ჯონათან ჰემფრიზი პირველი მორაგბეა, რომელსაც "ჰეინეკენის" თასის" გათამაშების ერთ შეხვედრაში არბიტრმა ყვითელი ბარათი ორჯერ უჩვენა
1907 წელი

საფრანგეთის ნაკრები პირველად ეწვია დიდ ბრიტანეთს და ინგლისის ეროვნულ გუნდთან რიჩმონდში დიდი ანგარიშით წააგო - 13:41. ფრანგებისთვის ეს მატჩი შინ ახალი ზელანდიისა და ინგლისის ნაკრებებთან გამართული შეხვედრების შემდეგ მესამე ტესტი იყო. მატჩში, რომელსაც "ატლეტიკ გრაუნდზე" 6 ათასი მაყურებელი დაესწრო, თავი გამოიჩინა გარემარბმა დანიელ ლამბერტმა. მან სტუმრებს ხუთი ლელო გაუტანა.

1946 წელი

დაბომბვის შედეგად დაზიანებულ კარდიფის "არმს პარკის" სტადიონზე 30 ათასზე მეტი მაყურებელი დაესწრო უელსის ეროვნული გუნდისა და ახალი ზელანდიის არმიის ნაკრების შეხვედრას. "კივებმა" თამაში 11:3 მოიგეს. ანგარიში უელსელებმა გახსნეს ჰიუ ლოიდ-დევისის საჯარიმოთი. ახალზელანდიელთა გუნდიდან კი თავი ჯიმი შერეტმა (ერთი ლელო) და ბობი სკოტმა (ერთი გარდასახვა და ორი საჯარიმო) გამოიჩინეს.

1952 წელი

სამხრეთ აფრიკის ნაკრებმა ევროპული ტურნეს ბოლო მატჩში, "თვიქნემზე" ინგლისის ეროვნულ გუნდს სძლია 8:3 და დიდი სლემი შეასრულა. "ბოკეს" იმ ხანად ლეგენდარული ცხრა ნომერი დენი კრევინი წვრთნიდა. სამხრეთაფრიკული რაგბი აღმავლობას განიცდიდა. ევროპაში გამომგზავრებამდე "ბოკემ" ზედიზედ ოთხჯერ მოუგო შინ ახალი ზელანდიის ნაკრებს.

"ბებერ კონტინენტზე" კი, კრევინის ბიჭებმა ჯერ შოტლანდიის ნაკრები გაანადგურეს "მერიფილდზე" - 44:0, მერე ბესი ფან ვიკის ორი ლელოს წყალობით ირლანდიას სძლიეს "ლენსდაუნ როუდზე" - 17:5, უელსის ეროვნულ გუნდთან კი მხოლოდ სამქულიან უპირატესობას დასჯერდნენ - 6:3.

1985 წელი

ამ დღეს ლეგენდარულ ინგლისელ მორაგბეს, რობ ენდრიუს ეროვნულ გუნდში დებიუტი ჰქონდა. "პომებმა" "თვიქნემზე" რუმინეთის ნაკრებს უმასპინძლეს და 22:15 მოუგეს. ენდრიუმ მატჩში 18 ქულა მიითვალა. მან ინგლისის ნაკრებში 71 კეპი მოიხვეჭა და ხუთჯერ ითამაშა "ბრიტანელი ლომების" შემადგენლობაში. რობ ენდრიუმ მსოფლიოს თასის სამ გათამაშებაში იასპარეზა. ის 1991 წლის მსოფლიოს თასის ფინალისტია. მერე საკმაოდ წარმატებით წვრთნიდა ინგლისურ "ნიუკასლს".

ამჟამად კი ინგლისის რაგბის კავშირში ელიტური რაგბის დირექტორია.

1997 წელი

"კარდიფ ბლუზის" მოთამაშე ჯონათან ჰემფრიზი პირველი მორაგბეა, რომელსაც "ჰეინეკენის" თასის" გათამაშების ერთ შეხვედრაში არბიტრმა ყვითელი ბარათი ორჯერ უჩვენა. კარდიფელები მაშინ ნახევარფინალში ფრანგულ "ბრივთან" დამარცხდნენ -13:26 .

2009 წელი

ლონდონის "ვოსფსის" მთავარი მწვრთნელი იან მაკგიჰენი კატეგორიულად არ დაეთანხმა ინგლსის ნაკრებში მოთამაშეთა გამოძახების ახალ სისტემას. ის ამტკიცებდა, რომ მორაგბეებს დასვენებისთვის მეტი დრო სჭირდებათ. მაგალითად კი, სრულიად გასავათებული და ძალაგამიცლილი "ვოსფსის" გარემარბი პოლ საკი მოიყვანა.

ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
7-კაცა | ევროპულ თამაშებზე ოლიმპიადის საგზურისთვის
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...