მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი კიკბოქსინგში ირაკლი ღვინჯილია მოსკოვში ფულის მოპარვის გამო დააკავეს
მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი კიკბოქსინგში ირაკლი ღვინჯილია მოსკოვში ფულის მოპარვის გამო დააკავეს.

შემთხვევა ქართულ ქუჩაზე, Грузинский Вал-ზე მდებარე კაფე "შოკოლადნიცაში" მოხდა, სადაც ღვინჯილიამ ერთ-ერთ კლიენტს 70 000 რუბლი მოპარა.

რუსული წყაროების ცნობით, აღნიშნული ფაქტი 4 იანვარს მოხდა და სამართალდამცველებს საქმის გამოსაძიებლად თვეზე მეტი დასჭირდათ.

კაფეში მყოფმა კლიენტმა, რომელიც ერთ-ერთი კომერციული კომპანიის დირექტორია, პოლიციას შეატყობინა კოსტიუმის ჯიბიდან 70 000 რუბლის დაკარგვის გამო.

ღვინჯილიამ ჩადენილი დანაშაული აღიარა და განაცხადა, რომ თანხა საკუთარი საჭიროებისათვის უკვე დახარჯა და პატრონს ვერ დაუბრუნებდა. პოლიციამ გაითვალისწინა სპორტსმენის აღიარებითი ჩვენება და ის გაუსვლელობის ხელწერილით სასამართლომდე გაათავისუფლა.

1986 წელს თბილისში დაბადებული კიკბოქსინგის სპორტის ოსტატი და რუსეთის კიკბოქსინგის ფედერაციის წევრი ირაკლი ღვინჯილია, მეტსახელად "მამლუქი", თავიდან საქართველოს ნაკრებში ვარჯიშობდა და საქართველოს არაერთგზის ჩემპიონიც იყო, თუმცა მერე რუსეთის სახელით გამოსვლა არჩია. 2004 წელს მან პირველად მოიპოვა K-1 ვერსიით კიკბოქსინგში მსოფლიო ჩემპიონის წოდება და ეს შედეგი კიდევ სამჯერ გაიმეორა.

araperi
არც შენი ერი არ უნდა შეარცხვინო მსოფლიოს 4გზის ჩემპიონმა კაცმა არც არა-ჩემპიონმა მაგრამ მოპარვა ხო კაიკაცობაა ჩვენში
irakli
შეცვალეთ სურათი. შეცდომით დავით ქირიას სურათი გაქვთ ატვირთული. ეს ადამიანი არის არაჩვეულებრივი მებრძოლი და 2014 წლის ზაგრების ლეგენდარული ბრძოლოს გმირი. ასე რომ პატივი ეცით მას და სხვის დანაშაულს ნუ დააბრალებთ.
archil
ფული ეშმაკსაც შეაცდენსო გამიგონია და ამისთვის კაცი არ უნდა მოკლა როცა დანაშაულს აღიარებს.
MIDI MOADE
კაი უქნია......ჭირდებოდა და რა ექნა....
ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"