენებს ხოლმე.

"ქუინზ პარკმა" ფერი დაკარგა

ლეროი ფერის ტრავმა სერიოზული გამოდგა და იგი გუნდს 10 კვირით გამოაკლდება. არადა, 25 წლის ჰოლანდიელი ფორმაში იყო, მან "სანდერლენდთან" პირველი გოლი გაიტანა, მაგრამ იმავე მატჩში დაშავდა.

"ქუინზ პარკმა" დაკარგა აღმასრულებელი დირექტორი ფილიპ ბირდიც, რომელიც გუნდში ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი კადრი გახლდათ და ქპრ-ში ამ პოსტზე სამ-წელიწადნახევარი იმუშავა. მან გადადგომის შესახებ დაწერა განცხადება, როგორც ჩანს, გარკვეულ კონფლიქტს ჰქონდა ადგილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] ბარკოლას კურიოზული აცილება და მუნიოსის ეფექტური გოლი - "ლივერპულმა" კაცნაკლულ "ბრენტფორდს" თამაში შემოუტრიალა
"მათ ეს ტიტულები დაიმსახურეს" - ენრიკემ "სიტის" ფინანსურ სკანდალზე ისაუბრა
"მის სანაცვლოდ ამ თანხას არასდროს გადავიხდიდი" - პეტი ბარკოლას "ლივერპულში" ტრანსფერზე
"სტრასბურგთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ვოლფსბურგთან" წააგო
"ბრენტფორდთან" მატჩში ირაოლამ სასტარტოში მაინც ალისონი დააყენა
ფრანგულმა კლუბმა სექსისტური სკანდალის ფონზე სპორტული დირექტორი გაათავისუფლა
"ახლა ჩემი პრიორიტეტი მეუღლე და შვილებია" - კარვახალმა "ხეტაფეში" გადასვლის მიზეზი განმარტა
[PHOTO] მამარდაშვილი დღეს ძირითადიდან დაიწყებს? - ქართველის გამოქვეყნებულმა ფოტომ "ლივერპულის" ფანებში დისკუსია გამოიწვია
მარკოიშვილი "გალათასარაის" მთავარი მწვრთნელია
კვერნაძეს გატანილი არ ჩაუთვალეს, არც პენალტი დაუნიშნეს - "ფროზინონემ" "სასუოლოს" მოუგო
ლოჩოშვილის "კიოლნი" "აინტრახტთან" დამარცხდა
იეგოიანის "ექსელსიორმა" ისევ წააგო
ქვილითაია შეცვლაზე შევიდა - "ჰოლშტაინი" "ჰერტას" ფრედ ეთამაშა
"შავი ლომი" | ბრონკანის სადებიუტო რაზმი ჩელენჯ თასზე
"შავი ლომი" | ლუკა ცირეკიძე მოსამზადებელ ეტაპსა და მომავალ შეხვედრაზე
პსჟ მზადაა "ბარსელონას" მცველში 70 მილიონზე მეტი გადაიხადოს
22 წლის მცველი "ბარსელონას" დატოვებას აპირებს
ხვიჩა-ფერანი ერთდოულად - "მამარდას" მოლოდინი და სხვა მატჩები
სალაჰმა ისტორიული მიღწევა დააფიქსირა
"თუ რამე პრობლემა აქვს, ადრესატი მოძებნოს" - სპალეტიმ საკუთარი გუნდის ფეხბურთელზე ისაუბრა
"რა სირცხვილია, დიეტოლოგი დაიქირავე!" - თურქეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ლუკაკუ გააკრიტიკა
"კალათბურთი მაღალ დონეზე ესმის" - ოსტინ რივზმა სანდრო მამუკელაშვილზე ისაუბრა
რედნაპი ავარიის შემდეგ მკვდარი ეგონათ, ექიმმა ზეწარიც გადააფარა; ის გადარჩა, ყნოსვა დაკარგა და სახის ტიკი დარჩა
არველაძისა და "აიაქსის" სამართლებრივ დავაზე ვერდიქტი მალე გამოცხადდება
"ნაპოლი" ფავორიტთა შორისაა - რედნაპის აზრით, "პარტენოპეის" ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია
ქპრ: რემზიმდე და რემზისთან ერთად
დევიდ მოიესი: მეტ გოლს გპირდებით [VIDEO]
ᓰᓝᓚᓐᓜᓓᓘᓐ-ᓩᓘᓚᓔ 2:0 - ᓛᓐᓥᓡᓘᓛᓐᓚᓣᓠᓘ "ᓝᓠᓐᓜᓘᓔ"
რედნაპი: თუ გნებავთ, გიჟი მიწოდეთ, მაგრამ მინდა "ლივერპული" ჯერარდმა ჩაიბაროს
ᓰᓝᓚᓐᓜᓓᓘᓐ-ᓩᓘᓚᓔ 2:0 - ᓔᓡᓔᓪ ᓠᓔᓖᓔᓠᓕᓘᓡ ᓫᓐᓚᓐ [VIDEO]
ფეხბურთელები, რომლებმაც "რეალშიც" და "ბარსელონაშიც" ითამაშეს [PHOTO]
73 წლის რედნაპმა შეიძლება ნიგერიის ნაკრები ჩაიბაროს
კრის რემზის "ქუინზ პარკის" გაწვრთნა უნდა
"ბებერი ევროპა" მეთხუთმეტე ჩემპიონის მოლოდინში
ამბავი, თუ როგორ არ შედგა მესისა და გვარდიოლას ტრანსფერები "ხეტაფეში"
ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე შეცვალეს - "უოტფორდი" "ქუინზ პარკთან" დამარცხდა
ჩაკვეტაძის მეექვსე საგოლე პასი - "უოტფორდმა" ისევ წააგო [VIDEO]
ჰარი რედნაპი: ბეილი ბუცების თასმებსაც ვერ იკრავს
ჩაკვეტაძის გარეშე - "უოტფორდმა" სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა
ჩაკვეტაძის კარგი მატჩი და "უოტფორდის" ფრე "ქუინზ პარკთან" [VIDEO]
აუტსაიდერული ისტორია: ყოფნა-არყოფნა? პასუხი ბენტეკეზეა
ეს ჯერ ჟურნალია! ფეხბურთის სკანდალური ისტორიები Football Leaks-ისგან
ჰოლანდიის ნაკრებს გრეგორი ვან დერ ვილი გამოაკლდა
"კრისტალ პალასს" ჯოი ბარტონის ყიდვა სურს
"ტუხელი გერმანიის ჯაშუშია?" - ინგლისში ნაკრების მწვრთნელით უკმაყოფილოები არიან
ჰოლანდიურ-გერმანული თრილერი