ადამიანები, რომლებმაც მსოფლიოს რაგბის ისტორიას თავისი კვალი სამუდამოდ დატყვეს
გასული წლის თითქმის ყველა ნომინაციაზე, წარმატებულ თუ წარუმატებელ გუნდებზე, მორაგბეებსა და მათ მწვრთნელებზე დეტალურად გიამბეთ. ვფიქრობთ, დადგა დრო რაგბის თემის ის ცნობილი ადამიანები გავიხსენოთ, რომლებმაც მსოფლიოს რაგბის ისტორიას თავისი კვალი სამუდამოდ დატყვეს.

ბილ მაკლარენი (შოტლანდია)

რაგბის ლეგენდარული კომენტატორი იანვარში, 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის ''ბი-ბი-სი''-ს მიკროფონთან 50 წლის განმავლობაში ცდილობდა რაგბის "ოქროს რეპუტაციის" შექმნას. მაკლარენის დებიუტი ''ბი-ბი-სი''-ს რადიოეთერში 1953 წელს შედგა, როცა შოტლანდიის ნაკრებმა უელსის ეროვნულ გუნდთან 0:12 წააგო. ალბათ, უბრალოდ დამთხვევაა, მაგრამ ფაქტია, რომ თავისი ბოლო რეპორტაჟი 2002 წელს სწორედ ამ გუნდების თამაშისას გადასცა. ამჯერად "სკოტებმა" მეტოქეს 27:22 მოუგეს.

"არ ვიცი, რას მივაწერო, მაგარამ ძალიან მინდოდა ადამიანებისთვის რაგბის თამაში აღმეწერა, მის არსზე, ფილოსოფიაზე მომეთხრო", - იხსენებდა ის თავისი ბოლო რეპორტაჟის წინ. მისი წარმოსახვის უნარი და მეტყველების მანერა, მილიონობით ადამიანს რაგბისადმი კეთილგანწობილს ხდიდა.

ბილ მაკლარენი ერთადერთი არამორაგბეა, რომელიც რაგბის დიდების დარბაზშია შეყვანილი.

რუბენ კრუხერი (სამხრეთ აფრიკა)

მან სიმსივნესთან საკმაოდ ხანგრძლივი ბრძოლა წააგო და იანვარში, 39 წლისა გარდაიცვალა. რუბენ კრუხერი სამხრეთ აფრიკის ნაკრების ფლანკერი იყო. მან "ბოკესთან" ერთად 1995 წელს მსოფლიოს თასი მოიგო.

ამ შეჯიბრების ნახევარფინალში, დურბანში მან საფრანგეთის ნაკრებს გამარჯვების მომტანი ლელო გაუტანა. ფინალში კი, ახალი ზელანდიის ნაკრებთან მატჩში, მესამე ხაზში ფრანსუა პინართან და მარკ ენდრიუსომთან ერთად გაუვალი კდელივით იდგა.

საკმაოდ წარმატებული ჰქონდა საკლუბო კარიერაც. მისი მშობლიური გუნდი პრეტორიის "ბლუ ბულზი" იყო. 1999 წელს მსოფლიოს თასზე ასპარეზობის შემდეგ მუხლი დაიშავა და რაგბის გამოეთხოვა. 2000 წელს კი ექიმებმა საშინელი დიაგნოზი დაუსვეს. კრუხერი სიმსივნეს ათი წელიწადი უძალიანდებოდა.

ერიკ თინდილი (ახალი ზელანდია)

ლეგენდარული ახალზელანდიელი მორაგბე და მოკრიკეტე აგვისტოში, 99 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის უნიჭიერესი ადამიანი გახლდათ. მას თანაბრად, მაღალ დონეზე შეეძლო ეთამაშა რაგბიც და კრიკეტიც. თინდილიმ ახალი ზელანდიის მოკრიკეტეთა ნაკრებში (შავქუდები) 1937-47 წლებში ითამაშა. მანამდე კი ის "ოლ ბლექსის" ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე იყო.

აქტიური სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ მსაჯობას მიჰყო ხელი. ერიკ თინდილი აქაც "ვერ გადაურჩა" გაორებას.

ის რაგბის რეფერიც იყო და კრიკეტის მატჩებსაც მსაჯობდა.

გარდაცვალების მომენტში ის ყველაზე მხცოვანი გახლდათ მოკრიკეტეთა შორის. ასევე ყველაზე ასაკოვანი იყო ახალზელანდიელ მორაგბეთა შორისაც.

ენდი რიპლი (ინგლისი)

კიდევ ერთი მრავალმხრივი ნიჭის მქონე ადამიანი ივნისში, 62 წლის ასაკში გარდაიცვალა. ენდი რიპლიმ, რომელიც უსწრაფესი რვა ნომერი იყო, ინგლისის ნაკრებში 1972-76 წლებში 24 კეპი მოიხვეჭა. მან უდიდესი წვლილი შეიტანა "ბრიტანელი ლომების" წარმატებულ სამხრეთაფრიკულ ტურნეში.

რაგბის პარალელურად რიპლიმ ძალა მძლეოსნობაშიც სცადა და 400 მეტრზე თარჯბენში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. 50 წლის ასაკში მან კემბრიჯის უნივერსიტეტის სამეცნიერო ხარისხი მიიღო და ნიჩბოსნობაშიც მოსინჯა ძალა. ამასთან ენდი შვიდკაცა რაგბის დიდოსტატიც გახლდათ, მან ინგლისის ნაკრებთან ერთად 1973 წელს "მერიფილდზე" მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

ის უკურნებელ სენს 2005 წლიდან ებრძოდა და ინგლისის მორაგბეთა ასოციაციამ "უდრეკი სულის" პრემია მიანიჭა.

ჯეფ მაკლინი (ავსტრალია)

ავსტრალიის ნაკრების ყოფილი გარემარბი აგვისტოში, 63 წლის ასაკში გარდაიცვალა. მაკლინმა "ვოლაბების" შემადგენლობაში 1971-74 წლებში 13 კეპი მოიხვეჭა. ის იყო ერთ-ერთი ყველაზე სახელოვანი სარაგბო გვარის წარმომადგენელი. ავსტრალიური რაგბის "სამეფო ოჯახი"- ასე უწოდებენ მაკლინების საგვარეულო კლანს მწვანე კონტინენტზე. "ვოლაბების" კვართი საერთო ჯამში ამ გვარის ექვს წარმომადგენელს მოურგია.

საინტერესოა, რომ ჯეფმა თავისი ბოლო მატჩი 1974 წელს ახალი ზელანდიის ნაკრებთან ითამაშა. ამავე შეხვედრაში შედგა მისი უმცროსი ძმის, პოლის დებიუტი.

ტომ ვოლკინშოუ (ინგლისი)

"გლოსტერისა" და ინგლისის "პრემიერშიპის" ყოფილი დირექტორი ტომ ვოლკინშოუ დეკემბრის დასაწყისში, 64 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის ინგლისურ რაგბის საკმაოდ რთულ, გარდამავალ პერიოდში 1998-2002 წლებში ხელმძღვანელობდა. მან შემოიღო სახელფასო ფონდის შეზღუდვა. მოთამაშეების საშუალო ჯამაგირმა კი 33 პროცენტით მოიმატა.

ვოლკინშოუ საკმაოდ დიდი ფიგურა გახლდათ მოტოსპორტში. ის ჯერ ფორმულა 2-ში მონაწილეობდა. მერე კი ფორმულა 1-ში, "ბენეტონში" გადაბარგდა და 1994 წელს მიხაელ შუმახერს მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მოპოვებაში დაეხმარა.

მოს კინი (ირლანდია)

"მანსტერისა" და ირლანდიის ნაკრების მეორეხაზელი ოქტომბერში, 62 წლისა გარდაიცვალა. კინმა ირლანდიის ნაკრებში 1974-84 წლებში 51 კეპი მოიხვეჭა. 1977 წელს კი "ბრიტანელ ლომებს" ახლდა ახალზელანდიურ ტურნეში. ის მესამე ირლანდილეი იყო, ვილი ჯონ მაკბრეიდისა და ფერგუს სლეტერის შემდეგ, ვინც ეროვნულ გუნდში 50-ზე მეტი კეპის მოხვეჭა შეძლო.

"მანსტერმა" 1978 წელს ახალი ზელანდიის ნაკრები დაამარცხა - 12:0. კინი მაშინ ირლანდიური გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო. ახალგაზრდობაში "გაელური ფეხბურთით" იყო გატაცებული და საკმაოდ სერიოზულ წარმატებასაც მიაღწია.

20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - აშშ
"შავმა ლომმა" "ტოიოტა ჩელენჯი" გამარჯვებით დაიწყო
"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ
FIFA-მ მსოფლიო ჩემპიონატზე ვუვუზელას გამოყენება აკრძალა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - აშშ
ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს
U21. საქართველოს ნაკრები აშშ-სთან დამარცხდა
საქართველოს ქალთა ნაკრებმა ფარერებთან თითქმის მოგებული მატჩი წააგო
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
BILD: აი, ასე დასცინოდა სლოტი "ლივერპულის" ახალწვეულებს
რუსი მწვრთნელი ვან დერ ვაარტს ფსიქიატრის დახმარებას დაჰპირდა
პალიკო ჯიმშელაძე ბორჯღალოსნებში ბრუნდება!
ანა ჯაფარიძე პარატაეკვონდოში რომის გრან პრის გამარჯვებულია
ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?
"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"კვარა", ნევეში, თუ ვიტინია? - პერესმა მომდევნო კვირას 150-მილიონიანი ტრანსფერი დაანონსა
"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ
"განსაკუთრებული იყო" - კვარაცხელია გულშემატკივრებმაც საუკეთესოდ აღიარეს
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა
[VIDEO] "ოქროს ბურთის" ხუთი ყველაზე დიდი უსამართლობა?
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად