კლუბების მფლობელები მყარი მაქსიმალური სახელფასო ზღვრის დაწესებას ითხოვენ

ESPN-ის ჟურნალისტებმა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კლუბების მფლობელებისა და მწვრთნელების, აგრეთვე აგენტების არაოფიციალური გამოკითხვა ჩაატარეს და გაარკვიეს, რომ მომავალ სეზონში მოთამაშეთა გაფიცვა გარდაუვალია. ამასთან, ერთ-ერთი კლუბის მფლობელმა ლოკაუტის ალბათობას ასპროცენტიანი უწოდა.

როგორც ESPN წერს, კლუბების მფლობელები მყარი მაქსიმალური სახელფასო ზღვრის დაწესებას ითხოვენ, როგორც ეს ჰოკეის ეროვნულ ლიგაშია.

"ჩვენ განვიხილავთ კლუბების მფლობელების ბოლო წინადადებას და მოვითხოვთ დღეს არსებული სისტემის შეცვლას. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ მოთამაშეებს სავსებით აწყობთ მიმდინარე სიტუაცია", - განაცხადა NBA-ის კომისარმა დევიდ სტერნმა.

დალასმა ჩენდლერი მიიღო

"შარლოტ ბობკეტსმა" და "დალას მავერიქსმა" გუშინ გაცვლა განახორციელეს, რომელშიც ხუთი მოთამაშე იყო ჩართული. "კოვბოებმა" ორი ცენტრი - ტაისონ ჩენდლერი და ალექსის ახინკა დაიმატეს, მათ სანაცვლოდ კი "შარლოტის" მიმართულებით სამი კალათბურთელი გაუშვეს - ცენტრი ერიკ დამპიე და ფორვარდები მეტ კეროლი და ედუარდო ნახერა.

სავარაუდოდ, "შარლოტი" დამპიეს ტრანსფერზე დააყენებს. ამ კალათბურთელის ხელფასი 2010-11 წლების სეზონში 13 მილიონ დოლარს უდრის.

ჯეფერსონი იუტას დარჩა

"მინესოტა ტიმბერვულვზმა" მძიმე ფორვარდ ელ ჯეფერსონის "იუტა ჯაზში" გაშვება გადაწყვიტა. ამის სანაცვლოდ "მგლებმა" მომავალი წლის დრაფტის პირველ რაუნდში ორი მოთამაშის არჩევის უფლება და ბერძენი ცენტრი კოსტას კუფოსი მიიღეს.

ჯეფერსონი 2009 წელს მიღებულ მუხლის ტრავმამდე საშუალოდ 23.1 ქულასა და 11 მოხსნას აგროვებდა, შარშანდელ სეზონში კი მისი სტატისტიკა 17.1 ქულასა და 9.3 მოხსნას შეადგენდა.

იგლაუსკასი ისევ ლებრონის გვერდით იქნება

თითქმის გადაწყვეტილია ლიტველი ცენტრის ჟიდრუნას ილგაუსკასის "მაიამი ჰიტში" გადასვლა. 35 წლის კალათბურთელი, რომელმაც 14 სეზონი გაატარა "კლივლენდის" შემადგენლობაში, ერთწლიანი კონტრაქტის სანაცვლოდ 1.4 მილიონ დოლარს მიიღებს.

ასე რომ, ილგაუსკასი და ლებრონ ჯეიმსი ამჯერად "მაიამის" შემადგენლობაში ითამაშებენ ერთად, რის გამოც "მეფემ" თავისი ვებგვერდის საშუალებით კმაყოფილება გამოთქვა.

ჰარინგტონი დენვერში გადავიდა

ESPN-ის ცნობით, "დენვერ ნაგეტსმა" ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა ფორვარდ ელ ჰარინგტონთან, რომელსაც თავისუფალი აგენტის სტატუსი ჰქონდა. კონტრაქტის ღირებულება 34 მილიონ დოლარს შეადგენს.

"დენვერმა" შეძლო "დალასისა" და "ნიუ ჯერსის" წინადადების გადაფარვა. სავარაუდოდ, ჰარინგტონი სასტარტო შემადგენლობაში კენიონ მარტინს შეცვლის, რომელიც მორიგი ოპერაციის შემდეგ აღდგენით კურსს გადის.

"ნიუ იორკში" ფორვარდის საშუალო მაჩვენებლები 17.7 ქულასა და 5.6 მოხსნას უდრიდა.

სან ანტონიომ სპლიტერი გაიფორმა და მაინმი გაუშვა

ოფიციალურად გამოცხადდა, რომ ბრაზილიელი ცენტრი ტიაგო სპლიტერი მომავალი სეზონიდან "სან ანტონიო სპურსში" გააგრძელებს კარიერას. სამწლიანი კონტრაქტის თანახმად ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე 11 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.

აგრეთვე ცნობილი ხდება, რომ "სან ანტონიო" "დალასში" გაუშვებს ფრანგ ცენტრ იან მაინმის, პრესამ ჯერ ვერ გაარკვია რა კომპენსაციას მიიღებს "სპურსი" ამ კალათბურთელის სანაცვლოდ.

მაინმი "სან ანტონიოში" 2007 წელს "პო ორტეზიდან" გადავიდა. შარშან მისი სტატისტიკური მონაგარი 3.9 ქულასა და 2.0 მოხსნას უდრიდა.

რეი ალენი სელტიქსში დარჩა

როგორც მოსალოდნელი იყო, "ბოსტონ სელტიქსმა" შეინარჩუნა ვეტერანი მცველი რეი ალენი, რომელიც გასული სეზონის შემდეგ თავისუფალი აგენტი გახდა. ახალი კონტრაქტი ორწლიანია და ალენის ხელფასი სეზონში 10 მილიონი დოლარი იქნება.

ალენი, რომელსაც ამ კვირას 35 წელი უსრულდება, 28-ე ადგილზეა NBA-ში ქულების რაოდენობით. ამ მაჩვენებლით ის მეხუთე პოზიციას იკავებს მოქმედ კალათბურთელებს შორის.

ბრაიანტი ბელს ეპატიჟება

"ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ლიდერი კობი ბრაიანტი პირადად შეხვდება მცველ რაჯა ბელს, რომელსაც კალიფორნიელთა რიგებში გადასვლას უწინასწარმეტყველებენ.

ბელის თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს და ამჟამად რამდენიმე კლუბის შეთავაზებას განიხილავს. "ლეიკერსის" გარდა, ეს გუნდებია - "დალასი", "სან ანტონიო" და "მაიამი".

"ლეიკერსის" ხელმძღვანელობას წლიური ხელფასის სახით მხოლოდ 1.8 მილიონის შეთავაზება შეუძლია ბელისთვის.

ეს კალათბურთელი ბრაიანტის ერთ-ერთ ყველაზე პრინციპულ ოპონენტად მიიჩნეოდა. მაგალითად, 2006 წლის პლეი ოფის მატჩში მათი დაპირისპირება კინაღამ ხელჩართული ჩხუბით დასრულდა.

კიდევ ერთი თურქი ლიგაში

მომავალი სეზონიდან ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში კიდევ ერთი თურქი კალათბურთელი ითამაშებს. ეს გახლავთ 24 წლის ცენტრი ომერ აშიქი, რომელმაც კონტრაქტი გააფორმა "ჩიკაგო ბულზთან".

აშიქმა ბოლო ოთხი სეზონი "ფენერბაჰჩეში" გაატარა და ორჯერ ითამაშა "ყველა ვარსკვლავის მატჩში".

სკოლა ევროპაში დაბრუნებაზე ფიქრობს

თავისუფალი აგენტი ლუის სკოლა, რომლის გაფორმებით "ნიუ ჯერსი" და მისი ყოფილი კლუბი "ჰიუსტონი" არიან დაინტერესებული, ევროპაში დაბრუნების შესაძლებლობასაც განიხილავს. "ბებერ კონტინენტზე" 30 წლის არგენტინელს ორი კლუბი იწვევს, რომელთა შორის ერთ-ერთია ბერძნული გრანდი - "პანათინაიკოსი".

გარდა ამისა, ათენური კლუბი NBA-დან კიდევ ორი კალათბურთის გადაბირებას აპირებს: ესპანელ მცველ რუდი ფერნანდესსა ("პორტლენდი") და არგენტინელ ანდრეს ნოჩიონის ("ფილადელფია").

[VIDEO] მამუკელაშვილის 20 წუთი - სანდრომ "ლეიკერსის" მაისურით პირველად ითამაშა
"პატარა გოგოს ჰგავს" - NBA-ის ყოფილმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა
"კარიერის დასრულება?" - კარიმ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა