გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს თბილისის "დინამოს" "დნიპროს" ქართველი ნახევარმცველის, სანდრო კობახიძის შეძენა სურს
გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს თბილისის "დინამო" დნეპროპეტროვსკის "დნიპროს" ქართველი ნახევარმცველის, სანდრო კობახიძის შეძენით დაინტერესდა.

თბილისელთა ახალ ხელმძღვანელებს კობახიძისადმი ინტერესი მართლაც ჰქონდათ, მაგრამ სანდროს "დნიპროსთან" აქვს ურთიერთობა გასარკვევი და საეჭვოა, უკრაინელებმა საქართველოში გამოუშვან. ამაზე სანდროს კომენტარიც მეტყველებს.

- მართალია, რომ თბილისის "დინამოში" ბრუნდები?

- დღემდე "დნიპროს" საკუთრება ვარ და კლუბი არ მიშვებს. ამდენად, "დინამო" იქნება დაინტერესებული თუ სხვა რომელიმე კლუბი, მოლაპარაკებას აზრი არ აქვს.

- შეკრებას დნეპროპეტროვსკელებთან ერთად გაივლი?

- "დნიპროს"? არა მგონია. უფრო სავარუდოა, სხვა უკრაინულ კლუბში გამანათხოვრონ და იქ მოვემზადო.

- ისევ "კრივბასში"?

- ალბათ, არა. ჯერ არც უთქვამთ, სად გამიშვებენ. "დნიპროს" პრეზიდენტმა მითხრა, ჩამოდი, დავილაპარაკოთო და ველოდები, რას შემომთავაზებს.

- "კრივბასში" თამაშს რატომ გამორიცხავ?

- იმიტომ რომ მთავარ მწვრთნელ იური მაქსიმოვთან ურთიერთობა ამერია და დაბრუნება არ უნდა. ეს "დნეპრის" პრეზიდენტმაც იცის. კაცს ქართველების გაგონება არ სურს და სკამზე დასაჯდომად ხომ არ მივაკითხავ?

- და თუ უკრაინაში კლუბის მოძებნა გაგიჭირდა, საქართველოში დაბრუნებაზე უარს იტყვი?

- მე არც ვამბობ, რომ საქართველოში არ ვითამაშებ. თუ დნეპროპეტროვსკელები იჯარით გამომიშვებენ, ჩვენს რომელიმე ლიდერ კლუბში სიამოვნებით დავბრუნდები, ოღონდ ვითამაშო და ფორმა აღვიდგინო. მაგრამ ჯერ კონკრეტული შეთავაზება საქართველოშიც არ მაქვს, რადგან იციან, რომ საკითხი უკრაინელებთან არის შესათანხმებელი.

"დინამოში" დნეპროპეტროვსკელთა კლუბის ქართველთაგან მხოლოდ კობახიძე არ აინტერესებდათ - სანდო ამბავია, რომ 31 დეკემბერს დიღმის ბაზაზე მოსალაპარაკებლად ეროვნული, ახალგაზრდული ნაკრებებისა და "დნიპროს" თავდამსხმელი ბექა გოცირიძეც მიიწვიეს, მაგრამ მერე ბაზაზე აღარ უნახავთ. კობახიძის მსგავსად, ბექაც ბოლო დროს "კრივბასში" იჯარით თამაშობდა.

როგორც ჩანს, "დინამოს" ხელმძღვანელები ახალ ფეხბურთელებთან მოლაპარაკებების გამჟღავნებას არ აპირებენ. ფაქტია, რომ მოლაპარაკება იყო, გოცირიძე და კობახიძე კი მას საჯაროდ მაინც უარყოფენ.

- ბექა, შენთვის "დინამოს" შეთავაზება საინტერესოა?

- "დინამოსთან" მოლაპარაკება არც დამიწყია, ამას აზრიც არ აქვს.

- დიღმის ბაზაზე მოსალაპარაკებლად ხომ იყავი?

- გეუბნებით, "დინამოში" ჩემს გადმოსვლაზე ლაპარაკი უადგილოა, რადგან ვეკუთვნი "დნიპროს", რომელიც არსად მიშვებს.

- ანუ შეკრებაზე დნეპროპეტროვსკელებს გაჰყვები?

- არა მგონია. ჯერ არ ვიცი, ახალი წლიდან რომელ გუნდში ჩავირიცხები. გარკვეული პრობლემებია მოსაგვარებელი და ყველაფერი მალე გადაწყდება. ისე არ გაიგოთ, თითქოს "დინამოში" თამაშს ვუკადრისობ, პირიქით, ამ კლუბის ფორმას სიამოვნებით მოვირგებდი, მაგრამ ახლა ამაზე ლაპარაკი არასწორი იქნება.

ერთი ექსკლუზიური ინფორმაცია: "დნიპრომ" თბილისის "დინამოს" კობახიძის საფასურად 800 ათასი დოლარი, გოცირიძეში კი მილიონი ევრო მოსთხოვა, ანუ იმდენივე, რამდენიც მათში, შესაბამისად, თბილისის "დინამოსა" და "ზესტაფონს" გადაუხადეს.

და კიდევ: ორივე ფეხბურთელს კონტრაქტში უწერია, რომ საქართველოში მათ მხოლოდ "ზესტაფონში" გაანათხოვრებენ.

"ზესტაფონი" და "დნიპრო" დიდი ხნის პარტნიორები არიან. ზოგი იმასაც ამტკიცებს, რომ კიევის "დინამოს", "დნიპროს", კიევის "არსენალისა" და კრივოი როგის "კრივბასის" მფლობელ ცნობილ უკრაინელ ბიზნესმენ იგორ კოლომოიცკის "ზესტაფონის" დაფუძნებასთანაც ჰქონდა კავშირი. ჩავთვალოთ, რომ ეს ჭორია, მაგრამ "დნიპრო" და "ზესტაფონი" პარტნიორები მაინც არიან და საეჭვოა, დნეპროპეტროვსკელებმა ქართველი პარტნიორის კონკურენტს გაძლიერებაში ხელი შეუწყონ.

zhilina
საინტერესოა, რატომ ემართებათ ეს ყველაფერი მხოლოდ ქარტველებს? იქნებ ეს არასწორი სატრანსფერო პოლიტიკის ბრალია და მეტი არაპერი... ასე არ სშეიდზლება ბიჭები ხომ ცოდოები არიან? დროა საქარტველოს პფეხბურტის ფედერაციამ სათანადოდ იზრუნოს ამ პრობლემაზე!!!
ტრეზეგე: კვარაცხელიას ყველაფერი აქვს, რათა მომავალში "ოქროს ბურთი" მოიგოს
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე