ესპანელი ჩოგბურთელი ვერაფრით შევიდა ფორმაში
გუშინ, გვიან ღამით უნდა გამართულიყო ფინალი რიო-დე-ჟანეიროს მამაკაცთა ტურნირში, მანამდე კი ნახევარფინალში დიდი სენსაცია მოხდა - თავის საყვარელ გრუნტზე დამარცხდა მსოფლიოს მესამე ჩოგანი, ესპანელი რაფაელ ნადალი.

"გრუნტის მეფის" დამარცხება მოახერხა იტალიელმა ფაბიო ფონინიმ. ბოლო ორი წლის განმავლობაში ის მხოლოდ მეოთხე ჩოგბურთელია, ვინც ნადალის გრუნტზე ძლევა შეძლო - მანამდე ეს გააკეთეს დავიდ ფერერმა (მონტე კარლო), ნოვაკ ჯოკოვიჩმა (რომი) და ნიკოლას ალმაგრომ (ბარსელონა). სულ კი ნადალმა ამ საფარზე კარიერაში მხოლოდ 25-ე მატჩი წააგო. საინტერესოა, რომ აქამდე რაფას ზედიზედ 52 ტურნირის ნახევარფინალი ჰქონდა მოგებული გრუნტისსაფარიან კორტებზე.

27 წლის ფონინი მეცხრედ გავიდა ATP-ის ტურნირის ფინალში და კარიერაში მეხუთე ტიტულისთვის გუშინ კიდევ ერთ ესპანელს, დავიდ ფერერს უნდა გაბრძოლებოდა. ფონინიმ ნადალთან მოგებით პირველი გამარჯვება მოიპოვა კარიერაში ATP-ის TOP5-ის წარმომადგენელთან - მანამდე რეიტინგის ლიდერებთან ზედიზედ 23 წაგება ჰქონდა. გარდა ამისა, პირველად მოუგო ნადალს, ხოლო ფერერთან მას შვიდიდან შვიდი წაგება აქვს.

პირველ სეტში კატასტროფას არაფერი მოასწავებდა - ნადალმა 6:1 გაანადგურა მეტოქე, მაგრამ მეორე პარტიიდან შეცდომების დაშვება დაიწყო, თან იტალიელი უფრო აგრესიულად ათამაშდა. აპენინელმა მეორე სეტი სწრაფად მოიგო - 6:2, მესამეში კი ბოლოს გატეხა გრუნტის ლეგენდის წინააღმდეგობა და ორ საათსა და 17 წუთში 1:6, 6:2, 7:5 გაიმარჯვა. იტალიელის ანგარიშზე 32 "ვინერსი" და ცხრა ბრეიკ-პოინტიდან ხუთი ბრეიკი მოდის.

"პირველი სეტი შესანიშნავი გამოვიდა, მაგრამ წარმატების განვრცობა ვერ შევძელი, სირთულეები მქონდა. ასევე, ვერ გავიგე, რატომ შემექმნა პრობლემები ფიზიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით.

მეორე სეტის სტარტზე თავს ცუდად ვგრძნობდი. გაცილებით მალე დავიღალე, ვიდრე ეს ჩვეულებრივ ხდება. ასეთი რამ კარიერაში ძალიან იშვიათად მქონია.

ახლა, უბრალოდ, უნდა მივიღო ეს წაგება და წინსვლა გავაგრძელო. ვარჯიშებზე კარგად ვმუშაობ, ბევრ კომპონენტში მოვუმატე. დარწმუნებული ვარ, სწორი მიმართულებით მივდივარ", - ასე ახსნა თავისი წაგება ნადალმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ისევ დამაჯერებლად - ბასილაშვილი ჩენგდუს ტურნირის ნახევარფინალშია!
კვლავ სეტის წაუგებლად - ბასილაშვილმა რეიტინგის მე-40 ნომერი დაამარცხა და ჩენგდუს ტურნირის მეოთხედფინალშია
კვლავ ორ სეტში - ბასილაშვილი ჩენგდუს ტურნირის მერვედფინალშია
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია დუბაის სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
"ბოლოს და ბოლოს, უნდა გაიგოს "რეალი" რას ნიშნავს" - რაფაელ ნადალმა ვინისიუს ჟუნიორს მიმართა
"ბატონო ნადალ, ფოტო შეიძლება?!" - ფედერერმა გულშემატკივრებთან საუბარში სასაცილო ისტორია გაიხსენა
"კილიანი მსოფლიოში საუკეთესო გახდება, მას ზურგს შესანიშნავი გუნდი უმაგრებს" - რაფა ნადალმა ფრანგზე ისაუბრა
მაგიური ჯოკოვიჩი - ნოვაკი 2028 წლის ოლიმპიადაზე თამაშს გეგმავს
ნადალი: "რეალის" ფანი ვარ, მაგრამ მესი რონალდოზე უკეთესია [VIDEO]
ფედერერის შემდეგ ნადალიც - ჩოგბურთიდან რაფაც მიდის