"ინტერის" მიჯრით მესამე ტრიუმფი
სერია A-ს 24-ე ტური უჩვეულოდ დიდხანს გაგრძელდა და ჯერაც არ დასრულებულა. "პარმა"-"უდინეზეს" პაექრობა გადადებულია და უცნობია, როდის გაიმართება.

ორშაბათს, გვიან საღამოს, "ნაპოლიმ" "სასუოლოს" უმასპინძლა, "ინტერი" კი "კალიარის" ესტუმრა და სწორედ ამ პაექრობებზე გავამახვილოთ ყურადღება. წუხელ ამათ გენუის დერბი დაემატა, რომელიც წყალდიდობის გამო რამდენიმე დღის შემდეგ გაიმართა.

არ არის იგუაინი? არის საპატა!

მწვრთნელები ყველა შეხვედრის წინ ამბობენ, რომ წინ უმნიშვნელოვანესი მატჩი ელოდებათ, მაგრამ "ნაპოლისთვის" "სასუოლოსთან" პაექრობა მართლა განსაკუთრებული იყო. საქმე იმაშია, რომ წინა დღით "რომამ" კიდევ ორი ქულა დაკარგა და მოგების შემთხვევაში, რაფაელ ბენიტესის გუნდი "ჯალორისის" 3 ქულის, ანუ ერთი მატჩის დისტანციაზე მიუახლოვდებოდა. სულ რაღაც ერთი თვის წინ რთულად წარმოსადგენი იყო, თუ ნეაპოლელები მეორე ადგილისთვის ბრძოლაში ჩაებმებოდნენ, მაგრამ სწორედ ასე მოხდა - მეტიც, ამ დუელში უმეტესობა "ნაპოლის" მიიჩნევს ფავორიტად.

მეორე ადგილი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საგზურს იძლევა, მესამეადგილოსანი პლეი ოფში ითამაშებს და თუ რა შეიძლება მოხდეს იქ, ნეაპოლელებმა ყველაზე უკეთ იციან - შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში რაფაელ ბენიტესის გუნდი სწორედ საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობდა და ბილბაოს "ატლეტიკთან" დამარცხდა.

მოკლედ, "სასუოლოსთან" მატჩი ძალზე მნიშვნელოვანი იყო - თანაც, ამ გამარჯვებით ნეაპოლელებმა კიდევ უფრო გაიმყარეს პოზიცია მესამე ადგილზე და "ლაციო" მთელი 5 ქულით ჩამოიტოვეს. შუა კვირაში "ნაპოლიმ" ევროპალიგაზე "ტრაბზონსფორი" გაანადგურა, მშვენიერი განწყობა შეიქმნა და ამად იყო, რომ "სტადიო სან პაოლო" თითქმის პირთამდე შეივსო.

მატჩის მიმოხილვას აღარ შევუდგებით და მხოლოდ იმას აღვნიშნავთ, რომ საუკეთესო შთაბეჭილება დატოვა დიუვან საპატამ. გონსალო იგუაინის არყოფნაში, ცენტრფორვარდის პოზიციაზე სწორედ კოლუმბიელი ირჯებოდა და მატჩის გმირადაც მოგვევლინა - 61-ე წუთზე შესანიშნავი გოლი გაიტანა, ათიოდე წუთში კი მარეკ ჰამშიკს საგოლე პასი გაუკეთა. გატანა სტუმრებსაც შეეძლოთ, მაგრამ თამაში მთლიანობაში მასპინძელთა სრული უპირატესობით წარიმართა. მატჩის შემდეგ ბენიტესმა შემდეგი განაცხადა:

"დამაჯერებელი გამარჯვება მოვიპოვეთ, თუმცა ეს დიდ შრომად დაგვიჯდა. მეტოქე ორგანიზებულად იცავდა თავს და სახიფათო იყო კონტრშეტევებზე. "სასუოლო" ფიზიკურად ძლიერი გუნდია და საქმე ამანაც გაართულა. მთლიანობაში, კმაყოფილი ვარ შეგირდთა გარჯით, რადგან სასურველ შედეგს მივაღწიეთ. მარეკ ჰამშიკმა კარგად ითამაშა, დიუვან საპატა კი მართლაც შეუდარებელი იყო. თუმცა საპატამ კარგად იცის, რომ ძირითად შემადგენლობაში დასამკვიდრებლად ეს საკმარისი არაა".

ფერიცვალება

"ინტერმა" მიჯრით მესამე მატჩი მოიგო და მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა სატურნირო მდგომარეობა. დღეს ევროპალიგის საგზურის მოპოვება გაცილებით რეალური ჩანს, ვიდრე სამი კვირის წინ.

რობერტო მანჩინის გუნდმა უპირატესობით წარმართა "კალიარისთან" პაექრობა და დამსახურებულად გაიმარჯვა. სტუმართაგან თავი მატეო კოვაჩიჩმა და მაურო იკარდიმ გამოიჩინეს, რასაც სარდინიელებმა ერთი გოლით უპასუხეს - თუმცა, იქაც თავი მილანელმა გამოიჩინა - სამუელ ლონგომ ძლიერი დარტყმით ბურთი ძელს გაარტყა, ასხლეტილი კი მეკარე ხუან კარიცოს მოხვდა თავში და ისე შეგორდა ბადეში. მოკლედ, 2:1 "ინტერის" სასარგებლოდ და კარგი ნახტომი სატურნირო ცხრილში.

მატჩის შემდეგ მანჩინიმ ასეთი კომენტარი გააკეთა: "ორი ბურთის სხვაობით ვიგებდით და შეგვეძლო, მესამეც გაგვეტანა, მაგრამ აქეთ გავუშვით და ბოლოს ბევრიც ვინერვიულეთ. თითქოს "ინტერის" ხვედრია, რომ მაშინაც უნდა ვინერვიულოთ, როდესაც საამისოდ საქმე არ გვაქვს. მთლიანობაში, მაინც კმაყოფილი ვარ, რადგან ზედიზედ მესამე მატჩი მოვიგეთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

იტალიის ნაკრებში გატუზოს შემცვლელი ცნობილია
კონტე: იტალიის ნაკრების მწვრთნელად კონტეს ავირჩევდი
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
17 წლის ნგუმოა პსჟ-სთან ძირითადში დაიწყებს? - სლოტმა შეკითხვას უპასუხა
"ბორნმუთთან" მატჩში ჩვენს მოედანს პრობლემა ჰქონდა" - იოკერეში
საქართველო 5:2 აზერბაიჯანი
მარკოიშვილის გაწვრთნილმა "მონაკომ" ევროლიგაში შენგელიას "ბარსელონა" დაამარცხა
ქოჩორაშვილი ისევ არ ათამაშეს - "სპორტინგმა" გაიმარჯვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-2 მეშახტე. როდის მთავრდება თამაში?
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-2 დინამო (ბთ). ფრე ორივეს აწყობდა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...
18 წ. | საქართველოს ნაკრები ექვსი ერის ფესტივალზე შოტლანდიასთან დამარცხდა
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
დეშამი ესპანურ გრანდს ჩაიბარებს? - ის საფრანგეთის ნაკრებიდან მუნდიალის შემდეგ წავა
გადაიტანენ თუ არა მუნდიალზე ირანის მატჩებს სხვა ქვეყანაში - მექსიკის პრეზიდენტმა ყველაფერი განმარტა
[VIDEOS] ბითაძის მორიგი ორმაგი დუბლი მცირე დროში და მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი
ნეიმარი MLS-ში? - ბრაზილიელს ახალი ვარიანტი გამოუჩნდა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
[VIDEO] წიტაიშვილმა "მარსელს" "ველოდრომზე" ლამაზი გოლი გაუტანა - "მეცი" მაინც დამარცხდა
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
ლუის ენრიკე ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება
"ბო****ლო ამ ყველაფრისთვის აუცილებლად გადაიხდი" - ნარასა და იკარდის შორის კონფლიქტი გრძელდება
მაუროს თავს ცუდი ამბებია, შვილები აღარ ელაპარაკებიან და ერთ-ერთმა გვარის შეცვლა გადაწყვიტა
კონტრაქტს გაუგრძელებენ - "გალათასარაის" იკარდის შენარჩუნება უნდა
[VIDEO] "ნაპოლიმ" "მილანსაც" მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა
მილანის "ინტერი" საქართველოში - ექსკლუზიური ინტერვიუ იტალიელ მწვრთნელთან
ლუჩიანო სპალეტი შესაძლოა, სერია A-ში სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდეს
"ინტერმა" "რომას" კუთხურიდან გაუტანა - მოურინიო ისევ ბრაზობს
ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?
[VIDEO] მოურინიოს და მისი ფეხბურთელების ხუმრობა იკარდის პენისის ზომაზე - "გალათასარაის" ფორვარდი მორიგ სკანდალში გაეხვა
იკარდი შეიძლება "იუვენტუსში" გადავიდეს
კონტე: იტალიის ნაკრების მწვრთნელად კონტეს ავირჩევდი
დიდი ალბათობით, რამდენიმე საათში "ნაპოლის" ახალი მწვრთნელი ეყოლება
ჰამშიკი: მე ამას "კვარასგან" არ ველოდი
"ჭორები "ინტერზე"? "კომოს" გამო ყველას და ყველაფერს შევჭამ" - სესკ ფაბრეგასი
"სკუდეტოს მოგება რეალურია" - ლაუტარო "ინტერის" შანსებზე
მოიესს კიდევ ერთი შანსი მისცეს - ბენიტესი მოლოდინის რეჟიმშია
"ხვიჩა საოცრად კრეატიული ფეხბურთელია" - მარეკ ჰამშიკმა "კვარაზე" ისაუბრა
კვარაცხელიას ბენიტესი გაწვრთნის? - იტალიური პრესა ესპანელის "ნაპოლიში" შესაძლო დაბრუნებაზე წერს
"მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს - "არსენალმა" ფასი დაასახელა
თურქულ შეკრებაზე მყოფ "ნაპოლის" მარეკ ჰამშიკი ეწვია [VIDEO]
მანჩინი სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდა - იტალიელმა კატარული გუნდი ჩაიბარა
"ჩემი აზრით, "ნაპოლიში" საუკეთესოა" - ჰამშიკმა ფავორიტი მოთამაშე დაასახელა
რაფაელ ბენიტესი ბერძნულ გუნდს ჩაიბარებს
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
მოტას უშვებენ, მანჩინი საკლუბო ფეხბურთს უბრუნდება - სრულფასოვანი კონტრაქტის მისაღებად, რობერტოს ერთი მისიის შესრულება მოუწევს
[VIDEO] "მაქსი იმდენად გულუხვია, მეგობარი გამაცნო და მასზე გავთხოვდი" - ვანდა ნარას განცხადებას ყოფილი ქმრის თანდასწრებით, დიდი განხილვა მოჰყვა
ოფიციალურად - მანჩინი "ალ-სადს" ჩაუდგა სათავეში
მოულოდნელი ვარიანტი - იტალიის ნაკრებს რაფაელ ბენიტესიც დაუკავშირეს
"მთხოვა, ეს მეორედ აღარ მეთქვა" - ბენიტესმა სპალეტისა და "ნაპოლიზე" ისაუბრა
"რატომ მირჩევნია ინსინიე კვარას? ქართველისგან განსხვავებით, იტალიელი ამას აკეთებდა..." - ჰამშიკს რთული არჩევანის გაკეთება მოუწია
პრიმერას გუნდებს შეტევის გაძლიერება სურთ
ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი ისტორიაში - ბენიტესმა ბერძნული გუნდი ჩაიბარა
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
"გეტყვით, რატომ მოუგო პსჟ-მ "ინტერს" დიდი ანგარიშით" - რობერტო დე ძერბი
რობერტო მანჩინი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს