"ხარირმებმა" "დენვერი" ანგარიშით 89:81 დაამარცხეს, ქართველმა ცენტრმა კი 30 წუთი ითამაშა
"ოლ სტარის" კვირეულის შემდეგ საქმეში ნბა-ს კლუბებიც დაბრუნდნენ. 20 თებერვალს გამართულ 13 მატჩს შორის "მილუოკისა" და "დენვერის" შეხვედრაც იყო, რომელშიც ზაზა ფაჩულიამ 30 წუთი ითამაშა და მის გუნდს გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა. "ხარირმებმა" "დენვერი" 89:81 დაამარცხეს.

"მილუოკის" გამარჯვება უკვე ჩვეულ მოვლენად იქცა. უფრო ამ გუნდის მარცხი უნდა გაგვიკვირდეს, იმდენად დალაგებულად და შედეგიანად თამაშობენ მილუოკელები. მართალია, მორიგი მეტოქე დასავლელი აუტსაიდერი იყო, თუმცა ნებისმიერი გუნდის ძლევა ძალთა მაქსიმალურ მობილიზების გარეშე არ მიიღწევა.

"მილუოკიში" საოლსტარო უიკენდზე მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა. გუნდი დატოვა ბომბარდირმა ბრენდონ ნაითმა, კენიონ მარტინმა და კენდალ მარშალმა. ამათ ნაცვლად ვისკონსინელებმა მაიკლ კარტერ-უილიამსი, ფაჩულიას კონკურენტი მაილს პლამლი და ტაილერ ენისი შეიმატეს. უილიამსი გასულ, 20013-14 წლების სეზონის საუკეთესო ახალბედად დასახელდა და უდიდესი პოტენციალის გამთამაშებელია.

ამ 3 ახალწვეულიდან "დენვერის" წინააღმდეგ მხოლოდ ენისმა ითამაშა და 18 წუთში 4 ქულა მოაგროვა. კარტერ-უილიამსს და პლამლის არ უთამაშიათ. ეს უკანასკნელი "ფინიქს სანსში" მიმდინარე სეზონში საშუალოდ 18.6 წუთს თამაშობდა, შესაბამისად 4.3 ქულას, 5.1 მოხსნას და 1 დაფარებას ითვლიდა. მისი ძმა მეისონ პლამლი უფრო ყოჩაღი ბიჭია, რომელიც საკუთარ ილაჯს "ბრუკლინ ნეთსს" ახმარს.

"დენვერთან" მატჩში ცენტრის პოზიციაზე სასტარტო ხუთეულში ჯონ ჰენსონი გახლდათ, რომელმაც 18 წუთში 14 ქულა და 4 დაფარება მიითვალა. ფაჩულიამ 30 წუთი ითამაშა და 10-დან 4 ორქულიანი ჩააგდო. 8 ქულასთან ერთად ზაზამ 6 მოხსნა და 1 პასი მიითვალა, ბურთი კი 2-ჯერ დაკარგა. მილუოკელებმა გუნდური სულისკვეთებით ითამაშეს. მოედანზე გამოსული 9 კალათბურთელიდან 6-მა მიაღწია 10-ქულიან ზღვარს, თუმცა არც ერთ მათგანს 15 ქულაზე მეტი არ ჩაუგდია.

31 მოგებითა და 23 მარცხით "მილუოკი" აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზეა და მეხუთეზე მყოფ "ვაშინგტონამდე" მცირედიღა აშორებს. დედაქალაქურ გუნდს 33 მოგება და 22 მარცხი აქვს.

მორიგი შეხვედრა "მილუოკის" ფაჩულიას ყოფილ გუნდ "ატლანტასთან" 22 თებერვალს, შინაურ არენაზე ელის.

წყარო: www.gbf.ge

[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
რას კითხულობდნენ და კითხულობენ ქართველი სპორტსმენები? - ახალი რუბრიკა
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ