სუპერმძიმე წონაში IBF-ის და WBO-ს ვერსიებით მსოფლიოს უკრაინელი ჩემპიონი დერეკ ჩისორას 30 აპრილს დაუპირისპირდება
მსოფლიოს ჩემპიონი სუპერმძიმე წონაში IBF-ის და WBO-ს ვერსიებით, უკრაინელი ვლადიმერ კლიჩკო 30 აპრილს ბრიტანული თანამეგობრობის ჩემპიონს, დერეკ ჩისორას შეხვდება. ამ ინფორმაციის შესახებ ოფიციალურად ძმების პრომოუტერულმა კომპანია KMG-მ გადაწყვიტა. დუელი მანჰეიმში SAP Arena-ზე შედგება, სადაც ამ მოკრივეებს შორის ჩხუბი 11 დეკემბერს უნდა გამართულიყო. თუმცა დაპირისპირება კლიჩკოს მუცლის კუნთის ტრავმის გამო გადაიდო.

შეგახსენებთ, რომ ბრძოლის გადადების შემდეგ კლიჩკოს გუნდი მეორე ბრიტანელთან WBA-ს, ჩემპიონ დევიდ ჰეისთან შეხვედრის გასამართად მოლაპარაკებებში აქტიურად ჩაერთო. მხარეებმა შეხვედრის ვადად 2 ივლისი დათქვეს. მაგრამ ჰეი მიიჩნევს, რომ თუ კლიჩკო 30 აპრილს ჩისორას შეხვდება, მაშინ ის მის წინააღმდეგ საბრძოლველად ძნელად თუ გამოვა.

დევიდის აზრით, ძალიან საეჭვოა, რომ უკრაინელი 9 კვირის მანძილზე 2 ბრძოლის გასამართად მზად იქნება.

სუპერმძიმე წონაში WBA-ს ვერსიით მსოფლიო ჩემპიონმა ბრიტანელმა დევიდ ჰეიმ კლიჩკოს მშიშარა უწოდა და განაცხადა, რომ უკრაინელი მასთან დაპირისპირებას ყველანაირად არიდებდა თავს.

"მოლაპარაკებების დროს ნათელი გახდა, რომ მშიშარა კლიჩკო მიზეზს ეძებდა, რათა ბრძოლისთვის თავი აერიდებინა. აშკარად შევატყვე, რომ ჩემთან ჩხუბი არ სურდა - უარი თქვა ინგლისში ჩამოსვლაზე, სურდა საკუთარი ხელთათმანებით ეჩხუბა, რინგზე მეორე გამოსულიყო და ა.შ. ყველაფერზე დავეთანხმე, რათა ჩხუბი კითხვის ნიშნის ქვეშ არ დამეყენებინა. მაისშიც შემეძლო მეჩხუბა და ივნისშიც, მაგრამ კლიჩკომ მხოლოდ ორი თარიღი დაასახელა - 30 აპრილი ან 2 ივლისი. აპრილის თარიღი ამირ ხანის ბრძოლას ემთხვეოდა, რაც ფასიანი ტრანსლაციების არხის Sky Box Office-თვის პრობლემატური იქნებოდა. ამიტომ ივლისზე შევთანხმდით.

კლიჩკომ განაცხადა, რომ ჩემთანაც იჩხუბებს და ჩისორასთანაც. მაგრამ ეს აბსურდია. შეიძლება მოკრივისგან, რომელმაც 2009 წელს ერთი, 2010 წელს კი სულ 2 ბრძოლა ჩაატარა, ელოდო, რომ 9 კვირის განმავლობაში რინგზე ორჯერ გამოვა? ჩემთან დაპირისპირება ფინანსური თვალსაზრისით უფრო მნიშვნელოვანია და ასევე მნიშვნელოვანი და ყველაზე საშიშია ის ვლადიმერისთვის, მის მიერ ჩატარებულ ყველა ბრძოლას შორის. კლიჩკო არასდროს გამართავს ახალ ბრძოლას 9 კვირის შემდეგ", - განაცხადა ჰეიმ.

19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მოკრივეთა ნაკრებმა სამივე ხარისხის მედალი მოიპოვა
ზედიზედ მეოთხე გამარჯვება - ლაშა გურული შეუჩერებელია
"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
იეგოიანის "ექსელსიორი" სახლში "უტრეხტთან" დამარცხდა
ხვალ "სან სიროზე" სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტია მოსალოდნელი
"კრიტიკა არ მადარდებს" - დემბელემ "ოქროს ბურთის" მოგების შემდეგ მის მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა
ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
ზაფხულის სატრანსფერო საგის მთავარი მონაწილე ტრავმირებულია
არაბეთიდან კატარში - ბროზოვიჩი აზიურ ტურნეს აგრძელებს
იქნება თუ არა დღეს კვარაცხელია ძირითადში - L'Équipe-ის პროგნოზი
"ზოგიერთმა მათგანმა ფეხბურთის შესახებ ბევრი არაფერი იცის" - კვარაცხელიას ჟურნალისტებმა შედარება სთხოვეს