ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

NBA. რეგულარული ჩემპიონატი: ლებრონის ახალი რეკორდი

NBA. რეგულარული ჩემპიონატი: ლებრონის ახალი რეკორდი

"კლივლენდის" ლიდერს ფორვარდებს შორის ყველაზე მეტი პასი აქვს
გუშინ, ისტორიულ მომენტს ჰქონდა ადგილი "კლივლენდისა" და "დეტროიტის" მატჩში. "კავალიერზმა" მეტოქე 102:93 დაამარცხა. ლებრონ ჯეიმსმა 19 ქულითა და 11 შედეგიანი პასით დაასრულა მატჩი და პირველ ადგილზე გადავიდა NBA-ის ისტორიაში ფორვარდებს შორის შედეგიანი გადაცემების რაოდენობით. აქამდე ლიდერი იყო "ჩიკაგოს" ლეგენდა სკოტი პიპენი 6135 პასით, ახლა კი "კლივლენდის" ლიდერის ანგარიშზე 6142 შედეგიანი გადაცემა მოდის.

"ჩემთვის ეს კოლოსალური მიღწევაა და უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე ორი დღის წინ, ქულების რაოდენობით ალენ აივერსონის გასწრება. ეს იმიტომ, რომ ჩემთვის მნიშვნელოვანია დავეხმარო პარტნიორებს და არა საკუთარ სტატისტიკაზე და მიღწევებზე ვიფიქრო", - განაცხადა ჯეიმსმა.

ასევე ლებრონმა აღნიშნა, რომ პიპენი მისთვის განსაკუთრებული ფიგურა იყო და გუშინდელი მიღწევა ამითაც არის დასაფასებელი:

"ბავშვობაში ვაღმერთებდი მაიკლ ჯორდანს. მაგრამ საკუთარი სათამაშო თვისებების განვითარებისას, ძალიან ხშირად ვუყურებდი სკოტი პიპენს, რადგან ის ჩემთვის იმ ტიპის ვარსკვლავი იყო, როგორიც შეიძლებოდა მე გამოვსულიყავი. ასე რომ, ეს შესანიშნავი გრძნობაა - დაამხო შენი კერპის რეკორდი".

კონფლიქტი დალასში

"ტორონტომ" ზედიზედ მესამე მატჩი წააგო გასვლაზე, როცა "დალასი" მეოთხე მეოთხედში გაექცა. კანადელებს პირველ ტაიმში 13-ქულიანი უპირატესობა ჰქონდათ, მაგრამ "მავერიქსის" სათადარიგოებმა ექვს ქულამდე შეამცირეს სხვაობა, თუმცა მესამე მეოთხედის სტარტზე "რეპტორზმა" ისევ დაიწყო წინ გასვლა.

მეორე ტაიმში ერთ საინტერესო მომენტს ჰქონდა ადგილი: მეორე ნახევარში ოთხი წუთის თამაშის შემდეგ, გამთამაშებელ რაჟონ რონდოსა და მწვრთნელ რენდი კარლაილს შორის შელაპარაკებას ჰქონდა ადგილი, რის შემდეგაც მცველი სათადარიგოთა სკამზე დასვეს და მას შემდეგ მოედანზე აღარ გამოჩენილა. რაჟონმა ჯამში 18 წუთი ითამაშა, რაც მის საშუალო სათამაშო დროზე 10 წუთით ნაკლები იყო. ის კარგად შეცვალეს ჰარისმა და ბარეამ.

იმავე მეოთხედში "დალასმა" ისევ შეამცირა სხვაობა სამ ქულამდე. ბოლო მეოთხედის პირველ რვა წუთში სტუმრებმა თამაშიდან მხოლოდ სამი ბურთი ჩააგდეს და ტექსასელებისგან 21:8 სპურტი მიიღეს. ბოლო ოთხი წუთში კი "მავერიქსის" რიგებში მხოლოდ ელისმა გამოიჩინა თავი, მაგრამ უკვე აღარც "ტორონტოს" შეტევა მუშაობდა. ასე რომ, "დალასმა" ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო და თანდათან ეს გუნდი იმყარებს პოზიციებს დასავლეთში, ოღონდ კონფლიქტი კარლაილსა და რონდოს შორის, ნამდვილად არ იყო დროული, რადგან გუნდს სერიოზული ამბიციები აქვს მომავალ პლეი ოფში.

სხვა მატჩები

- "ოკლაჰომას" ლიდერმა რასელ უესტბრუკმა "ინდიანასთან" გუშინდელ მატჩში მორიგი სამმაგი დუბლი შესრულა - მესამე მიმდინარე სეზონში და მე-11 კარიერაში. გამთამაშებელმა მოედანზე 28 წუთი გაატარა, დააგროვა 20 ქულა, 11 მოხსნა და 10 შედეგიანი პასი. "ოკლაჰომამ" კევინ დურანტის გარეშე ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო, სულ კი საკუთარ მოედანზე ზედიზედ მეშვიდედ გაიმარჯვა.

- "გოლდენ სტეიტმა", რომელსაც თავისი ლიდერი სტივენ კარი დაუბრუნდა, "ვაშინგტონი" დაამარცხა იმის მიუხედავად, რომ 16-ით ნაკლები მოხსნა აიღო და მეტოქეს თამაშიდან 53 პროცენტის სიზუსტით ასროლინა. "უიზარდსმა" ზედიზედ მეოთხე მატჩი წააგო, "გოლდენ სტეიტმა" კი ბოლო შვიდ შეხვედრაში მეექვსედ გაიმარჯვა.

ვაშინგტონი-გ. სტეიტი 107:114

28:30, 23:24, 32:32, 24:28

ვ: პირსი (25), გორტატი (16+11 მოხსნა), უოლი (16+11 პასი), ტემპლი (10), სერაფინი (10).

გ-ს: კარი (32+8 პასი), ტომპსონი (17+5 ჩაჭრა), სპეიტსი (16), გრინი (13+6 მოხსნა+5 პასი), ჰ. ბარნსი (11), ლი (5+10 მოხსნა).

დეტროიტი-კლივლენდი 93:102

27:30, 35:23, 12:24, 19:25

დ: ჯექსონი (22+8 მოხსნა+9 პასი), კოლდუელ-პოუპი (21), დრამონდი (17+10 მოხსნა), მონრო (12+14 მოხსნა).

კ: ლავი (24+9 მოხსნა), ჯეიმსი (19+7 მოხსნა+11 პასი+3 ჩაჭრა), ირვინგი (18+5 პასი), მოზგოვი (14+6 მოხსნა+4 დაფარება).

ოკლაჰომა-ინდიანა 105:92

30:20, 18:22, 32:27, 25:23

ო: იბაკა (23+10 მოხსნა+3 დაფარება), უესტბრუკი (20+11 მოხსნა+10 პასი), კანტერი (15), უეიტერსი (14), მოროუ (12).

ი: მაილზი (21), ჰილი (13+8 პასი+3 ჩაჭრა), უესტი (11+6 მოხსნა), ს. ჰილი (11), ჰიბერტი (6+10 მოხსნა).

დალასი-ტორონტო 99:92

25:29, 24:26, 25:22, 25:15

დ: ელისი (20+3 ჩაჭრა), ნოვიცკი (18+9 მოხსნა), ჰარისი (14+5 პასი+4 ჩაჭრა), ბარეა (13), რ. ჯეფერსონი (11), ამინუ (9+12 მოხსნა).

ტ: დეროზანი (18), ვასკესი (14), პატერსონი (12+7 მოხსნა), ლაური (11+6 პასი), ვალანჩუნასი (10+9 მოხსნა), უილიამსი (10).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] მამუკელაშვილის 20 წუთი - სანდრომ "ლეიკერსის" მაისურით პირველად ითამაშა

"პატარა გოგოს ჰგავს" - NBA-ის ყოფილმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა

"კარიერის დასრულება?" - კარიმ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა

[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია

შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე

მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe

თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან

"სავარაუდოდ, ცვლილებები იქნება" - ფაბრიციო რომანომ ალისონ ბეკერის მომავალზე ისაუბრა

მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა

ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს

აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!

აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ

მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება

შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება

მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით

"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი

ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს პირველი წრიდან გამოეთიშა

"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა

I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში

პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო

"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ

მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა

ლებრონისთვის ბრძოლაში სამი ფავორიტი გამოიკვეთა - სად გააგრძელებს კარიერას ლებრონ ჯეიმსი?

[VIDEO] ლებრონის ლიდერობით - "ლეიკერსმა" "ჰიუსტონის" ბარიერი დაძლია და "ოკლაჰომას" დაუპირისპირდება

ოფიციალურად: ლებრონ ჯეიმსმა "ლოს ანჯელეს ლეიკერსი" დატოვა

ლებრონ ჯეიმსი კარიერას "ფილადელფია სიქსერსში" გააგრძელებს

"ამ იდიოტმა ძალიან გამაბრაზა" - ჩარლზ ბარკლი ლებრონ ჯეიმსზე

"პატარა გოგოს ჰგავს" - NBA-ის ყოფილმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა