კულუარებში სერიოზული ბრძოლაა გაჩაღებული კრივის ისტორიაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ბრძოლაზე დასასწრებად

მცდარი აღმოჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ფლოიდ მეივეზერსა და მენი პაკიაოს შორის 2 მაისს დანიშნული ბრძოლის ბილეთები 15 წუთში გაიყიდა. ოფიციალურად "საუკუნის ბრძოლაზე" დასასწრები ბილეთების რეალიზაცია ჯერ არ დაწყებულა, თუმცა კულუარებში სერიოზული ბრძოლაა გაჩაღებული კრივის ისტორიაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ბრძოლაზე დასასწრებად.

რაც შეეხება VIP-ბილეთებს, ჩვეულებრივ, მათ უფასოდ ურიგებენ სხვადასხვა დარგში ვარსკვლავებს, მაგრამ ამჯერად ვერც ერთი ცნობილი ადამიანი ვერ შეძლებს ამ ბრძოლაზე უფასოდ შესვლას. როგორც იტყობინებიან, ერთი VIP-ბილეთის ფასი დაახლოებით 65 ათასი დოლარი იქნება.

"ვერავინ მიიღებს ბილეთს უფასოდ, - განაცხადა პაკიაოს პრომოუტერმა ბობ არუმმა. - ბილეთების ძირითადი ნაწილი ეკუთვნის "MGM გრანდ"-ს, სადაც გაიმართება ეს ბრძოლა. ამიტომაც, როცა ამ საკითხზე მირეკავენ, სწორედ იქ ვუშვებ მათ განაცხადის შესავსებად. MGM განაცხადს მიიღებს მხოლოდ იმათგან, ვისი საკრედიტო ხაზი მინიმუმ 250 ათას დოლარს შეადგენს".

რაც შეეხება ჩვეულებრივ ბილეთებს, არსებობს ვარაუდი, რომ საერთო გაყიდვაში მათი მცირე ნაწილი გამოვა. ამ მომენტისთვის ერთი ბილეთის საშუალო ფასი 10 ათას დოლარს უდრის, მაგრამ მათი შეძენა კრივის სამყაროს ყველა წარმომადგენელს არ შეეძლება, აღარაფერს ვამბობთ ჩვეულებრივ გულშემატკივრებზე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-2 დინამო (ბთ). ფრე ორივეს აწყობდა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
დეშამი ესპანურ გრანდს ჩაიბარებს? - ის საფრანგეთის ნაკრებიდან მუნდიალის შემდეგ წავა
ნეიმარი MLS-ში? - ბრაზილიელს ახალი ვარიანტი გამოუჩნდა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
ლუის ენრიკე ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება
იტალიის ნაკრებში გატუზოს შემცვლელი ცნობილია
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
პსჟ ინგლისის ნაკრების შემტევის შეძენას გეგმავს
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ვარ" - ჰარი მაგუაიერი
"ცუდი შედეგები მისი ბრალი არ არის" - "ლივერპულის" ხელმძღვანელობა სლოტს სრულ ნდობას უცხადებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
დიდი გასამრჯელო ორივეს და მოკრივეების პროგნოზები "უაილდერი - ფიური 2"-ზე
ცეცხლთან თამაში არ ღირს: ჯეიკ პოლმა მეივეზერს კეპი წაართვა, შემდეგ კი მაისური თავზე გადაახიეს და სათვალეც დაუმტვრიეს [VIDEO]
Forbes: ბოლო 10 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებად სპორტსმენთა სიას აქვეყნებს, ლიდერი არც რონალდოა, არც მესი...
UFC-ის ვარსკვლავი გეი-პორნოში აღმოაჩინეს? უზბეკი ბიჭის ისტორია
მენი პაკიაო 30 მილიონს ერთი ბრძოლისთვის მიიღებს
კონორ მაკგრეგორი: კრივში მსოფლიო ჩემპიონი გავხდები, ბრძოლა პაკიაოს შევთავაზეთ
ESPN-მა კანელო ალვარესი წლის საუკეთესო მოკრივედ დაასახელა - ხუთეულში 41 წლის ჩემპიონიცაა
ფლოიდ მეივეზერი დიდი ბრძოლისთვის ბრუნდება? - მოკრივემ ვარჯიშის კადრები გაავრცელა [VIDEO]
2 მაისს 300 მილიონი თამაშდება
ჩემპიონი 8 წონით კატეგორიაში და ახლა ფილიპინების პრეზიდენტიც? - პაკიაო პრეზიდენტობაზე კენჭს იყრის
"ფული მე არ მმართავს, პირიქით, მას ვმართავ მე..." - მეივეზერი
"მინდა ამ ვარიანტის ცდაც, უკვე მაქვს რაღაც პატარა გამოცდილება..." - ცნობილი "იუთუბერისთვის" კრივი ბოლო გაჩერება არ იქნება?
ხაბიბი ფლოიდის წინააღმდეგ? MMA თუ კრივი?
Marca-მ სერენას წასვლის შემდეგ ლეგენდების დამშვიდობება გაგვახსენა
მენი პაკიაო VS ფლოიდ მეივეზერი - საუკუნის ბრძოლა იქნება!
საუკუნის ბრძოლა ისევ დღის წესრიგშია
მუჰამედ ალის ყოფილი მენეჯერი: მუჰამედ ალი ამ მოკრივეს ვერასდროს დაამარცხებდა