"ლივერპულის" ხელმძღვანელობა გუნდის თავკაცის როი ჰოჯსონის კლუბში დარჩენა-არდარჩენის საკითხს განიხილავს
"ლივერპულის" მფლობელები გუნდის მთავარი მწვრთნელის როი ჰოჯსონის გათავისუფლების საკითხს განიხილავენ, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ. გუნდი პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში 12-ე ადგილზე იმყოფება და ოთხშაბათს "ბლექბერნთან" სტუმრად 1:3 დამარცხდა.

მიმდინარეს სეზონში ჩატარებული 20 მატჩიდან "წითლებმა" 9 წააგეს. გასავარდნი ზონიდან ინგლისის 18 გზის ჩემპიონს მხოლოდ 4 ქულა აშორებს.

როი ჰოჯსონი "ლივერპულს" გასული წლის ივლისში ჩაუდგა სათავეში, როდესაც ლონდონური "ფულჰემი" დატოვა. გასულ სეზონში ჰოჯსონმა "ფულჰემი" ევროპის ლიგის ფინალში გაიყვანა.

63 წლის ინგლისელმა ესპანელი რაფაელ ბენიტესი შეცვალა, რომელმაც "ლივერპულს" ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა.

თუმცა "ლივერპულის" გულშემატკივრებს შორის პოპულარობა ჰოჯსონმა ვერაფრით მოიპოვა. მასზე ზეწოლა განსაკუთერბით 29 დეკემბერს "ვულვზთან" საშინაო მატჩში წაგების შემდეგ გაიზარდა, თუმცა შემდეგ იყო დაპირისპირება "ბოლტონთან", რომელშიც მერსისაიდელებმა გამარჯვება ბოლო წუთებზე მოიპოვეს.

თავად ჰოჯსონი ჯურნალისტებთან საკუთარ მომავალზე საუბარზე უარს აცხადებს, თუმცა არ მალავს, რომ კლუბის წარუმატებლობებით უკიდურესად იმედგაცრუებულია.

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით

"ლივერპულის" ნახევარმცველმა კონტრაქტის გაგრძელების შესახებ ისევ ისაუბრა
სასჯელი უმკაცრესი იქნება? - "სიტი" შესაძლოა, მომავალ სეზონში ჩემპიონშიპში ვიხილოთ
"ვარჯიშებზე არ იხარჯებოდა და თანაგუნდელებს ამას ეუბნებოდა" - ტენ ჰაგმა რონალდოს გაშვების მიზეზი ახსნა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...