ველოსპორტი. ტურ დე ფრანსი 2010

მადლენის მთაზე მძიმე გარჩევის შემდეგ, ტურის მონაწილეებს გუშინ შედარებით იოლი ეტაპი ელოდათ. მართალია, აქაც იყო პირველი და მეორე კატეგორიის სირთულის მთები, მაგრამ შეიძლებოდა იმის ვარაუდი, რომ ლიდერები დაისვენებდნენ და გამარჯვება საერთო ჩათვლაში ჩამორჩენილ რომელივე ველომრბოლს შეხვდებოდა.

გუშინ ტრასაზე ვიხილეთ ავსტრალიელი კეიდელ ევანსი, რომელმაც წინა ეტაპზე რვა წუთი წააგო გამარჯვებულებთან და ყვითელ მაისურთან ერთად ტურის მოგების შანსი დაკარგა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ავსტრალიელის სუსტი გამოსვლის მიზეზი ტრავმა ყოფილა - ევანსს ხელი აქვს მოტეხილი, მაგრამ ჯერჯერობით აგრძელებს ტურზე გამოსვლას.

შეტევები თავიდანვე დაიწყო, მაგრამ პელოტონი ყურადღებით იყო და ისეთ გამოცდილ მრბოლელებსაც არ უტოვებდა შანსებს, როგორიცაა, მაგალითად, ახალი "მთის მეფე" ანტონი შარტო. პირველი წარმატებული შეტევა ბელგიელებს - მარიო არტსუსა და დრის დევენინსს გამოუვიდათ, რომლებსაც მოგვიანებით პაულინიო და ვასილი კირიენკო შეუერთდნენ. პირველი მთის გადალახვის შემდეგ კი დაწინაურებულებს ფრანგები - პიერ როლანი და მაქსიმ ბუე მიეკედლნენ.

ექვსნი უფრო კარგად ამუშავდნენ და პირველი კატეგორიის მთის ძირში პელოტონს ცხრა წუთს უგებდნენ. თუმცა ძირითად ჯგუფს გაქცეულების დაბრუნების სერიოზული მცდელობა არ ჰქონია - ლიდერებმა პაუზის აღება გადაწყვიტეს და დაწინაურებულებს ერთმანეთში ურთიერთობის გარკვევა აცალეს. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც გუშინდელ ეტაპზე მოხდა ის იყო, რომ შარტომ დაკარგა "მთის მეფის" მაისურა, რომელიც მეორე ფრანგმა - ჟერომ პინომ დაიბრუნა.

წინ წასულებს შორის ყველაზე მეტად ბელარუსი ვასილი კირიენკო აქტიურობდა. ორი წლის წინ ამ მრბოლელმა ჯირო დიტალიას ეტაპი მოიგო და გუშინ ძალიან უნდოდა იგივე ტურ დე ფრანსზეც გაეკეთებინა. თუმცა ბელარუსის მეტოქეებიც სერიოზულად იყვნენ განწყობილნი. მაგალითად, ფრანგებისთვის ეროვნული დღესასწაულის - ბასტილიის აღების დღეს ეტაპის მოგება დიდი პატივი იქნებოდა.

თუმცა საბოლოოდ, ყველაზე კარგად კირილენკოსა და პაულინიოს ინტერნაციონალურმა დუეტმა იმუშავა, რომელიც დაშვებისას წუთნახევრით დაექცა ლიდერთა ჯგუფს. პორტუგალიელი მუდმივად უკან ედგა ბელარუსს. მათ შორის ტაქტიკური ბრძოლა ფინიშამდე კილომეტრით ადრე დაიწყო. პაულინიომ მოულოდნელად უკნიდან შეუტია კირილენკოს. ბელარუსი თითქმის დაეწია მეტოქეს, მაგრამ საბოლოოდ ნახევარი კორპუსი წააგო პორტუგალიელთან, რომელმაც "რადიოშეკს" პირველი გამარჯვება აჩუქა ამ ტურზე.

15 წუთის შემდეგ მივიდა ფინიშთან ძირითადი ჯგუფი. მხოლოდ მოახლოებულმა ფინიშმა გამოაცოცხლა სპრინტერები, რომლებმაც მეცხრე ადგილი გაითამაშეს. ამ ტურზე ორი ეტაპის მომგებმა მარკ კევენდიშმა ალესანდრო პეტაკისა და ტორ ჰუშოვდს აჯობა. უკვე დღეს, ჩვენ ამ სპრინტერებს შორის არა მანუგეშებელ, არამედ მთავარ ფინიშზე ბრძოლას ვიხილავთ. დღევანდელ ეტაპზე სცენაზე სწორედ პლანეტის საუკეთესო სპრინტერები გამოვლენ.

X ეტაპი

შამბერი-გაპი (179 კმ)

1. სერჟიო პაულინიო (პორ, RadioShack) - 5.10,56; 2. ვასილი კირიენკო (ბლრ, Caisse d'Epargne) - იგივე დრო; 3. დრის დევენინსი (ბელ, Quick Step) - +1,29; 4. პიერ როლანდი (საფ, Bbox Telecom) - იგივე დრო; 5. მარიო აერტსი (ბელ, Omega Pharma-Lotto) - +1,33; 6. მაქსიმ ბუე (საფ, Ag2r La Mondiale) - +3,19... 21. ანდი შლეკი (ლუქ, Team SaxoBank) - 14,19; 22. რომან კროიციგერი (ჩეხ, Liquigas-Doimo) - იგივე დრო; 23. ლევი ლაიპჰაიმერი (აშშ, Radioshack) - იგივე დრო... 25. ალბერტო კონტადორი (ესპ, Astana) - იგივე დრო... 28. რობერტ გესინკი (ლუქს, Rabobank) - იგივე დრო... 30. იურგენ ვან დენ ბრეკი (ბელ, Omega Pharma-Lotto) - იგივე დრო... 34. ივან ბასო (იტა, Liquigas) - იგივე დრო... 43. სამუელ სანჩესი (ესპ, Euskaltel) - იგივე დრო; 44. კეიდელ ევანსი (ავსტრა, BMC) - იგივე დრო... 46. დენის მენშოვი (რუს, Rabobank) - იგივე დრო... 72. კარლოს სასტრე (ესპ, Cervelo TestTeam) - იგივე დრო; 73. ალექსანდრ ვინოკუროვი (ყაზ, Astana) - იგივე დრო... 130. ლენს არმსტრონგი (აშშ, RadioShack) - +15,47...

საერთო ჩათვლა

1. ანდი შლეკი (ლუქ, Team SaxoBank) - 49.00,56; 2. ალბერტო კონტადორი (ესპ, Astana) - +0,41; 3. სამუელ სანჩესი (ესპ, Euskaltel) - +2,45; 4. დენის მენშოვი (რუს, Rabobank) - +2,58; 5. იურგენ ვან დენ ბრეკი (ბელ, Omega Pharma-Lotto) - +3,31; 6. ლევი ლაიპჰაიმერი (აშშ, RadioShack) - +3,59; 7. რობერტ გესინკი (ლუქს, Rabobank) - +4,22... 10 . ივან ბასო (იტა, Liquigas) - +5,09; 11. რომან კროიციგერი (ჩეხ, Liquigas-Doimo) - +5,11... 13. ალექსანდრ ვინოკუროვი (ყაზ, Astana) - +6,31; 14. მაიკლ როჯერსი (ავსტრა, HTC – Columbia) - +7,04; 15. კარლოს სასტრე (ესპ, Cervelo TestTeam) - +7,13; 16. ბრედლი ვიგინსი (ბრიტ, Sky) - +7,18... 18. კეიდელ ევანსი (ავსტრა, BMC) - +7,47...

საერთაშორისო აღიარება - საქართველოს ხმა მსოფლიო ველოსპორტის არჩევნებში
ინგლისში ტრანსგენდერები ქალთა ტურნირებიდან მოკვეთეს
ველოფესტივალი BIKE FEST-ი 15 ოქტომბერს დაარსებიდან უკვე მესამედ გაიმართება
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
"დაბრუნდები ისე მაგრად, როგორც დიდ ჩემპიონს ეკუთვნის!" - ნონა გაფრინდაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა
ლიგა 1-ში პსჟ-ის მორიგ შეხვედრას სავარაუდოდ, გადადებენ
როგორ მოქმედებს SEO ოპტიმიზაცია ბიზნესის განვითარებაზე?
"ის "ოქროს ბურთის" უდავო გამარჯვებულია" - რაისმა თავისი ფავორიტი დაასახელა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...