ბრაზილიური "კურიტიბა" ქობულეთის "შუქურასთან" ალიანსს ევროპისა და აზიის ბაზარზე გასვლის იმედს უკავშირებს
ფოტოზე მარცხნიდან: ზე რაფაელი, პაულო ვიქტორი და ლუიზინიო

ცნობილია, რომ ქობულეთის "შუქურას" დირექტორი რევაზ ჩელებაძე ბრაზილიაში იმყოფება, სადაც იქაური სერია A-ს (უმაღლესი ლიგა) ბინადარ "კურიტიბასთან" პარტნიორობაზე ხელშეკრულება გააფორმა.

ამ ხელშეკრულების მიხედვით, ბრაზილიელები ქობულეთელებს ოთხ მოთამაშეს სამთვიანი იჯარით დაუთმობენ.

ჩელებაძე ამ ნაბიჯით გუნდის გაძლიერებასა და ევროპის ლიგაზე მოხვედრის მცირე იმედის რეალიზაციას ცდილობს, ბრაზილიელები კი ქობულეთის "შუქურასთან" ალიანსს ევროპისა და აზიის ბაზარზე გასვლის იმედს უკავშირებენ. "კურიტიბას" თავკაცებს ამ რწმენას "შუქურას" ხელმძღვანელის კავშირები უძლიერებს - ჩელებაძე ხომ რუსულ ბაზარს კარგად იცნობს და იქ ტრანსფერებიც არაერთხელ "გაუჩარხავს".

იხილეთ: "შუქურა" "კურიტიბას" პარტნიორი გახდა, ქობულეთში ბრაზილიელები მოდიან!

ჯერჯერობით, "შუქურას" ოთხი ახალწვეულისგან მხოლოდ სამის ვინაობა გახდა ცნობილი.

პირველია ლუის გილერმე დორნელესი, იგივე ლუიზინიო, რომელიც 22 წლისაა და ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობს.

ჟოზე რაფაელ ვივიანი, იგივე ზე რაფაელი 1993 წელსაა დაბადებული. ამპლუით ისიც ნახევარმცველია. "კურიტიბაში" 2012 წლიდან თამაშობს. 2014 წელს ბრაზილიურ "ნოვა ჰამბურგოში" გადავიდა, მაგრამ შარშან ისევ "კურიტიბას" დაუბრუნდა. თუმცა წლის განმავლობაში გუნდში მხოლოდ 3-ჯერ ითამაშა.

20 წლის პაულო ვიქტორი თავდამსხმელია. ის კლუბში შარშან ჩაირიცხა, 2012-13 წლებში კი "ატლეტიკო პარანაენსეს" 20-წლამდელთა გუნდში ირიცხებოდა.

შეგახსენებთ, რომ "შუქურამ" ბრაზილიელი სეზონის დაწყებამდეც დაიმატა - ქობულეთელებმა ლუკას და სილვას ხელშეკრულება ერთი წლით გაუფორმეს. მაგრამ გერმანიის რეგიონალლიგის "ლეხ 1896"-ში ნათამაშებმა 21 წლის ბრაზილიელმა ნახევარმცველმა იმედები ვერ გაამართლა და გაუშვეს.

ამ პროექტის ინიციატორი გოჩა ალადაშვილია, რომელმაც მსგავსი ჩანაფიქრის განხორციელება ადრე რუსთავის "ოლიმპისა" და მინსკის "დინამოში" სცადა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მედასხვა
წინასწარ ნუ ვწუხვართ,მოდი დავაცადოთ იქნებ აკინოს ჯობნიან ,როგორც ამბობენ?!
zura
ჩელებაძემ სადაც ჩვენ ქართველ "ამომავალ ვარსკვლავებს" აშოვნინა მილიონები ამათ ვერ აშოვნინებს?
თბილისი
აკინო მართლა კაი იყო, სხვა ყველა აფერისტები იყვნენ :)
hook
აფიორა.
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 0-2 იბერია 1999. ...პასუხი ფსიქოლოგებისთვის მიგვინდვია...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 3-1 სპაერი. ბოლო წერტილი ვაწაძემ დასვა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
"დაბრუნდები ისე მაგრად, როგორც დიდ ჩემპიონს ეკუთვნის!" - ნონა გაფრინდაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა
როგორ მოქმედებს SEO ოპტიმიზაცია ბიზნესის განვითარებაზე?
პსჟ კვარაცხელიას შემცვლელის შეძენას გეგმავს
საზონოვი ისევ არ ათამაშეს - "ხეტაფემ" "ლუგანოსთან" 5 გოლი გაუშვა
[VIDEO] გამარჯვებასთან რა ახლოს ვიყავით - "იბერია 1999" "მიალბისთან" ფრეს დასჯერდა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
"მიალბისთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
7-კაცა | ევროპულ თამაშებზე ოლიმპიადის საგზურისთვის
გიორგი ცხოვრებაძის ბრწყინვალე მატჩი: "ზაგრებმა" პსჟ-ს სძლია
ტონი კროოსმა ისტორიაში 5 საუკეთესო ცენტრალური ნახევარმცველი დაასახელა
დანი ალვეში: არგენტინაში ქრისტეს საქადაგებლად ჩამოვედი
"შესაძლოა "მანჩესტერ სიტის" ტატუს წაშლა მომიწიოს" - კაილ უოკერი
"ასეთი თამაში მიუღებელია" - კერიკი "კომოსთან" 1:4 მარცხის შემდეგ
"1980 წელს "მარაკანაზე" სსრკ-ის ნაკრები ბრაზილიას ვუპირისპირდებოდით და ვფიქრობდით..." - ჩელებაძემ საქართველო-პორტუგალიის მატჩის წინ სსრკ-ბრაზილიის თამაში გაიხსენა
გოჩა ალადაშვილი: ბედნიერი ვარ, რომ ბრაზილიურ კლუბში ქართველი მიმიწვიეს
გიორგი დემეტრაძე ქართულ ფეხბურთს სპორტულ დირექტორად დაუბრუნდა
რევაზ ჩელებაძე: ისტერიკა მერე ატეხონ, მანამდე კი შემეშვან!..
"გაუწევს თუ არა მამარდაშვილი კონკურენციას "ლივერპულის" მეკარეებს?" - ჩელებაძის ინტერვიუ რუსულ მედიასთან
ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "შუქურა" - "საბურთალო" [LIVE]
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
ეროვნულ ლიგაში ახლად აღზევებული ქობულეთის "შუქურა" დაშლის პირასაა
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
"შუქურას" ფანებმა ბოთლი მსაჯს ესროლეს, სიგუას მოარტყეს და ბოდიშს იხდიან [VIDEO]
რატომ ადარებს რევაზ ჩელებაძე ანანიძეს პირლოს და რის გამო გარიცხეს ჯანო კიევის "დინამოს" აკადემიიდან
პლეი-ოფში ეროვნული ლიგის მომავალი მონაწილე გაირკვა [VIDEO]
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
ᓑᓠᓐᓖᓘᓚᕘᕣᓠ ᕙᓚᓣᓑ "ᓙᓝᓠᓘᓢᓘᓑᕐᕡ" ᓑᕐᓗᓣᓛᓨᕘ ᕡᓐᓤᓔᓮᕑᓣᕠᓗᓝ ᕡᓙᕝᓚᓘᓡ ᓒᓐᕮᓡᕜᓐ ᓡᕣᓠᓡ
"შუქურა": ხოჭოლავა "ამკარში", კომახიძე "რუბინში"... ბრაზილიელები და პუკანიჩი ჯერ საეჭვოა
ᓐᓕᓗᓐᓜᓓᕘᓚ ᓑᓔᓠᓘᕫᓔ: ᕑᓠᓐᓖᓘᓚᓘᓔᓚᕔᕑᓡ ᓑᓐᓗᓣᓛᓨᕘ ᓡᓔᓠᓘᕝᓖᓣᓚᓘ ᓩᓐᓜᓐᓤᓘᓥᕠᓘ ᓐᓥᕕᓗ
რევაზ ჩელებაძეს "შუქურაში" ბრაზილიიდან ყველა მოჰყავს, ზე რაფაელის გარდა...
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
"ნაპოლიში" მონასავით იყენებენ... არ ვფიქრობ, რომ პსჟ საუკეთესო ვარიანტია" - რევაზ ჩელებაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
რევაზ ჩელებაძემ ქობულეთის "შუქურას" დირექტორის თანამდებობა დატოვა
"საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ეს დღეს პირველად შეგვიძლია ვთქვათ" - ჩელებაძე უკრაინა საქართველოს მატჩზე
ქობულეთის "შუქურას" განცხადება
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
"შუქურა" "კურიტიბას" პარტნიორი გახდა, ქობულეთში ბრაზილიელები მოდიან!