გუშინ NBA-ში
როგორც მოსალოდნელი იყო, "ნიუ იორკ ნიქსის" ფორვარდმა კარმელო ენტონიმ "ყველა ვარსკვლავის მატჩის" შემდეგ ვადაზე ადრე დაასრულა 2014-15 წლების სეზონი. მიზეზი გახდა მუხლის ტრავმა, რომელიც კალათბურთელმა "კლივლენდის" წინააღმდეგ მიიღო.

კარმელოსთვის სეზონის გაგრძელებას აზრი არ ჰქონდა, რადგან "ნიუ იორკი" 10 მოგებითა და 43 წაგებით ბოლო ადგილზეა რეგულარულ ჩემპიონატში და არ აქვს პლეი ოფში გასვლის პრეტენზია. საინტერესოა, რომ "ნიუ იორკმა" ამ სეზონში 13 მატჩი ჩაატარა ენტონის გარეშე და ყველა წააგო. კარმელომ 40 მატჩში მიიღო მონაწილეობა და საშუალოდ 24.2 ქულა, 6.6 მოხსნა და 3.1 შედეგიანი პასი დააგროვა. "ყველა ვარსკვლავის მატჩში" ენტონიმ ნახევარი საათი გაატარა მოედანზე და 24 ქულა მიითვალა.

ახლა კალათბურთელს მუხლზე ოპერაცია ელის, თუმცა ქირურგიული ჩარევის ზუსტი თარიღი ცნობილი არ არის. კარმელო მომავალი სეზონის სტარტისთვის მწყობრში იქნება. მელოს წლიური ხელფასი 22.45 მილიონ დოლარს უტოლდება.

გუშინ NBA-ში

- "საკრამენტოს" ხელმძღვანელობა ცდილობს "დენვერ ნაგეტსის" მცველის, არონ აფლალოს გადაბირებას. ამ კალათბურთელის გაფორმებით დაინტერესებულია "კინგზის" მთავარი მწვრთნელი ჯორჯ კარლი, რომელიც "დენვერში" მუშაობის დროიდან იცნობს აფლალოს სათამაშო თვისებებს.

- "ბოსტონ სელტიქსმა" "ფინიქსის" გამთამაშებლის - გორან დრაგიჩის გაფორმების სურვილი გამოთქვა. "კელტებს" ამ კალათბურთელის ხელში ჩასაგდებად კონკურენციას გაუწევს "საკრამენტო", რომელსაც ასევე აქვს სლოვენიელის გაფორმება ჩაფიქრებული.

- "მინესოტა" აპირებს "ბრუკლინ ნეტსის" ვეტერანი ფორვარდის, კევინ გარნეტის თავის რიგებში დაბრუნებას. გარნეტი "მგლების" შემადგენლობაში 12 წელი თამაშობდა და შემდეგ "ბოსტონში" გადავიდა, სადაც ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. "მინესოტას" ბოსები მზად არიან, "ნეტსს" ფორვარდი ტადეუშ იანგი დაუთმონ 38 წლის ვეტერანის სანაცვლოდ.

- "მილუოკი" გეგმავს "იუტას" თურქი ცენტრის, ენეს კარტერის გაფორმებას, რომელმაც შემადგენლობაში უნდა შეცვალოს ლარი სანდერსი. "ჯაზის" ბოსები მზად არიან, მოისმინონ "ბაქსის" წინადადება და ამის შემდეგ მიიღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას.

- "ნიუ ორლეანი" კვლავინდებურად წამყვანი გამთამაშებლის, ჯრიუ ჰოლიდეის გარეშე თამაშობს. მოთამაშე ახლოს იყო მოედანზე დაბრუნებასთან, მაგრამ ვარჯიშის დროს მარცხენა კოჭის ტრავმა მიიღო და ახლა კიდევ სამ თვეს გამოტოვებს.

- მცველმა რეჯი ჯექსონმა "ოკლაჰომას" ხელმძღვანელობას სხვა კლუბში გაშვება სთხოვა. კალათბურთელს სასტარტო ხუთეულში თამაში სურს, "თანდერის" სამწვრთნელო შტაბს კი არ შეუძლია ასეთი შესაძლებლობის მიცემა.

- ცენტრი ლარი სანდერსი, რომელმაც ადრე კონტრაქტი გაწყვიტა "მილუოკისთან", არ აპირებს ამ სეზონში კარიერის განახლებას. შეგახსენებთ, რომ "ბაქსი" ვალდებულია, 2022 წლამდე კალათბურთელს 14.5 მილიონი დოლარი გადაუხადოს.

- "ლოს ანჯელეს კლიპერსის" წამყვანი ფორვარდი ბლეიკ გრიფინი აგრძელებს აღდგენას გასული კვირის დასაწყისში მარჯვენა იდაყვზე გადატანილი ოპერაციის შემდეგ. "ჯერჯერობით ზუსტად არ შემიძლია იმის თქმა, როდის დავბრუნდები მოედანზე. ყველაფერი ექიმების გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. ჯერჯერობით ისინი ამბობენ, რომ ჩემი აღდგენითი პროცესი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს", - განაცხადა გრიფინმა.

- დაბოლოს, 52 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი კალათბურთელი ჯერომ კერსი. სიკვდილის მიზეზის შესახებ ჯერჯერობით არაფერს იტყობინებიან. ფორვარდმა ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში 17 სეზონი გაატარა; თამაშობდა "პორტლენდის", "გოლდენ სტეიტის", "ლეიკერსის", "სიეტლის", "მილუოკისა" და "სან ანტონიოს" რიგებში, რომელშიც 1999 წელს NBA-ს ჩემპიონი გახდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] მამუკელაშვილის 20 წუთი - სანდრომ "ლეიკერსის" მაისურით პირველად ითამაშა
"პატარა გოგოს ჰგავს" - NBA-ის ყოფილმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა
"კარიერის დასრულება?" - კარიმ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
WU19 | გოგონათა ნაკრები ბულგარეთში გაემგზავრა
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ვინისიუსი მნიშვნელოვნად გაიაფდა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები ბელფასტში მარცხისგან მამარდაშვილმა იხსნა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
"დენვერი" კარმელოს გუნდში დაბრუნებას გეგმავს
NBA-ის, თითქმის, შემდგარი სუპერგუნდები
მესამე ლეგენდაც წავიდა: გარნეტი ბრაიანტსა და დანკანს მიყვა
ლებრონი ტრავმირებულია - "ოკლაჰომამ" "ლეიკერსი" მეორედ დაამარცხა [VIDEO]
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
კარმელოს დებიუტი წარუმატებელი გამოდგა - "ლეიკერსი" ვიცე-ჩემპიონთან დამარცხდა [VIDEO]
მადლობელი ვარ - კევინ გარნეტმა კარიერის დასრულების შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა
სეზონის პირველი დიდი სენსაცია - "ლეიკერსი" პლეი-ოფში ვეღარ გავა [VIDEO]
[ექსკლუზივი] ზაზა ფაჩულია "გოლდენ სტეიტის" ვარსკვლავებზე, ნაკრებსა და აკადემიაზე
თამაში და რა თამაში - "ფინიქსმა" "ლეიკერსი" გაანადგურა [VIDEO]
"ლეიკერსის" ვარსკვლავები ათამაშდნენ... ლებრონი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ საუკეთესო იყო [VIDEO]
ჯორდანის გარეშე - პოლ ჯორჯმა NBA-ის საუკეთესო 5-ეული დაასახელა