მემფისში იაპონელმა იმარჯვა
გასულ კვირას მამაკაცებსაც ორი ტურნირი ჰქონდათ. ძალიან მოინდომეს როტერდამის ტურნირის ორგანიზატორებმა. ხშირად არ ხდება, რომ "ATP 500"-ის კატეგორიის შეჯიბრებაზე ამდენი სახელოვანი ჩოგბურთელი შეიკრიბოს. ენდი მარეი, ტომაშ ბერდიხი, მილოშ რაონიჩი, სტენ ვავრინკა, გრიგორ დიმიტროვი - მართლაც შესანიშნავი შემადგენლობაა.

მთავარი ფავორიტი მარეი მეოთხედფინალში გამოეთიშა ბრძოლას - ჟილ სიმონთან დამარცხდა. ფრანგმა შესანიშნავი ჩოგბურთი აჩვენა, თავად ენდი კი საკუთარი 27 უნებლიე შეცდომის მსხვერპლი გახდა.

ტომაშ ბერდიხმა არ გაიმეორა მარეის შეცდომები და სიმონს მხოლოდ სამი გეიმი მისცა. როტერდამის ტურნირის შარშანდელმა გამარჯვებულმა მაღალი დონის ჩოგბურთი აჩვენა, მაგრამ ფინალი მისთვის გადაულახავი ბარიერი აღმოჩნდა.

სტენ ვავრინკა გვიან გაიხსნა პროფესიულ ტურში. ამიტომაც ხანდახან გასაკვირია მისი უცნაური მიღწევები. შეიძლება ეს დაუჯერებლად ჟღერს, მაგრამ შვეიცარიელს აქამდე არ მოეგო "ATP500"-ის ტურნირი. ისე გამოვიდა, რომ სტენმა კარიერაში ჯერ "დიდი სლემის" ჩემპიონატი მოიგო, შემდეგ "მასტერსზე" გაიმარჯვა და მხოლოდ ახლა დაიპყრო "ხუთასიანი" ტურნირი.

ვავრინკას როტერდამში მძიმე ბადე შეხვდა - გზად რთული მეტოქეები ეღობებოდნენ. მეორე სეტში შეხვდა გილერმო გარსია ლოპესს, რომელთანაც ყოველთვის უჭირდა თამაში - ესპანელმა ერთი სეტი აიღო, მაგრამ ამჯერად მეტი ვერ მოახერხა. ამის შემდეგ ტაი-ბრეიკების დრო დადგა. იოლი მეტოქე არ აღმოჩნდა ჟილ მიულერი - ლუქსემბურგის საუკეთესო სპორტსმენმა ერთი ბრეიკიც კი აიღო, მაგრამ ვავრინკამ პირველი სეტის ტაი-ბრეიკზე მოგების შემდეგ მეორეში თავიდან აიცილა ზედმეტი ნერვიულობა.

მილოშ რაონიჩთან ნახევარფინალში ბრეიკები არ ყოფილა. კანადელმა "ეისმენმა" მაღალ დონეზე ითამაშა, 15 ეისი ჩააწოდა და საერთო ჯამში, ბევრით არ ჩამორჩებოდა მეტოქეს. მეორე სეტის ტაი-ბრეიკზე შესამჩნევი უპირატესობა კანადელს ჰქონდა. მილოშმა ორი სეტბოლი მიიღო და ერთ-ერთ გათამაშებაში დომინირებდა კიდეც, მაგრამ ბადესთან გასულმა წარმატებით ვერ დაასრულა შეტევა. საბოლოოდ, შვეიცარიელი ორ სეტში ჩაეტია - ტაი-ბრეიკი 9:7 დასრულდა.

პირად შეხვედრებში ფინალამდე ვავრინკა 10:5-ს უგებდა ბერდიხს. ბოლო ხუთი მატჩი შვეიცარიელს ჰქონდა მოგებული. სერია როტერდამში გაგრძელდა. პირველ პარტიაში მოქმედი ჩემპიონი ბრწყინვალედ აწვდიდა. ბრძოლა, ძირითადად, ვავრინკას მოწოდებაზე მიდიოდა.

ჩეხს ერთი ბრეიკი ეყო სეტის მოსაგებად. მეორე სეტის სტარტზე ბერდიხს წინ გასვლის რეალური შანსი ჰქონდა და სწორედ ამ მომენტში მოხდა თამაშში გარდატეხა. ტომაშმა საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანა, ვავრინკამ კი რამდენიმე რთული გეიმი გადაარჩინა და მეტოქის ჩავარდნას დაუდარაჯდა. ჩეხი დიდი ხნით ამოვარდა რიტმიდან. მან წააგო მეორე სეტი და მესამეში ორი ბრეიკით დაწინაურების საშუალება მისცა შვეიცარიელს - 4:1.

ბერდიხის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ბრძოლა არ შეწყვიტა და ერთი დაკარგული გეიმი დაიბრუნა, სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, მაგრამ მატჩი მაინც ვერ გადაარჩინა. ვავრინკამ გადამწყვეტ მომენტში მატჩზე კარგად ჩააწოდა.

ასე რომ, ვავრინკამ ATP-ში ერთგვარი კოლექცია შეაგროვა. სხვათა შორის, მას აქამდე დარბაზში ტიტული არ ჰქონდა მოგებული. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ვავრინკა საკმაოდ გვიან გაიხსნა პროფესიულ ტურში. სტატისტიკოსებმა ერთი საინტერესო დეტალი აღმოაჩინეს: ბოლო 14 თვის განმავლობაში შვეიცარიელმა უფრო მეტი ტიტული მოიგო (5), ვიდრე კარიერის პირველ 11 წელს (4).

კიდევ ერთი ტურნირი მამაკაცთა ტურში ამერიკის ქალაქ მემფისში იმართებოდა. წინა ორ წელს აქ იაპონელი კეი ნიშიკორი იმარჯვებდა და აზიელმა არ დაარღვია ტრადიცია. ნიშიკორი ბოლომდე ოპტიმალურ ფორმაში ვერ შეხვდა ტურნირს და ფინალამდე ყველა შეხვედრაში სამი სეტის ჩატარება მოუწია, თან მეტოქეები არც ისე ძლიერები იყვნენ - რაიან ჰარისონი, ოსტინ კრაიჩეკი და სემ კუერი. ყველაზე ახლოს კეის დამარცხებასთან ეს უკანასკნელი იყო, მაგრამ 27-მა ეისმა მაინც ვერ უშველა და წააგო მესამე სეტის ტაი-ბრეიკზე.

საბოლოოდ, ფინალში პირველ ორ ნომრად განთესილი ჩოგბურთელები შეხვდნენ ერთმანეთს. ნიშიკორის უპირისპირდებოდა სამხრეთაფრიკელი კევინ ანდერსონი. ამჯერად, ნიშიკორი ორ სეტში ჩაეტია - 6:4, 6:4. იაპონელმა თითქმის იდეალურად გამოიყენა ბრეიკ-პოინტები (4-დან 3) და სეზონში პირველი, კარიერაში კი მერვე ტიტული მოიგო.

როტერდამი (ჰოლანდია)

ფინალი

სტენ ვავრინკა (შვეიც, 4)-ტომაშ ბერდიხი (ჩეხ, 3) 4:6, 6:3, 6:4.

მემფისი (აშშ)

ფინალი

კეი ნიშიკორი (იაპ, 4)-კევინ ანდერსონი (ს. აფრ, 2) 6:4, 6:4.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

უდიდესი სენსაცია პარიზში - ალკარასმა ნორისთან წააგო
[PHOTO] პირველი ქალი ჩოგბურთელი, რომელმაც მკერდი გაიდიდა - ფრანგმა გოგონამ მიზეზი ახსნა
სენსაციებით დატვირთული დღე შანხაიში - ტურნირს რამდენიმე ვარსკვლავი ერთიანად გამოეთიშა
ოფიციალურად - სპალეტი "იუვენტუსის" მწვრთნელია
WU17 | ბოსნია და ჰერცეგოვინა 2:1 საქართველო
ყველაფერი ოზემპიკზე: გამოყენება, შედეგები და გვერდითი მოვლენები
პედრი თბილისში ვერ ჩამოვა
[VIDEO] წიტაიშვილის კარგი მატჩი და "მეცის" მოულოდნელი გამარჯვება "ლანსთან"
10:9 პენალტების სერიაში - კიტეიშვილის "შტურმი" მეოთხედფინალში გავიდა
"ლორიენთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"კვარაცხელიას მარჯვენა ფლანგზე დაყენება ლუის ენრიკეს პრობლემური სიჯიუტეა" - ფრანგი ჟურნალისტი
"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს
უეფა-ს კომიტეტის სხდომას ლევან კობიაშვილმა უხელმძღვანელა
დე ბრუინს ბელგიაში ოპერაცია გაუკეთეს
"რეალს" "ტოტენჰემის" მცველის დამატება სურს
უპირებენ თუ არა გათავისუფლებას სლოტს - ფაბრიციო რომანო "ლივერპულის" მწვრთნელის მომავალზე
"რეალთან" წაგების შემდეგ – "ბარსელონას" უჩვეულო გეგმა ფინანსურ სარგებელამდე
[VIDEO] დიდი შერიგება და სიყვარული - ვინისიუსის და ვირჯინიას ამ კადრებს 10 მილიონზე მეტი მოწონება აქვს
უდიდესი სენსაცია პარიზში - ალკარასმა ნორისთან წააგო
[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" სეზონს მაგრად იწყებს - "უორიორსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა
შენგელიას 11 ქულა და "ბარსას" მე-4 გამარჯვება ევროლიგაზე
სპალეტი "იუვენტუსს" უახლოვდება - "ნაპოლის" ყოფილი მწვრთნელი საქმეში მალე დაბრუნდება
[VIDEO] "გინდა, ვიჩხუბოთ?!... გასახდელში გავიდეთ!" - იამალისა და ვინისიუსის კონფლიქტის დეტალები
უიმბლდონი. 1/4-ფინალები: მსოფლიო კიდევ ერთ საჩოგბურთო კლასიკას იხილავს [VIDEO]
ლონდონი: სტენ ვავრინკა არ დაინდეს
უიმბლდონი. I დღე: ვავრინკა უკვე შინ წავიდა
ბარსელონა: ცხრაგზის ნადალი
US OPEN 2016 დიდი მატჩების კაცი
მელბურნში სერენა უილიამსიც არ იქნება
ვარსკვლავები ბრუნდებიან - ავსტრალიის ღიაზე ენდი, ნოვაკი და სტენი ითამაშებენ
ფინალებში სტენ ვავრინკა ყველაზე მაგარია
ავსტრალიის ღია პირველობა: თავიდანვე ბრძოლაში
ინდიან უელსის "მასტერსი": როცა მარეი არ არის...
US OPEN 2016. X დღე: ო, კეი ნიშიკორი!
US OPEN 2016: ჯოკოვიჩი და ვავრინკა გადაიკვეთნენ