ცნობილი შვედი ჩოგბურთელი ტომას იოჰანსონი, რომელმაც გასულ წელს დაასრულა პროფესიული კარიერა, შესაძლოა, დროებით დაბრუნდეს დიდ სპორტში.

ცნობილი შვედი ჩოგბურთელი ტომას იოჰანსონი, რომელმაც გასულ წელს დაასრულა პროფესიული კარიერა, შესაძლოა, დროებით დაბრუნდეს დიდ სპორტში. 2002 წლის ავსტრალიის ღია პირველობის გამარჯვებული 17-19 სექტემბერს, დევისის თასის პლეი ოფში იტალიის ნაკრების წინააღმდეგ აპირებს თამაშს. ეს შეხვედრა შვედეთის ქალაქ ლინჩოპინგში გაიმართება და გამარჯვებული გუნდი მომავალ წელს მსოფლიოს ჯგუფში თამაშის უფლებას მოიპოვებს. ბოლოს 35 წლის იოჰანსონმა დევისის თასზე შარშან, ისრაელის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშა და ერთეულთა თანრიგში ორიდან ერთი მატჩი მოიგო.

"საკმაოდ მაცდური წინადადებაა, მაგრამ ბოლომდე დარწმუნებული არ ვარ, გაუძლებს თუ არა ჩემი ორგანიზმი ხუთსეტიან მატჩებს", - ამბობს ვეტერანი ჩოგბურთელი.

აღსანიშნავია, რომ შვედეთის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა მატს ვილანდერმა თავის დროზე ნაკრებში მიიწვია იოახიმ იოჰანსონი და ანდრეას ვინსიგერა, რომლებსაც დიდი ხანი არ ჰქონდათ ნათამაშები ეროვნულ გუნდში. გარდა ამისა, ვილანდერს ნაკრებში ლეგენდარული სტეფან ედბერგის დაბრუნებაც სურდა.

ამასობაში, ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციამ გუშინ 2011 წლის სეზონში დევისის თასისა და ფედერაციის თასის კალენდარი დაამტკიცა.

კაცებს შორის მსოფლიოს არაოფიციალური გუნდური ჩემპიონატის სასტარტო რაუნდის მატჩები 4-6 მარტს გაიმართება, მეოთხედფინალის გამართვა 8-10 ივლისს არის ნავარაუდები, ნახევარფინალი და პლეი ოფი 16-18 სექტემბერს ჩატარება, დევისის თასის მფლობელი კი 2-4 დეკემბერს გაირკვევა.

ქალების გუნდური ჩემპიონატის - ფედერაციის თასის მეოთხედფინალი 5-6 თებერვალს დაინიშნა, ნახევარფინალი და პლეი ოფი - 16-17 აპრილს, ფინალი კი 5-6 ნოემბერს გაიმართება.

ეს თარიღები პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციასთან (ATP) და ქალთა საჩოგბურთო ასოციაციასთან (WTA) შეთანხმებით უკვე შეიტანეს 2011 წლის საჩოგბურთო კალენდარში.

შეგახსენებთ, რომ ამ სეზონში დევისის თასის ნახევარფინალები 17-19 სექტემბერს არის დანიშნული: საფრანგეთი შინ მიიღებს არგენტინას, სერბეთი - ჩეხეთს.

2010 წლის ფედერაციის თასის ფინალი 6-7 ნოემბერს ამერიკაში გაიმართება - აშშ იტალიას უმასპინძლებს.

აქვე გთავაზობთ დევისის თასის ახალ რეიტინგს, რომელიც გასულ უიქ ენდზე მეოთხედფინალური მატჩების შემდეგ გამოქვეყნდა. საფრანგეთის ნაკრებთან მარცხის მიუხედავად, პირველი ადგილი შეინარჩუნა ესპანეთის ნაკრებმა, თუმცა პირველ ათეულში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა (ფრჩხილებში მოცემულია წინა რეიტინგის მაჩვენებლები):

1(1). ესპანეთი - 37,331.29 ქულა; 2(3). ჩეხეთი - 21,570.63; 3(5). არგენტინა - 18,847.5; 4(2). რუსეთი - 15,000; 5(4). აშშ - 14,197.5; 6(10). სერბეთი - 9,889.06; 7(11). საფრანგეთი - 9,175; 8(6). ისრაელი - 6,667.81; 9(7). ხორვატია - 6,117.5; 10(8). გერმანია - 4,538.13; 11(9). შვედეთი - 4,228.13; 12(12). ჩილე - 4,212.5; 13(15). შვეიცარია - 2,893.75; 14(13). ინდოეთი - 2,732.50; 15(16). ეკვადორი - 2,510; 16(17). ბელგია - 2,304.69; 17(19). ავსტრია - 2,287.5; 18(21). რუმინეთი - 2,225; 19(20). იტალია - 2,087.5; 20(22). ყაზახეთი - 1,982.19...

ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...