"რასისტი არა ვარ, კარგად წაიკითხეთ, რა ვთქვი"
ლეგენდარულმა მწვრთნელმა არიგო საკიმ იტალიურ სპორტულ პრესასთან ისეთი კომენტარი გააკეთა, რომ მთელი საფეხბურთო იტალია აალაპარაკა.

"მილანის" და იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ჟურნალისტებს თავისი გულისტკივილი გაუზიარა:

"იტალიურმა კლუბებმა თავმოყვარეობა დაკარგეს, რადგან განაცხადში ხშირად 14-15 ლეგიონერი ჰყავთ. სად არიან ახალგაზრდა იტალიელი ფეხბურთელები, რომლებიც კლუბებმა საბავშვო სკოლებში აღზარდეს?

სულ უფრო მრავლდებიან ფერადკანიანი მოთამაშეები და ისინი უკვე ბავშვთა გუნდებშიც დომინირებენ. ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, ეს კარგს არაფერს მოგვიტანს".

საკის განცხადებას დიდი რეზონანსი მოჰყვა და, რა გასაკვირია, რომ სენიორ არიგოს რასიზმში დასდეს ბრალი.

საკის კიდევ ერთხელ მოუწია კომენტარის გაკეთება: "რასისტი არასდროს ვყოფილვარ და ამაზე ჩემი სამწვრთნელო კარიერა მეტყველებს. ჩემს გუნდებში ყოველთვის თამაშობდნენ ფერადკანიანი ფეხბურთელები და მათი ტრანსფერების ინიციატორი თავად ვიყავი.

ჩემს სიტყვებს არასწორი ინტეპრეტაცია მისცეს და უფრო გაამძაფრეს, რამაც გაუგებრობა გამოიწვია. ვადასტურებ, რომ შეშფოთებული ვარ სერია A-ში ლეგიონერთა სიმრავლით და ფერადკანიანი ფეხბურთელებიც ამ ლეგიონერთა რიცხვში შედიან.

თავად იმაში, რომ იტალიელი მოთამაშეების დაწინაურება მსურს, ცუდი არაფერია - ჩვენი ეროვნული იდენტობა არ უნდა დავკარგოთ და წესით, ყველა ნორმალური იტალიელი ამაში უნდა მეთანხმებოდეს.

კალჩო კრიზისშია, მე კი უბრალოდ გამოსავალს ვეძებ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

dato
იყვირეთ რასიზმი რასიზმი რასიზმი და მალე თეთრები უმცირესობაში აღმოჩნდებიან ევროპაში, რასიზმი მერე ნახეთ თქვენ
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მხოლოდ მესამე მწვრთნელი ისტორიაში - ამორიმი "მილანთან" ერთად წაუგებელია
ლაუტარო მარტინესი "ინტერს" ერთ თვეზე მეტხანს ვერ დაეხმარება
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
საკი: "იუვენტუსი" სკუდეტოსთვის ბრძოლაში ფავორიტია
"კვარას" გამო ჩემი მეუღლე შევაშინე" - არიგო საკიმ ქართველზე საინტერესო ისტორია გაიხსენა
არიგო საკი 78 წლის ასაკში შესაძლოა, სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდეს
"მილანში" სკუდეტო თითქმის უთამაშებელი ვან ბასტენის გარეშე მოვიგე" - საკი "ნაპოლიში" კვარაცხელიას შეცვლაზე
"კვარას" და ოსიმენის ჩახუტება სწორედ ამაზე მეტყველებს - საკიმ "ნაპოლიზე" ისაუბრა
"ნაპოლის" ამ ორი ფეხბურთელის სიძლიერით გაკვირვებული ვარ" - არიგო საკი