სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" 17 თებერვალს ფიდეს ვაჟთა გრან პრის მესამე ეტაპის მესამე ტურის პარტიები გაიმართა

ამას წინათ ვეიკ-აან-ზეეს დიდ საერთაშორისო ტურნირში წარუმატებლად ითამაშა ქართველმა დიდოსტატმა ბაადურ ჯობავამ.

ეტყობა, იგი ფსიქოლოგიური წნეხიდან ჯერაც ვერ გამოსულა, რასაც მოჭადრაკე ვაჟთა ფიდეს მსოფლიო გრან პრის გათამაშებაც მოწმობს, რომელსაც თბილისში სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტი" მასპინძლობს.

გუშინ, მესამე ტურში ჯობავა თეთრი ფიგურებით რუს დიმიტრი იაკოვენკოს დაუპირისპირდა.

ქართველ დიდოსტატს მე-11 სვლამდე ნორმალური პოზიცია ჰქონდა. მომდევნო 11 სვლაში იმდენი შეცდომა დაუშვა, რომ 22-ე სვლაზე საათი გააჩერა და მეტოქეს გამარჯვება მიულოცა. სამ ტურში ორი მარცხი და ერთი ყაიმი ნამდვილად არ არის სახარბიელო შედეგი, მაგრამ ქომაგები იმედოვნებენ, რომ ჯობავა ბოლოს და ბოლოს ირწმუნებს საკუთარ შესაძლებლობებს და ძალების მობილიზებას შეძლებს.

გუშინ მესამე ტურის დანარჩენი პარტიები ასე დამთავრდა: პიოტრ სვიდლერი (რუსეთი) - ტეიმურ რაჯაბოვი (აზერბაიჯანი) 0,5:0,5, მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი (საფრანგეთი) - ლენიერ დომინგესი (კუბა) 0,5:0,5, რუსტამ კასიმჯანოვი (უზბეკეთი) - ანიშ გირი (ჰოლანდია) 0,5:0,5, დმიტრი ანდრეიკინი (რუსეთი) - შაჰრიარ მამედიაროვი (აზერბაიჯანი) 0:1, ევგენი ტომაშევსკი (რუსეთი) - ალექსანდრ გრიშჩუკი (რუსეთი) 1:0.

სამი ტურის შემდეგ: ტომაშევსკი - 2,5, მამედიაროვი იაკოვენკო, გირი - 2-2, კასიმჯანოვი, გრიშჩუკი, დომინგესი, რაჯაბოვი - 1,5-1,5, ვაშიე-ლაგრავი, ანდრეიკინი, სვიდლერი - 1-1 , ჯობავა – 0.5 ქულა.

მე-4 ტურში ითამაშებენ: რაჯაბოვი - იაკოვენკო, გრიშჩუკი - ჯობავა, მამედიაროვი - ტომაშევსკი, გირი - ანდრეიკინი, დომინგესი - კასიმჯანოვი, სვიდლერი-ვაშიე -ლაგრავი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
ჭადრაკი| ბაადურ ჯობავა საქართველოს ჩემპიონი მეხუთედ გახდა
ნანა ძაგნიძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე ელვისებურ ჭადრაკში ერთპიროვნულად გაიმარჯვა
11-დან 10 ქულა - ქართველი მოჭადრაკის წარმატება
ქართველი მოჭადრაკე მსოფლიო პირველობას ლიდერობს
ბაადურ ჯობავამ ლისაბონის საერთაშორისო ტურნირზე მეოთხე ადგილი დაიკავა
4 ყაიმი უძლიერეს მეტოქეებთან - ქართველი მოჭადრაკე ლიდერებში