ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი. I მატჩი
"პარკ დე პრენსზე" ძველმა ნაცნობებმა - "პარი სენ-ჟერმენმა" და "ჩელსიმ" მოიყარეს თავი და არა მარტო მოიყარეს, არამედ თავური დარტყმებით გაცვალეს კიდეც თითო გოლი.

"სტემფორდ ბრიჯზე" ჩასვლის წინ 1:1 ყველაზე დამამშვიდებელი და საიმედო ანგარიში ნამდვილად არ არის და ლონდონელები წყვილში ფავორიტებად რჩებიან, მაგრამ საფრანგეთის დედაქალაქში მათ ძალიან გაუჭირდათ. ეს, მიუხედავად იმისა, რომ მასპინძელთა რამდენიმე ფეხბურთელი ექიმებმა ბოლო წამს ჩააყენეს მწყობრში, რამდენიმე კი სულაც არ იყო.

პირველ რიგში, ის გამოვარჩიოთ, რომ ლორან ბლანს ტიაგო მოტა არ ჰყავდა და საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე მან დავიდ ლუისი დააყენა, ექსჩელსელი, რომელსაც ყოფილი გუნდის რიგებში ვხედავდით ხოლმე ხშირად ნახევარდაცვის ცენტრში. სხვათა შორის, ბრაზილიელმა რამდენჯერმე იუხეშა, მაგრამ ბარათს გადაურჩა. ისე, მატჩი ცოტა უხეში გამოვიდა, გუნდებმა 20-20-ჯერ დაარღვიეს თამაშის წესი.

ჟოზე მოურინიოს შემადგენლობა ძირითადი და საბრძოლო გახლდათ. ნახევარდაცვის ცენტრი პორტუგალიელმა მშრომელი რამირესით დაამძიმა, რომელიც ნემანია მატიჩს შეუწყვილა, ხოლო ფაბრეგასი წინ წასწია. ამას შეეწირა ოსკარი, რომელიც შეცვლაზე შემოვიდა, ისევე, როგორც ფრანგი თავდამსხმელი ლოიკ რემი და გუნდის ახალწვეული ხუან კუადრადო.

მოუ ბოლო დროს კურტ ზუმას ენდობოდა და გარი კეჰილი არასტაბილურად ჩატარებული თამაშების გამო სათადარიგოთა სკამზე ხვდებოდა ხშირად, მაგრამ ლიგაზე მწვრთნელი მაინც უფრო გამოცდილ კეჰილს ენდო და არც შემცდარა.

პსჟ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდა, რაშიც თუნდაც სტატისტიკაც დაგარწმუნებდათ, თვალს რომ გადაავლებდით. ციფრები ამ შემთხვევაში არ იტყუებიან. თუმცა ანგარიში სტუმრებმა გახსნეს, როდესაც სტანდარტულისას შეტევა მეორე ტემპით გააგრძელეს და მცველებმა ერთმანეთში საოცარი კომბინაცია გაათამაშეს - ჯონ ტერიმ ჩააწოდა, კეჰილმა ქუსლით შესანიშნავად აუგდო ბურთი ბრანისლავ ივანოვიჩს და სერბმაც მოძრაობის საწინააღმდეგოდ დაურტყა სალვატორე სირიგუს.

თუ სტატისტიკაში ჩახედვა გეზარებათ, მაინც გეტყვით, რომ "ჩელსიმ" კარისკენ სულ 2-ჯერ დაარტყა, ზუსტად კი ერთადერთხელ დაარტყა და ისიც გაიტანა. პარიზელებმა მეტოქის კარისკენ 14-ჯერ გაისროლეს, მაგრამ მცდელობების მიუხედავად, მხოლოდ გათანაბრება მოახერხეს - ბლეზ მატუიდიმ ედინსონ კავანის ბურთი თავზე დაასვა, ურუგვაელს გატანა აღარ გასჭირვებია.

პსჟ-ჩელსი 1:1

გოლები: 0:1 ივანოვიჩი (36), 1:1 კავანი (54)

პსჟ (4-3-3): სირიგუ - ვან დერ ვილი, ტიაგო სილვა, მარკინიოსი, მაქსველი - ვერატი, დავიდ ლუისი, მატუიდი - ლავესი (81. პასტორე), კავანი, იბრაჰიმოვიჩი

ჩელსი (4-2-3-1): კურტუა - ივანოვიჩი, კეჰილი, ტერი, ასპილიკუეტა - რამირესი, მატიჩი - ვილიანი (79. კუადრადო), ფაბრეგასი (83. ოსკარი), აზარი - დიეგო კოშტა (82. რემი)

გაფრთხილება: ვან დერ ვილი, ვერატი - ივანოვიჩი, ფაბრეგასი

კუთხური: 7-1 ჯარიმა: 20-20 თამაშგარე: 1-0 კარში დარტყმა: 14(6)-2(1) ბურთის ფლობა: 50%-50%

მაყურებელი: 45 369

საპასუხო მატჩი 11 მარტს გაიმართება.

"კმარა პსჟ-ს და "სლოვანის" მატჩის ყურება" - რიოლო ჩემპიონთა ლიგის რეფორმას მოითხოვს
"ეს დამცირებაა" - რა თქვა "ლანსის" მწვრთნელმა "კომოსთან" 1:9 განადგურების შემდეგ
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
"არსებობდა დაუწერელი წესი, თუ ვარჯიშზე მესისთან ახლოს მიხვიდოდი..." - კუკურელიამ "ბარსელონაში" გატარებული პერიოდი გაიხსენა
"მეტოქეს პატივს ვცემთ, თუმცა ჩვენი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ, რაც შეეხება მბაპეს..." - კვარაცხელიამ "რეალთან" მატჩის წინ კომენტარი გააკეთა
"ელექტრულად მოძრავი, მეტოქის კოშმარი" - უცხოური სპორტული მედია ხვიჩა კვარაცხელიაზე
"იცოდა, რომ პსჟ-ზე ჰკითხავდნენ და დაიმალა" - როტენმა მბაპე გააკრიტიკა
[PHOTO] ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ ვანდამ საღამო პსჟ-ს ვარსკვლავთან გაატარა
"მომთხოვნი და პირდაპირი ვარ" - "ჩელსის" ახალმა მწვრთნელმა საკუთარი თავი დაახასიათა
"წინ დიდი გამოცდა გველოდება" - ალონსო პსჟ-სთან მატჩის წინ
როსენიორის პირველი მოთხოვნა - "ჩელსის" "ბაიერნის" მცველის დამატება სურს
[PHOTO] რა ქნას, დარდს იქარწყლებს... - მუდრიკი "სამაგალითოდ" მოქცევას აგრძელებს
"არც მესია, არც რონალდო და არც მარადონა, მაგრამ..." - არშავინმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
[VIDEO] მოდი და ნუ გაიქცევი - ჟოაო პედროს კუკურეიას დაცვა, კინაღამ ძვირად დაუჯდა
[VIDEO] ჰავერტცმა ყოფილ გუნდს გაუტანა - "არსენალი" ინგლისის თასის ფინალში ითამაშებს