ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

სპორტრეტი. ქანდაკება ვარშავაში - თუ მარიო გძულს, ესე იგი, ფეხბურთი არ გესმის, არ გიყვარს...

სპორტრეტი. ქანდაკება ვარშავაში - თუ მარიო გძულს, ესე იგი, ფეხბურთი არ გესმის, არ გიყვარს...

თუ "ლივერპულმა" ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა, იცოდეთ, რომ ეს მარიო ბალოტელის დამსახურებაა. არადა, რა გააკეთა?

რამდენიმე დღის წინ "ლივერპულმა" და "ტოტენჰემმა" ისეთი თამაში გააჩაღეს, ტანში რომ რაღაც გივლის, ჟრუანტელს რომ ეძახიან, ეს იყო... არა აინშტაინი, არამედ ნელი ჟრუანტელი.

ხშირად ბანალურობაც კარგია და სულაც არ არის უადგილო. ჰოდა, ჩვენც გაცვეთილად ვთქვათ - აი, ასეთი მატჩების გამო გვიყვარს ფეხბურთი. უადგილო არც ის ადგილი გახლდათ, სადაც დრამა დაიდგა - თვით "ენფილდი".

დანიელ სტარიჯი კანიდან ამოხტა, ისე ითამაშა; სტივენ ჯერარდმა სცადა, მორიგი პენალტი ისევე აღენიშნა, როგორც ამას იქამდე აკეთებდა, სანამ მისი წასვლა გადაწყდებოდა. მაინც რაღაცნაირი სევდიანი აღნიშვნა იყო, მაგრამ ჯერარდმა კარგად ითამაშა. ფანებსაც მეტი რა უნდათ, ზოგს თვალები აუცრემლდა, ზოგმა ყელში გაჩხერილი მტკივნეული ბურთები ყლაპა.

თუმცა, პარალელურად, არ ისვენებდა მორცხვი პროვინციელივით წითელლოყება პატარა ბიჭი - ჰარი კეინი მადაზე მოვიდა. ისეთი წესიერიც აღარ არის - ასე იციან, იცვლებიან, თამამდებიან.

ვაი, რომ ხშირად თავხედდებიან კიდეც - კეინიც ზედმეტებში გადავიდა, ოღონდ ჯერჯერობით, კარგი გაგებით. ამბიციებს აკონტროლებს, მაქსიმუმ, თმა ჰქონდეს დაყენებული, კარგად დავარცხნილი, ისიც ძველ ყაიდაზე, ვინმე გამოწკეპილ-გამოპრანჭული კაცის წამხედურობით.

ფაქტია, ცაზე ვარსკვლავებს კი ეთამაშება. ახალ წელს, ცხვრის წელს, ჰარიც ცხვრის ტყავში გადაცმულ მგლად იქცა და მარტო პრემიერლიგაში უკვე იმდენი გოლი დააგროვა, რაც ევროპის წამყვან 5 ჩემპიონატში ლიონელ მესისთან ერთად საუკეთესო შედეგია.

ჰოდა, მესი რა, ვარსკვლავი არ არის? აბა, რა არის.

და მაინც, ენფილდური სანახაობის გმირი სულ სხვა იყო. გაგრძელებული წინასიტყვაობის მერე სცენაზე მთავარი პერსონაჟი გამოვაჩინოთ - მარიო ბარვუა, იგივე მარიო ბალოტელი.

"ლივერპულმა" ბალოტელიში, თანამედროვე ფას(ეულობ)ების მიხედვით, შედარებით ცოტა, მაგრამ მაინც იმდენი გადაიხადა, მთელი მსოფლიოს ხალხთა მიერ ნათამაშები "მარიოს" მონეტებისთვის თავის კაკუნით რომ ვერ შეაგროვებდით. ბალოს კი ერთხელაც არ ჰქონდა პრემიერლიგაში მეტოქის კარზე მიკაკუნებული.

ეს იყო თამაში, რომელიც ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მეომარ "ლივერპულს" აუცილებლად უნდა მოეგო. "კოპის ბიჭები" კბილებს ილესავდნენ. ბრენდან როჯერსი კი ფიქრობდა, რა ექნა, ვინ შეეშვა მინდორზე... მას შეტევაში სიმძლავრე აკლდა.

სიმძლავრე და სიძლიერე ახლანდელ რეალობაში, სამწუხაროდ, პირდაპირ ფულთან ასოცირდება, მერსისაიდელებს კი სტერლინგი არ ჰყავდათ. ჰოდა, სტერლინგიც ხომ ფულია და მერე როგორი, დედოფლის ფული. რაჰიმი რომ ყოფილიყო, ძირითადშიც მოხვდებოდა.

როჯერსმა იფიქრა და კონკიადქცეული რიკი ლამბერტის გამოშვებას ისევ საყოველთაო და საერთაშორისო "ცუდი ბიჭის", მარიო ბალოტელის გამოყვანა არჩია.

ნაკრიტიკები, გალანძღული, ჩამოწერილი და ტანჯული ბალო მინდორზე 74-ე წუთზე შევიდა. ის მაშინაც სუპერმარიოა, როდესაც ვერ თამაშობს, სისულელეებს ამბობს ან აკეთებს, ასეთები კი ხშირად ხდება და მაშინაც, როდესაც მინდორზე ზარმაცად შემოსული, რამდენიმე წუთში ასეთ თამაშს იგებს.

ის მარიოა მარად და მარად, თანაც სუპერი.

ეს ბალოს პირველი პრემიერლიგური გახლდათ, მე-13 ცდიდან. ვინ იცის, მიმდინარე პრემიერლიგაში "ლივერპულმა" "ტოტენჰემთან" გარდამტეხი გამარჯვება მოიპოვა და სეზონის ბოლოს ეს გადამწყვეტი გამოდგეს.

ბალოს იქამდეც არაფერი გაუკეთებია და შეიძლება, არც ამის მერე გააკეთოს რამე, ვარჯიში დაეზარება ან ვინმეზე გაბრაზებული, უბრალოდ, არ ითამაშებს. თუმცა თუ ბოლოს "ლივერპულმა" ლიგის საგზური მოიპოვა, იცოდეთ, რომ ეს მარიო ბალოტელის დამსახურებაა. არადა, რა გააკეთა?

ამჯერად გაქცევა არ დაეზარა, გაიხსნა, ევასგან შეცდენილი საწმინდეთიდან გამოქცეული ადამ ლალანას პასს დაუხვდა და ცარიელ კარში შეაგდო (იხილეთ ვრცლად).

კი, გეთანხმებით, ლალანამ უფრო მეტი გააკეთა ამ გოლისას. გაიტანა ბალოტელიმ, გმირი ბალოტელია, ასეთია ცხოვრება. ის ყველაზე საჭირო დროს აღმოჩნდა სწორ ადგილას.

რატომ? სხვებსაც ხომ გაუტანიათ გადამწყვეტი გოლებიო, იკითხავს ვინმე, მაგრამ სხვა ლივერპულელები ბალოტელები არ არიან, მარიო ბალოტელია.

ზოგადად, როდესაც ასეთი მატჩის მიწურულს გადამწყვეტი გოლი გაგაქვს, თანაც, მრავალგზის გაკიცხული, განდეგილი და უგოლო ხარ, სულ მინიმუმ, ღიმილით უნდა შეგეტყოს სიხარული და სიამოვნება. ზოგი ზეიმით კისერს იტეხს ან მხარს იგდებს. თუმცა ბალოტელის არ უზეიმია, უბრალოდ, ჩაიძუნძულა, ფეხები დააბაკუნა და დაბღვერილი მზერა ესროლა არემარეს. ვითომ ასეც უნდა იყოს, რა არის განსაკუთრებული იმაში რომ ასეთ დროს და ასეთ ადგილას გამარჯვების გოლი გაგაქვს?

არაფერი, მისთვის ეს ჩვეულებრივი ამბავია - ის ხომ მარიო ბალოტელია. ეს იყო ბრაზიანი რეაქცია გაბუტული ბავშვის, რომელსაც ბევრი უსაყვედურეს.

ბალო შეიძლება არ გიყვარდეს, მაგრამ ყოველთვის სასიამოვნოდ მზაკვრულად გაგეღიმება, როცა ახსენებ ან დაინახავ.

ვერც შეგძულდება. თუ გძულს, ესე იგი, ფეხბურთი არ გესმის, არ გიყვარს. ბალოტელი ფიგურაა, აი, ის ფიგურა, ვარშავაში გერმანიასთან მოგებული ნახევარფინალისას გატანილი ბურთის მერე რომ თავად გამოძერწა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• SuperMario_45

ჰაჰა კაი იყო კარგად ვიხალისე :)) "ბალო შეიძლება არ გიყვარდეს, მაგრამ ყოველთვის სასიამოვნოდ მზაკვრულად გაგეღიმება, როცა ახსენებ ან დაინახავ. ვერც შეგძულდება. თუ გძულს, ესე იგი, ფეხბურთი არ გესმის, არ გიყვარს. ბალოტელი ფიგურაა, აი, ის ფიგურა, ვარშავაში გერმანიასთან მოგებული ნახევარფინალისას გატანილი ბურთის მერე რომ თავად გამოძერწა..." თAვიდან ბოლომდე ვეთანხმები ავტორს :))

ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა

ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა

ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია

"ტოტენჰემთან" მატჩში გიორგი მამარდაშვილი სასტარტოშია

15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა

იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს

"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე

ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია

[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს

ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა

საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება

VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის

VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში

VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"

"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"

თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში

ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში

ლუის ენრიკემ ჰაკიმის ტრავმის შესახებ გააკეთა კომენტარი

"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?

"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი

"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება

"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი

"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია

მესის რეკორდი დამხობილია - მასტანტუონო "ფიორენტინას" ისტორიაშიც შევიდა

ოფიციალურად: ბალოტელი "ჯენოას" ფეხბურთელია

"გვეგონა, დინოზავრები გადაშენდნენ" - ფემინისტები "სელტიკის" მწვრთნელ ბრენდან როჯერსისგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ

"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება

"ლესტერი" როჯერსის გათავისუფლებას განიხილავს - "მელიებს" ორი კანდიდატი ჰყავთ

ბრენდან როჯერსმა "სელტიკის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა

"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"

"რეინჯერსი" სეზონის ბოლომდე ბარი ფერგიუსონს ჩააბარეს

სპორტრეტი. ლევან ყენია - ნიჭი, ძამიკო, ნიჭი...

"მადლობა ღმერთო, რომ არგენტინელი ვარ" - მესიმ სანაკრებო კარიერა დაასრულა

ბალოტელიმ "ჯენოაში" გადასვლიდან ორ თვეში შეიძლება გუნდი გამოიცვალოს

"გაგიკვირდებათ, მაგრამ საუკეთესოა ვისთანაც მითამაშია" - ბალოტელიმ ყოფილი თანაგუნდელი გამოარჩია

AD-10-S: ლეოს დასასრული არგენტინაში

ისტორიული ფაქტი - ტევესის დამსახურებით, მესის და რონალდოს ერთ გუნდში ვნახავთ

სპორტრეტი. ნიკოლოზ ცქიტიშვილი - რატომ?

"ტოტენჰემთან" მატჩში გიორგი მამარდაშვილი სასტარტოშია

მამარდაშვილის დიდებული მოგერიებები - "ლივერპულმა" თასზე "ტოტენჰემს" სძლია

[VIDEO] გულშემატკივრების ყურადღება მიიქცია - ნახეთ სტადიონი, სადაც არაბთა გაერთიანებულ საემიროების მე-2 ლიგაში ბალოტელი თამაშობს

16 წლის ასაკში ამ გადარეულმა ისეთი რამ გააკეთა, არ დაიჯერებთ" - მაიკონმა ბალოტელიზე ისტორია გაიხსენა

The Telegraph: "სიტიმ" გვარდიოლას შემცვლელად 2 ვარიანტს განიხილავს

ირაოლა: ბარკოლას კუნთის სპაზმი ჰქონდა

"მოვიწყენთ და მოგვენატრება" - მოურინიომ მესის სანაკრებო კარიერის დასრულებაზე გააკეთა კომენტარი

"როდესაც მეუღლე გარდამეცვალა, მესის ამ ქმედებამ გამაოცა" - ცნობილი არგენტინელი ჟურნალისტი

სეზონის 10 საუკეთესო მწვრთნელი, ზიდანის დაუფასებლობა თუ გადაჭარბებული მოლოდინი?

"ბოლო 20 წლის განმავლობაში საუკეთესო იტალიელი მე-9 ნომერია" - "ჯენოას" პრეზიდენტი ბალოტელიზე

უგოლო ფრე "ენფილდზე" - "ლივერპულმა" "ფულჰემს" ვერ აჯობა