ლიგეტისა და შიფრინის ტრიუმფი ბივერ კრიკში
ამერიკის კურორტ ბივერ კრიკში მსოფლიოს ჩემპიონატზე გასათამაშებელი დარჩა მედლების ერთი კომპლექტი - მამაკაცებს შორის სლალომში, მანამდე კი გაიხარეს ადგილობრივმა გულშემატკივრებმა.

მას შემდეგ, რაც ლინდსი ვონმა ჩააგდო ჩქაროსნული დისციპლინები, დაგეგმილი ოქროები აიღეს სხვა მასპინძლებმა - ტედ ლიგეტიმ და მიკაელა შიფრინმა.

ლიგეტი ისტორიაში შევიდა, რადგან პირველი მამაკაცი მოთხილამურეა, ვინც ზედიზედ სამჯერ მოიგო მსოფლიოს ჩემპიონატის ოქრო გიგანტურ სლალომში. არადა, პირველი ცდის შემდეგ ტედი 0.24 წამით ჩამორჩებოდა ავსტრიელ მარსელ ჰირშერს, მაგრამ მეორე დაშვებისას იდეალური იყო და ორი ცდის ჯამში 0.45 წამით აჯობა უახლოეს კონკურენტს. ჰირშერი ვერცხლს დასჯერდა, ხოლო ფრანგი ალექსის პინტურო ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

ჩემპიონატის ბოლოსწინა დღეს ქალები ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს სპეციალურ სლალომში და აქ წარმატებით დაიცვა ორი წლის წინ მოპოვებული ტიტული 19 წლის ამერიკელმა მიკაელა შიფრინმა. ის მესამე ქალი მოთხილამურეა ისტორიაში, ვინც ამ დისციპლინაში ზედიზედ ორი ოქრო აიღო. ბოლოს ეს 1997 წელს შეძლო ლეგენდარულმა იტალიელმა დებორა კომპანიონიმ.

შიფრინმა ორი ცდის ჯამში 34 მეასედი წამით აჯობა შვედ ფრიდა ჰანსდოტერს. მესამეზე გავიდა ჩეხი სარკა სტრახოვა. ამ მოთხილამურეს დიდ ტურნირებზე კონცენტრაციის არნახული უნარი აქვს. ჩეხი მსოფლიოს თასის ეტაპებზე არასოდეს ბრწყინავდა, სამაგიეროდ, მსოფლიოს ჩემპიონატებზე მეოთხე მედალი მოიპოვა, აგრეთვე ბრინჯაო აქვს მოგებული 2010 წელს ვანკუვერის ოლიმპიადაზე.

ორი ოქროს მოგების შემდეგ ზედიზედ მეორე სტარტი ჩააგდო სლოვენიელმა ტინა მაზემ, რომელიც ყველა დისციპლინაში აპირებდა მედლის აღებას. სლალომში მსოფლიოს თასის ლიდერმა მხოლოდ მერვე აჩვენა.

გიგანტური სლალომი

კაცები

1. ტედ ლიგეტი (აშშ) - 2:34.16; 2. მარსელ ჰირშერი (ავსტრია) - +0.45; 3. ალექსის პინტურო (საფ) - +0.88; 4. ფელიქს ნოიროიტერი (გერ) - +1.10; 5. მატს ოლსონი (შვედ) - +1.23; 6. რობერტო ნანი (იტა) - +1.41; 7. ვიქტორ მიუფა-ჟანდე (საფ) - +1.55; 8. ფლორიან აისატი (იტა) - +1.77; 9. ტიმ ჯიტლოფი (აშშ) - +1.88; 10. ფილიპ შერგოფერი (ავსტრია) - +2.12...

სლალომი

ქალები

1. მიკაელა შიფრინი (აშშ) - 1:38.48; 2. ფრიდა ჰანსდოტერი (შვედ) - +0.34; 3. სარკა სტრახოვა (ჩეხმჭ) - +0.77; 4. ვერონიკა ზუზულოვა (სლოვაკ) - +0.94; 5. კატრინ ცეტელი (ავსტრია) - +1.02; 6. ერინ მიელზინსკი (კან) - +1.50; 7. კარმენ ტალმანი (ავსტრია) - +2.04; 8. ტინა მაზე (სლოვენ) - +2.48; 9. ნასტასია ნოენსი (საფ) - +2.69; 10. მარი-მიშელ განიონი (კან) - +2.93...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სილქნეტის მხარდაჭერით, საქართველოს თასის ბაკურიანის ეტაპი დიდველის ტრასაზე ჩატარდება
სილქნეტის მხარდაჭერით საქართველოს თასის გათამაშების მეოთხე ეტაპი გუდაურში გაიმართება
ფიგურულ სრიალში ქართულმა წყვილმა გრან პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
სათადარიგო ლოჩოშვილი და "კიოლნის" მარცხი "ბაიერთან"
გაფრინდაშვილის გმირობა და რუსთავის ზედიზედ მე-4 გამარჯვება
იეგოიანის სრული მატჩი და "ექსელსიორის" მორიგი წარუმატებლობა
დავითაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სენტ-ეტიენმა" "ლავალს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 2-0 სამგურალი. დამსახურებული გამარჯვება, ბრძოლა გრძელდება!
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
[VIDEO] საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
მეტელკინა-ბერულავას და დევისი-სმოლკინის წყვილების ვერცხლის მედლები ჩინეთის გრან პრიზე
საქართველოს ნაკრებმა კანადას დიდი ანგარიშით სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 3-2 დინამო (ბთ). ასკურავას გოლი-შედევრი - ლიდერი შეუჩერებელი აღარ არის
კვერნაძე შეცვალეს - "ფროზინონეს" წაუგებელი სერია შეწყდა
გულიაშვილი შეცვლაზე შევიდა - "რასინგმა" "მალაგას" სძლია
ქვილითაიას ერთი ტაიმი - "ჰოლშტაინი" "არმინიასთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-3 ტორპედო. გამარჯვებულებს არ ასამართლებენ, მაგრამ ერთი კითხვა მაინც უნდა დავსვათ...
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალშია!
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
დეშამმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე უარი განაცხადა
"მსგავსი გიგანტების მენტალიტეტის გაგება უჭირთ" - ხაბიბმა რონალდოს შესახებ ემოციური პოსტი გამოაქვეყნა
18 წ. | 1/4-ფინალში პოლონეთთან
კრიშტიანო რონალდოს ვაჟი პორტუგალიის 17-წლამდელთა ნაკრებში პირველად გამოიძახეს