ჩემპიონთა ლიგა. 1/8 ფინალი. I მატჩი
ტურინული მატჩი უფრო დაძაბული გამოვიდა, ვიდრე სანახაობრივი; მთლიანობაში კი, მაინც საინტერესო დაპირისპირება ვიხილეთ.

მატჩის პირველი 15 წუთი ტურინელთა უპირატესობით წარიმართა, რასაც კარლოს ტევესის გოლი მოჰყვა - იმ ეპიზოდში დორტმუნდელთა მეკარე შეცდა, რომელმაც ალვარო მორატას დარტყმული ისე მოიგერია, ფაქტობრივად, ცარიელი კარის წინ მდგარ არგენტინელს ჩააბარა.

სულ რაღაც 5 წუთში საპასუხო შეცდომა უკვე ჯორჯო კიელინიმ დაუშვა, რომელსაც ცუდ დროს აუსრიალდა ფეხი, მარკო როისი ჯანლუიჯი ბუფონთან პირისპირ დატოვა და მასაც ანგარიშის გაქვითვა აღარ გასჭირვებია. როისის გოლმა სტუმრებს თავდაჯერება შეჰმატა და თამაში მათი უპირატესობით გაგრძელდა...

დორტმუნდელები ბურთსაც უფრო მეტად ფლობდნენ და გატანაც შეეძლოთ, მაგრამ ტაიმის მიწურულს გოლი სწორედ მათ კარში გავიდა - ტურინელთა იშვიათ შეტევას პოლ პოგბას შესანიშნავი გადაცემა და ალვარო მორატას ზუსტი დარტყმა მოჰყვა - 2:1.

მეორე ტაიმში ზედმეტი რისკისგან ორივე გუნდი თავს იკავებდა და სახიფათო მომენტებიც უფრო ნაკლებად იქმნებოდა. თამაშის მიწურულს, დორტმუნდელებს თითქოს, დაღლა დაეტყოთ და მასპინძლებსაც შეექმნათ ერთი-ორი მეტ-ნაკლებად სახიფათო მომენტი.

და მაინც, მეორე ტაიმში უკვე ორივე გუნდს ეტყობოდა, რომ მთავარი საკუთარი კარის უსაფრთხოება იყო. წინ მეორე მატჩია და ყველაფერი გერმანიაში გაირკვევა.

ჩემპიონთა ლიგა. 1/8 ფინალი. I მატჩი

იუვენტუსი-ბორუსია 2:1

გოლები: 1:0 ტევესი (13), 1:1 როისი (18), 2:1 მორატა (42)

იუვენტუსი (4-3-1-2): ბუფონი - ლიხტშტაინერი, ბონუჩი, კიელინი, ევრა - მარკიზიო, პირლო (37. პერეირა), პოგბა - ვიდალი (86. პადოინი) - ტევესი (89. კომანი), მორატა

ბორუსია (4-2-3-1): ვაიდენფელერი - პიშჩეკი (32. გინტერი), პაპასტატოპულოსი (46. კირხი), ჰუმელსი, შმელცერი - გიუნდოგანი, შაჰინი - მხითარიანი, როისი, ობამეიანგი - იმობილე (76. ბლაშჩიკოვსკი)

გაფრთხილება: ვიდალი, პერეირა (იუვენტუსი)

კუთხური: 8-4; ჯარიმა: 8-10; თამაშგარე: 4-2; კარში დარტყმა: 11-9 (4-3); ბურთის ფლობა: 48%-52%

მაყურებელი: 42 000

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"კმარა პსჟ-ს და "სლოვანის" მატჩის ყურება" - რიოლო ჩემპიონთა ლიგის რეფორმას მოითხოვს
"ეს დამცირებაა" - რა თქვა "ლანსის" მწვრთნელმა "კომოსთან" 1:9 განადგურების შემდეგ
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
მარკის რიდი მატჩის საუკეთესო მოთამაშეა - "ბაჰჩეშეჰირმა" იტალიაში "რომა" გაანადგურა
19-წლამდელებმა შესარჩევში ასპარეზობა სან-მარინოსთან გამარჯვებით დაასრულეს
შერმადინის "ტენერიფემ" ევროთასის მატჩი "ტელეკომს" თურქეთში დრამატულად მოუგო
ისევ საფრანგეთში, მაგრამ მე-3 ლიგაში - ბენ იედერი სამშობლოში დაბრუნდა
პრობლემა დე ლაურენტისის მოთხოვნაა - დე ბრუინს "ნაპოლიდან" წასვლა უნდა
"ეს უბრალოდ ფარსია!" - კასანომ რონალდინიო კარიერის განახლების გამო გააკრიტიკა
"არანაირი პრობლემა არ იქნება" - სკალონი მესის სამწვრთნელო შტაბში შესაძლო გაწევრიანებაზე
უკრაინასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
U17. საქართველოს ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის A ლიგაში გავიდა
საქართველოს ნაკრებმა პირველი ვარჯიში თბილისი არენაზე გამართა
216 სანტიმეტრი სიმაღლის ცენტრით - ჯიკიჩმა ნოემბრის სანაკრებო მატჩებისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
ერლინგ ჰოლანმა შესაძლოა, ზაფხულში "სიტი" დატოვოს
დვალიშვილის თხოვნის შემდეგ, უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანაგუნდელები აბუ-დაბის ციხიდან გაათავისუფლეს
[VIDEO] "ილიასთან მთელი ცხოვრების გატარება მინდოდა... ურთიერთობის გაგრძელება ამას ნიშნავდა" - თოფურიას ყოფილმა მეუღლემ საჯაროდ განქორწინებაზე პირველად ისაუბრა
რომელუ ლუკაკუმ 33 წლის ასაკში სანაკრებო კარიერა დაასრულა
მილევსკიმ უკრაინა ანდორას დონეზე დააყენა და ჩვენ უფრო ცუდ დღეში მოგვიხსენია - მაშინ სადაა საქართველოს ნაკრები?!
რამოსი კვლავ ლა ლიგაში? - ლეგენდარულ ესპანელს ახალი ვარიანტი აქვს
მესი კვლავ არგენტინის ნაკრებში და უკვე სხვა როლით? - ლეოს ახალი წინადადება აქვს
წლის რჩეული მამაკაცი - საფრანგეთში ამ პრიზის მფლობელი კვარაცხელია გახდა
ოფიციალურად: "კრისტალ პალასს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
დიდი ისტორიის დასასრული - მარკო როისი ზაფხულში "დორტმუნდს" დატოვებს
მორატას MLS-ში ეპატიჟებიან, თავად კი ფაბრეგასის გადაწყვეტილებას ელის
ემოციური კადრები - "სიგნალ იდუნა პარკი" მარკო როისს დაემშვიდობა [VIDEO]
კვლავ იტალიაში - მორატა სერია A-ს დაუბრუნდა
მორატას ისევ სერია A-ში უხმობენ - ალვარომ შესაძლოა, მესამე იტალიური გუნდის მაისური მოირგოს
კარლოს ტევესი: არგენტინას მუნდიალის მოგების კარგი შანსი აქვს
"მანჩესტერ იუნაიტედი" "დორტმუნდის" ნახევარმცველის 100 მილიონად შეძენას აპირებს
ისტორიული ფაქტი - ტევესის დამსახურებით, მესის და რონალდოს ერთ გუნდში ვნახავთ
მიქაუტაძის საგოლე პასი - "ვილიარეალი" "დორტმუნდთან" დამარცხდა
[VIDEO] "ფენერბაჰჩე" "სლავიასთან ფრეს დასჯერდა, "დორტმუნდმა" კი "საბაჰი" დაამარცხა
12 წლის შემდეგ - მარკო როისი პრემიერ ლიგაში გადასვლასთან ახლოსაა
კარლოს ტევესი "ინდეპენდენტეს" მწვრთნელად დანიშნეს
როისი რჩება - "დორტმუნდი" ფეხბურთელს ხელფასს მნიშვნელოვნად უმცირებს
[VIDEO] "რეალმა" "რომას" თამაში 1:3-დან 7 წუთში შემოუტრიალა - "ასტონ ვილამ" "ფენერბაჰჩე" გააბითურა
ტევესი შეცვალა - ხორხე სამპაოლო სამუშაოდ სამშობლოში დაბრუნდა
როისი, სავარაუდოდ, MLS-ს მიაშურებს
Bild: პსჟ ძირითადი მეკარის გამოცვლას გეგმავს
"დორტმუნდმა" მარკო როისს კონტრაქტი გაუგრძელა
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
კარლოს ტევესმა მწვრთნელობა დაიწყო - მან პირველი გუნდი სამშობლოში ჩაიბარა
"ასეთი გამოცდილი ფეხბურთელი, უფრო მომთმენი უნდა იყოს" - ფაბრეგასმა მორატა გააკრიტიკა
"ისეთ მწვრთნელებთან მიმუშავია, როგორებიც ალექს ფერგიუსონი და მარსელო ბიელსა იყვნენ, თუმცა კონტე მათ შორის ყველაზე მაგარი იყო" - კარლოს ტევესი
უკან სამშობლოში - ალვარო მორატა ესპანეთში დაბრუნდა
უკვე მეორედ - მორატა ცოლს გაშორდა და მიზეზზე ისაუბრა