ნაკრების შემადგენლობა მარტის ბოლოს გაირკვევა

წლეულს სამი აპრილიდან თურქული იზმირი ყინულის ჰოკეიში მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე დივიზიონის პირველობას უმასპიძლებს. მეორე დივიზიონის ერთადერთი საგზურისთვის იბრძოლებენ თურქეთის, საქართველოს, ჩრდილოეთ კორეის, ჰონგკონგის, ლუქსემბურგის, არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და ბოსნია-ჰერცეგოვინას ეროვნული ნაკრები გუნდები.

ამ შეჯიბრებისთვის მზადება ჩვენმა ჰოკეისტებმა შარშან ოქტომბერში დაიწყეს. ნოემბრის მიწურულიდან კი ოთხი გუნდი (ბაკურიანის "მიმინო", თბილისის "ყინულის რაინდები", "რუხი მგლები" და "ცეცხლოვანი ჯვაროსნები") საქართველოს ჩემპიონატში ჩაება. ბათუმსა და ბაკურიანში დღემდე ექვსი ტური გაიმართა: გაუწყებთ მათს შედეგებს: "მგლები" - "მიმინო" 3:5 (1:1, 1:3, 1:1), "რაინდები" - "ჯვაროსნები" 4:5 (1:2, 22, 1:0, 0:1), "მიმინო" - "რაინდები" 11:1 (5:1, 1:0, 5:0), "მგლები"- ჯვაროსნები" 3:1 (1:0, 1:0, 1:1), "მგლები" - "რაინდები" 3:0 (1:0, 1:0, 1:0), "მიმინო" - "ჯვაროსნები" 12:5 (3:0, 5:0, 4:5), "ჯვაროსნები" - "რაინდები" 1:2 (1:0, 0:1, 0:1), "მიმინო" - "მგლები" 6:3 (4:1, 1:0, 1:2), "ჯვაროსნები" - "მგლები" 1:0 (0:0, 1:0, 0:0), "რაინდები" - "მიმინო" 3:6 (1:1, 1:1, 1:4), "რაინდები" -"მგლები" 3:1 (1:0, 1:1, 1:0), "ჯვაროსნები" - "მიმინო" 1:7 (1:1, 0:1, 0:5).

სატურნირო მდგომარეობა 6 ტურის შემდეგ: "მიმინო" - 18 ქულა (შაიბები - 47:16), "ყინულის რაინდები" - 7 (13:27), "რუხი მგლები" - 6 (13:16), "ცეცხლოვანი ჯვაროსნები" - 5 (14:28).

- საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ წლეულს პირველად გამოგვიყო თანხა ეროვნული ჩემპიონატის ჩასატარებლად. ამიტომ შეჯიბრება, რომელიც 18 ტურისგან შედგება, ნოემბერში დავიწყეთ, - გვითხრა საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნული ფედერაციის გენერალურმა მდივანმა ალექსანდრე ვაშაკიძემ. - ტურნირის მიზანია მსოფლიოს ჩემპიონატისთვის უკეთ მომზადება. 7-8 მარტს ეროვნული პირველობის მეშვიდე-მერვე ტურების შეხვედრებს ჩავატარებთ. შემდეგ ოთხივე გუნდის 25 მოთამაშე საქართველოს ნაკრების უკრაინელი მთავარი მწვრთნელის - ევგენი ალიპოვის ხელმძღვანელობით ბათუმში ჩავა საწვრთნელ შეკრებაზე. იქ 31 მარტამდე დარჩებიან და იმ 20 მოთამაშის ვინაობაც გაირკვევა, რომლებიც თურქეთში მსოფლიოს ჩემპიონატზე გაემგზავრებიან. ვერ გეტყვით, რომ მე-2 დივიზიონში გადასასვლელ იმ ერთადერთ საგზურს შევწვდებით, მაგრამ ის კი ნათელია, რომ შარშანდელ მსოფლიოს ჩემპიონატთან შედარებით თურქეთში ბევრად უკეთ ვითამაშებთ. საქმე ის არის, რომ ჩვენი გუნდი ნატურალიზებული ჰოკეისტებით გაძლიერდება. მეკარე ანდრეი ილიენკო, მცველი დმიტრი სმეტანინი და თავდამსხმელი ვიტალი დუმბაძე წარმოშობით სანკტპეტერბურგელები არიან, მაგრამ საქართველოს მოქალაქეობა ორი წლის წინათ მიიღეს. სწორედ, ამ ვადის გასვლის შემდეგ ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციამ მათ დართო ნება, საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზონ. სამივენი მეორე სეზონია ჩვენს პირველობებში მონაწილეობენ. მაისის შემდეგ კი ვიტალი დუმბაძე საერთოდ ბათუმში დაფუძნებას აპირებს, სადაც უამრავი ნათესავი ჰყავს, და აჭარის რეგიონში ყინულის ჰოკეის განვითარებას ჩაუდგება სათავეში. ასე რომ, საკმაოდ იმედიანად ვართ. დანარჩენს კი მომავალი გვიჩვენებს.

გვერდი მოამზადა

ვაჟა დანელიამ

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
კუბარსის მეწყვილე - "ბარსელონა" პაუ ტორესის ლა ლიგაში დაბრუნებას გეგმავს
გლასნერი დარჩენას არ გეგმავს - "კრისტალ პალასს" მწვრთნელის პოსტზე მთავარი კანდიდატურა ჰყავს
124 დღის შემდეგ - "ნაპოლის" რომელუ ლუკაკუ უბრუნდება
ლევანდოვსკი "ბარსელონამ" მხოლოდ ორი პირობით შეიძლება დაიტოვოს
ფიფას ვერსიით 2025 წლის საუკეთესო ფეხბურთელი დემბელე გახდა
რუსთავში რეგიონთა ნაკრებების ტურნირის ფინალური ეტაპი გაიმართა
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის მატჩზე
We Talk Rugby: საქართველოს ნაკრებს იტალიის დასამარცხებლად მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი ჩაუდგება სათავეში?
პირველად პრემიერ ლიგის ისტორიაში - "ბორნმუთმა" "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ რეკორდი დაამყარა
"სოსიედადმა" მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლა
კლუბს ეს უკვე აცნობა - ადეიემის ცოლის გამო "დორტმუნდის" დატოვება სურს
შრომა დაუფასდა - "მილანმა" ალექსის კონტრაქტიც გაუგრძელა და გასამრჯელოც მოუმატა
სეზონში უკვე მეორე მწვრთნელის შესაძლო გაშვება - "ფიორენტინა" კვლავ დიდ პრობლემებშია
იაროშს "ლივერპულის" პირველი მეკარის სტატუსის მოპოვების იმედი აქვს
მტრობაც ასეთი უნდა - ფრანგულმა კლუბმა პსჟ-ის საწინააღმდეგოდ "ფლამენგოსთან" მატჩამდე ასეთ რამ გააკეთა
[VIDEO] მამუკელაშვილის კარგი მატჩი - "ტორონტოს" 4-მატჩიანი წაგებათა სერია "მაიამი ჰიტთან" დასრულდა
[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ბორნმუთი" რვაგოლიან მატჩში დაზავდნენ
"რეალის" ყოფილი მცველი მესისთან ერთად "ინტერ მაიამიში" ითამაშებს
სირილ ედუძიმ გორის "დილა" დატოვა
41 წლის ტიაგო სილვა ევროპაში აპირებს დაბრუნებას