ტესტების მეოთხე დღე
უსიამოვნო ინციდენტს ჰქონდა ადგილი ბარსელონას ტესტების ბოლო, მეოთხე დღეს. დილის სესიისას მომხდარი ავარიის გამო საჭირო გახდა "მაკლარენის" პილოტის, ფერნანდო ალონსოს ჰოსპიტალში გადაყვანა.

ესპანელი სწორ მონაკვეთზე მოძრაობდა, როცა ბოლიდმა მოულოდნელად გეზი იცვალა, ტრასიდან გადავიდა და ბეტონის ბარიერს შეეჯახა - ეს მოხდა მესამე და მეოთხე მოსახვევებს შორის მონაკვეთზე. ავარიის ადგილას სასწრაფო სამედიცინო მანქანა მივიდა, ტესტები კი შეაჩერეს.

"მისი სიჩქარე მაღალი არ იყო, დაახლოებით 150 კმ/სთ, როცა მანქანამ მოულოდნელად მარჯვნივ მოუხვია და კედელს შეეჯახა. ეს ყველაფერი ძალიან უცნაურად მოჩანდა", - განაცხადა სებასტიან ფეტელმა, რომელიც იმ მომენტში ესპანელის უკან მოძრაობდა.

ავტოდრომის ოფიციალურ "ტვიტერზე" გაჩნდა ინფორმაცია, რომ ალონსოს ყველაფერი წესრიგში აქვს - ის გონზეა და ლაპარაკი შეუძლია, მაგრამ რამდენიმე წუთში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ვერტმფრენით მაინც გადაიყვანეს მორიგ ჰოსპიტალში უფრო დაწვრილებითი გამოკვლევისთვის.

მოგვიანებით, "მაკლარენის" წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ ფერნანდო ელაპარაკა ექიმებსა და საკუთარ ფიზიოთერაპევტს, თუმცა სხვა კომენტარებისგან თავი შეიკავეს.

პარალელურად, გავრცელდა სხვადასხვა ინფორმაცია ალონსოს ავარიასთან დაკავშირებით - გვერდიდან ძალიან უცნაურად მოჩანდა ეპიზოდი, როცა მანქანა მოულოდნელად მარჯვნივ გადავიდა და დამცავ ბარიერს შეეჯახა.

ძირითადი ვერსია ასეთი იყო - პილოტს დენმა დაარტყა, რაც გამოიწვია ERS-ის სისტემის მწყობრიდან გამოსვლამ. ამიტომაც ალონსომ საჭესთან გონება დაკარგა. იმის გამო, რომ "მაკლარენის" ბოლიდი ჯერაც შორს არის იდეალური კონდიციებისგან, ასეთი გაუგებრობები გასაკვირი არ არის. თუმცა ეს მხოლოდ ჭორებია და უნდა დაველოდოთ გუნდის ოფიციალურ განცხადებას.

მოგვიანებით გავრცელდა "მაკლარენის" ოფიციალური პრესრელიზი: "დღეს, ბარსელონას ტესტების მეოთხე დღეს, ბარსელონაში ფერნანდო ალონსოს "მაკლარენ ჰონდა" მესამე მოსახვევში ტრასიდან გადავარდა, რის შემდეგაც მარჯვენა მხრიდან კედელს შეეჯახა.

ფერნანდო გადაიყვანეს სამედიცინო ცენტრში, სადაც ექიმებმა პირველადი დახმარება აღმოუჩინეს. ის გონზეა და ექიმებს ელაპარაკებოდა, მაგრამ ასეთ შემთხვევაში ჩვეულებრივი პროცედურაა პილოტის ვერტმფრენით ჰოსპიტალში გადაყვანა. ახალი ინფორმაცია მოგვიანებით გავრცელდება".

გვიან კი გავრცელდა ბოლო ინფორმაცია ალონსოს მდგომარეობის შესახებ. გუნდის სარბოლო დირექტორის, ერიკ ბულიეს თქმით, კომპიუტერულმა ტომოგრაფიამ არ გამოავლინა ტრავმები და დარღვევები, მაგრამ პილოტი ღამეს ჰოსპიტალში გაატარებს ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, რათა გარანტირებულად აიცილონ თავიდან ყოველგვარი გართულება.

ალონსოს მენეჯერმა ლუის გარსია აბადმა კი განაცხადა, რომ ფერნანდოს ყველაფერი წესრიგში აქვს, ავარიის მიზეზებზე კი ჯერ ადრეა ლაპარაკი.

გუშინ დასრულდა წინასასეზონო ტესტების მეორე სერია. ოთხდღიანი ვარჯიშის სამ დღეს წრეზე საუკეთესო დრო "ლოტუსის" პილოტებმა დააფიქსირეს. პირველ და მესამე დღეს ეს გააკეთა პასტორ მალდონადომ, გუშინ კი - რომენ გროსჟანმა.

მომდევნო კვირას, ისევ ბარსელონაში ტესტების ფინალური სერია დაიწყება, სადაც გუნდების უმრავლესობა მანქანების იმ ვერსიას ჩაიტანს, რომლითაც მელბურნში სეზონის პირველ რბოლაზე გავა.

IV დღე

1. გროსჟანი (Lotus) 1:24.067 (111 წრე)

2. როსბერგი (Mercedes) +0,254 (129)

3. კვიატი (Red Bull) +0,874 (102)

4. ნასრი (Sauber) +0,889 (73)

5. ბოტასი (Williams) +1.278 (127)

6. საინსი (Toro Rosso) +1.537 (88)

7. ფეტელი (Ferrari) +2,245 (74)

8. ჰიულკენბერგი (Force India) +2,524 (36)

9. ალონსო (McLaren) +3,889 (20)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თბილისში მატჩზე ან სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად მოგზაურობა: სად ვიქირაოთ ბინა და როგორ დავზოგოთ საცხოვრებელზე
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
ფეტელს "ასტონ მარტინში" მსოფლიოს 2-გზის ჩემპიონი ჩაანაცვლებს
დიდი დაბრუნება - ჩემპიონი კვლავ ფორმულა 1-ში იასპარეზებს?!
ფორმულა 1-ის ტრაგიკული ამბავი - ნიჭიერი ჟიულ ბიანკის გარდაცვალება და მისი მეოცნებე ნათლულის მისია - ჩემპიონობა ნათლიისთვის!
"ჩემთვის ეს უფროა გართობა" - ფერნანდო ალონსომ თანამედროვე ბოლიდის მოყვანილობაზე კომენტარი გააკეთა
"ვნებდები; იმედი მაქვს, ეს სეზონი მალე დასრულდება" - ლუის ჰამილტონი ბოლიდით წელსაც უკმაყოფილოა
ფერნანდო ალონსომ ლეგენდარული ფერარი ენცო 5.4 მილიონ ევროდ გაყიდა