ჩემპიონთა ლიგა. 1/8 ფინალი. I მატჩი
"ბარსელონამ" მატჩი უფრო აქტიურად დაიწყო. ჯერ მარტინ დემიკელისმა ითამაშა კარგად და მომენტი გააუვნებელყო, შემდეგ ლუის სუარესმა დაარტყა არაზუსტად.

თუმცა კატალონიელებმა თავისას მაინც მალე მიაღწიეს, ლიონელ მესის აქტიურობას სუარესის გოლი მოჰყვა. მანჩესტერელებს ყველაზე მეტად სუარესთან გამკლავება უჭირდათ და ექსლივერპულელი კიდევ ერთხელ აღმოჩნდა იქ, სადაც საჭირო იყო. ურუგვაელმა ხელსაყრელი პოზიციიდან შანსი აღარ გაუშვა და ახლო მანძილიდან აუღებელი დაურტყა ჯო ჰარტს.

"ქალაქელებს" უჭირდათ და შეტევაში, ფაქტობრივად, არაფერი გამოსდიოდათ. აი, სუარესს კი სხვაობის გაზრდა შეეძლო, მაგრამ აშკარა საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა.

მიუხედავად ამისა, "ბარსამ" ნახევარ საათში შეძლო მეოთხედფინალისკენ გიგანტური ნაბიჯის გადადგმა - მესიმ კიდევ ერთხელ გაილაღა და სოლო-რეიდის შემდეგ არგენტინელმა ფლანგზე ჟორდი ალბას გაუგორა, რომელმაც გამჭოლი პასით სუარესი მოძებნა. მანაც დასწრებაზე საუცხოოდ ითამაშა - 0:2. მანჩესტერელებს თითქმის არაფერი გამოსდიოდათ, ედინ ჯეკოს ორ არც ისე სახიფათო დარტყმას თუ არ ჩავთვლით - "ბარსა" ერთი თავით მაღლა იდგა.

მეორე ნახევრის დებიუტში სერხიო აგუერომ ოდნავ ააცილა. სამაგიეროდ, კუნს მოგვიანებით გამოუვიდა, როდესაც დავიდ სილვას დახვეწილი ქუსლურის მერე გაიტანა. მანუელ პელეგრინის უკვე ვილფრიდ ბონიც შეყვანილი ჰყავდა მოედანზე და მასპინძლები თამაშის გადარჩენას ცდილობდნენ, მაგრამ გაელ კლიშის წითელმა ბარათმა მათ ამოცანა გაურთულა.

საბოლოოდ, "ეტიჰადის" სტუმრებმა მაინც მშვიდად მიიყვანეს მატჩი დამსახურებულ გამარჯვებამდე. მეტიც, ჰარტი რომ არა... მესიმ ბოლო წამებზე მორიგი პენალტი გააცუდა, მას ინგლისელმა აუღო, დამატებაზე კი ლეომ, ფაქტობრივად, ცარიელ კარში თავით ვარდნაში ააცილა. გჯერათ "კამპ ნოუზე" "სიტის" მოგების?

ჩემპიონთა ლიგა. 1/8 ფინალი. I მატჩი

სიტი-ბარსელონა 1:2

გოლები: 0:1 სუარესი (16), 0:2 სუარესი (30), 1:2 აგუერო (69)

სიტი (4-4-2): ჰარტი - საბალეტა, კომპანი, დემიკელისი, კლიში - ნასრი (62. ფერნანდინიო), ფერნანდო, მილნერი, სილვა (78. სანია) - ჯეკო (68. ბონი), აგუერო

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - დ. ალვეში (75. ადრიანო), პიკე, მასკერანო, ალბა - რაკიტიჩი (71. მატიო), ბუსკეტსი, ინიესტა - მესი, ნეიმარი (80. პედრო), სუარესი

შენიშვნა: მესიმ ვერ გაიტანა პენალტი (94)

გაფრთხილება: კლიში, კლიში, ფერნანდო - რაკიტიჩი, ალვეში, ადრიანო

გაძევება: კლიში (74)

კუთხური: 8-4 ჯარიმა: 13-13 თამაშგარე: 0-7 კარში დარტყმა: 13(5)-15(4) ბურთის ფლობა: 38%-62%

მაყურებელი: 45 550

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნიკო
მესიტურბატორებო ყველა ქვეყნისა შეერთდით!
"კმარა პსჟ-ს და "სლოვანის" მატჩის ყურება" - რიოლო ჩემპიონთა ლიგის რეფორმას მოითხოვს
"ეს დამცირებაა" - რა თქვა "ლანსის" მწვრთნელმა "კომოსთან" 1:9 განადგურების შემდეგ
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
"ძალიან მეცოდება" - უმტიტიმ ვინისიუს ჟუნიორზე ისაუბრა
"პოკერი შევასრულე, სახლში დავბრუნდი და ცოლმა არ მომილოცა... მეორე დღეს ამიხსნა, ეს რატომ გააკეთა" - სუარესის მოყოლილი ისტორია ინტერნეტს იპყრობს
აგუეროს ფეხბურთში დაბრუნება შესაძლებელია - "კუნმა" ექიმისგან თანხმობა მიიღო
[VIDEO] სიტყვები უბრალოდ ზედმეტია - მესის ორი გენიალური გოლი 4 წუთში
ისევ ფორვარდი? - "ლივერპულმა" შესაძლოა, ლუის სუარესი შეიძინოს
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
აგუერო: პორნოვარსკვლავი მესი მოედანზე სექსუალური მოძალადეა
"თუ ეს მოხდა, სასქესო ორგანოს მოვიჭრი" - აგუეროს დადებული პირობა სოციალურ ქსელში მთავარი სახალისო თემაა
"თუ საჭირო იქნება, მზად ვარ" - სუარესი შესაძლოა, 2026 წლის მუნდიალზე ვიხილოთ
[VIDEO] "ბარსელონამ" "ატლეტიკოს" თამაში შემოუტრიალა
"მუდამ მსუქანსა და უდისციპლინოს მეძახდნენ, მე გამძლეობის მაგალითი ვარ" - ლუის სუარესი
სასჯელი უმკაცრესი იქნება? - "სიტი" შესაძლოა, მომავალ სეზონში ჩემპიონშიპში ვიხილოთ
"ჩემი ფეხბურთელები თითქოს ხულიგნები იყვნენ" - ბენინის ნაკრების მწვრთნელის ასისტენტი არგენტინელების მოქმედებით უკმაყოფილო დარჩა
"ზოგადად ბრაზილიელები ამპარტავნები არიან, მოედანზე ზედმეტად დიდ ყურადღებას იქცევს" - აგუერომ განმარტა მიზეზები, რის გამოც ვინისიუსმა "ოქროს ბურთი" ვერ მოიგო
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა
"19 წლის იამალი თავის ასაკში მესისა და რონალდოზე ძლიერია" - სტივენ ჯერარდი
"მისი მსგავსი ფეხბურთელი აღარ დაიბადება" - კასანომ მესიზე ისაუბრა
დიუგარი: პსჟ ყველა მეტოქეზე ერთი თავით მაღლა დგას
"შესაძლოა "მანჩესტერ სიტის" ტატუს წაშლა მომიწიოს" - კაილ უოკერი
"ფანებისთვის კარგი ამბავი მაქვს" - სერხიო აგუერომ ლიონელ მესიზე ისაუბრა
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
აგუერომ კარიერის სავარაუდო განახლებაზე ისაუბრა
Virgilio Sport: ნუთუ ლუის ენრიკე კვარადონას ზუსტად ისევე ჩამოწერს, როგორც დონარუმას?
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
რჩება თუ მიდის - მაიამის "ინტერის" დირექტომა სუარესის მომავალზე ისაუბრა
ლეგენდა მშობლიურ გუნდს უბრუნდება? - მესიმ შესაძლოა, კლუბი შეიცვალოს
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
[VIDEO] ლუის სუარესის ულამაზესი გოლი, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ
"თუ ჩემი იმედი აქვს, ეს უნდა გაითვალისწინოს" - რაფინიას ულტიმატუმი ანჩელოტისა და ბრაზილიის ნაკრებს