ემილიური კლუბის პრობლემებს ბოლო არ უჩანს

"პარმას" პრობლემებს ბოლო არ უჩანს. მეტიც, ვითარება კიდევ უფრო დამძიმდა და არაა გამორიცხული, გუნდს უახლოეს დღეებში კიდევ 5 ქულა დააკლონ.

კლუბის ახალი პრეზიდენტი ჯამპიეტრო მანენტი დაჰპირდა როგორც ფეხბურთელებს, ისე გულშემატკივრებს, რომ სეზონის ბოლომდე 15 მილიონ ევროს დახარჯავდა, რაც სახელფასო დავალიანებას მთლიანად დაფარავდა და იმ ვალების ნაწილსაც გაისტუმრებდა, რის გამოც კლუბს ფედერკალჩოსთან პრობლემები აქვს და ქულაც კი დააკლეს.

მოკლედ, მანენტიმ ყველა დააიმედა, მაგრამ მის სიტყვას საქმე არ მოჰყოლია - ხელფასები ჯერაც გაუცემელია და არც სხვა მევალეებს აუღიათ თანხის თუნდაც მცირე ნაწილი. შედეგად, გუშინ "პარმას" ოფისს ამოღების სამსახურის თანამშრომლები ესტუმრნენ და ქონების გარკვეული ნაწილის კონფისკაცია მოახდინეს - კერძოდ, კლუბს 3 მიკროავტობუსი და ერთი ავტომობილი ჩამოერთვა.

"პარმას" მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება, თუ ფეხბურთელები ფედერკალჩოში საპროტესტო განცხადებას შეიტანენ და კლუბის მესვეურებს სახელფასო დავალიანებისთვის უჩივლებენ. მოთამაშეებმა კლუბს 3-დღიანი ვადა მისცეს და თუ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, საპროტესტო წერილი ადრესატამდე მივა.

თავის მხრივ, იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ გააფრთხილა "პარმა", რომ თუ ფეხბურთელთა დავალიანება არ დაიფარება, გუნდს სატურნირო ცხრილში კიდევ 5 ქულა დააკლდება. კიდევ უარესი, იტალიის პროკურატურამ საქმე დაძრა, რომელიც შესაძლოა, "პარმას" ბანკროტად გამოცხადებით დასრულდეს - ემილიური კლუბის ვალები დღეისთვის 95 მილიონ ევროს შეადგენს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
"მილანს" ახალი სპორტული დირექტორი ჰყავს
ჩაკვეტაძეს სავარაუდოდ, ახალი მწვრთნელი ეყოლება - რუნიაიჩს ნდობის მარაგი ამოეწურა
U17 | საქართველო 0:0 ავსტრია
უკრაინელი ფეხბურთელი შეიძლება "ბრენტფორდიდან" "ტრაპზონსპორში" გადავიდეს
ქართველი მსაჯები და კომისარი FIBA-ს მორიგ სანაკრებო მატჩებზე
არ გაჩერების კულტურა კალათბურთში - საქართველოს ბანკი კალათბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორია
"ამჟამად "რეალი" უფრო ძლიერია, ვიდრე პსჟ" - მარკ კუკურელია
პიერ-ანრი ბრონკანი: ვფიქრობ, სწორი მიმართულებით მივდივართ
ნაკრები ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს - დებიუტანტებმა კომენტარები გააკეთეს
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - ტონგა
17-წლამდე ნაკრები შესარჩევ ციკლს ავსტრიასთან მატჩით დაიწყებს
3×3 FALL 2026-ის სერიების პირველი ტურნირი გუნდმა არგომ მოიგო
კერიკის დღეები დათვლილია - პოჩეტინომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე თანხმობა განაცხადა
რა უნდა იყოს სვანაძის მიზანი? - უკეთესი ნაკრებისთვის!..
სკანდალი "გალათასარაიში" - ლეროი სანეს პარტნიორი ამტკიცებს, რომ ფეხბურთელს თანაგუნდელის მეუღლე სწერდა
ინფანტინოს ვენგერი შეცვლის? - ფრანგი FIFA-ს პრეზიდენტობაზე ფიქრობს
[VIDEO] "მამუს" საუკეთესო მატჩი "ლეიკერსის" მაისურით და გამარჯვება "ატლანტა ჰოუქსთან"
18 წ. | ხუთი ცვლილებით ნიდერლანდებთან
ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის დასკვნითი მატჩებისთვის მზადება დაიწყო
გიორგი შერმადინის "ტენერიფეს" მძიმე ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვება ლიგა ენდესაში
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
უნგრეთამდე: თანამედროვე ფეხბურთის თამაში და სიყვარულის გაფრთხილება
ამოაგდებს საფონოვს? - პსჟ ახალი მეკარის დამატებასთან ძალიან ახლოსაა
სათადარიგო გოგლიჩიძე და "მონცას" პირველი ქულა
პსჟ მეკარის შეძენას და "იუვენტუსში" განათხოვრებას აპირებს
პსჟ-მა სუძუკის ტრანსფერი შეათანხმა - იაპონელის ამ სეზონის მომავალი შევალიეს გადაწყვეტილებაზე გადის
აგენტების გამო პსჟ იაპონელ მეკარეს აღარ შეიძენს
"პარმას" მფლობელი იტალიელი ბიზნესმენი გახდა
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა