"ყოველ ჩვენგანს განსაკუთრებული სიბრალული ეუფლება, როცა სახელოვანი ფეხბურთელის დაღუპვის ამბავს იგებს. ორშაბათს ავტოკატასტროფაში დავით ყიფიანი დაიღუპა. ხელიდან გამოგვეცალა ადამიანი, რომელიც თანამედროვე მოთამაშეთაგან ზინედინ ზიდანს შეიძლება შევადაროთ.

ისეთი ადამიანის დაკარგვა, როგორიც დავით ყიფიანი იყო, კიდევ ერთხელ შეგვახსენებს იმ ჭეშმარიტებას, რომ თვით ცხოვრებაა თამაში - დავით ყიფიანმა ითამაშა და იცხოვრა სრულიად განსაკუთრებულად.

ის იყო ახოვანი, თითქოს მოუხეშავი, მელოტი, შავულვაშა, მაგრამ ისეთი არტისტიზმით თამაშობდა, ცოტა თუ შეედრებოდა. როცა ამის საშუალება ეძლეოდა, თავის შესაძლებლობებს საბჭოთა ნაკრებშიც ამჟღავნებდა. 70-იან წლებში მან პროფესიონალიზმის მწვერვალს მიაღწია. ყიფიანის ყურება, მასთან შეხვედრა დიდი სიამოვნება იყო. მე ვნახე მისი ოსტატური თამაში იმ პერიოდის ბრიტანეთის და არა მარტო ბრიტანეთის უძლიერეს გუნდთან - "ლივერპულთან" , შემდეგ ბრიტანეთის ერთ-ერთ უძლიერეს გუნდთან - "ვესტ ჰემთან" ევროთასებზე და უელსთან მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო შეხვედრებში.

ჩვენ, ჟურნალისტები, დიდ შეცდომას ვუშვებდით, როცა ყიფიანს და მის თანამემამულეებს საბჭოთა ადამიანებს ვუწოდებდით. საპასუხოდ, ყიფიანს წყენა ღიმილით გადაჰქონდა და გვთხოვდა, რომ მისთვის, სხარტ თავდამსხმელ რამაზ შენგელიასთვის, დინამიურ ნახევარმცველ ვიტალი დარასელიასთვის და გაწონასწორებულ მცველ ალექსანდრე ჩივაძისთვის არასოდეს გვეწოდებინა სხვა სახელი, გარდა ქართველისა.

მათ კლუბს, თბილისის "დინამოს", თითქოს ერთგვარად საიდუმლო პოლიტიკა ჰქონდა, ფეხბურთელები კი თავისუფალი აგენტები იყვნენ. მათი ლათინური ილეთი რუსული სისტემის სიმკაცრეს სჯობნიდა. ყიფიანი ქართული გენის განსახიერება იყო. მე ახლაც მახსოვს მისი 60 იარდის სიგრძის უზუსტესი პასი შენგელიასკენ, რომელსაც ბურთის დასაჭერად განძრევაც კი არ დასჭირვებია.

ყიფიანის ტრიუმფი 1982 წელს დასრულდა, მაშინ, როცა მან ერთ-ერთი საჩვენებელი თამაშის დროს ფეხის ძვალი მოიტეხა - ეს ბედის ირონია იყო. ეჭვგარეშეა ის ფაქტი, რომ ყიფიანი მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელთა რიცხვში ითვლებოდა. ის დასავლეთში რომ დაბადებულიყო, მილიონერი იქნებოდა. რუსი რომ ყოფილიყო, ვერ გაუძლებდა უამრავი შეთავაზების ცდუნებას. მაგრამ ის სულით ხორცამდე ქართველი იყო და კარგად ესმოდა, რომ თამაშის ის თავისუფალი სტილი, რომელსაც ფლობდა, ურიცხვი ქართველისთვის, მათთვის, ვინც მას ეთაყვანებოდა, ძალზე ბევრს ნიშნავდა.

ის ეჭვობდა, რომ სწორედ ეს იყო მიზეზი მისი საერთაშორისო კარიერის დასრულებისა და არა - ტრავმა. როცა მან თამაში განაახლა, სსრკ-ის ნაკრების მწვრთნელმა კონსტანტინ ბესკოვმა საყვედურისთვის საბაბად ეს ტრავმა გამოიყენა. ამაყმა ფეხბურთელმა მაშინვე საერთოდ შეწყვიტა თამაში, მაგრამ შემდგომ საქართველოს ნაკრების მწვრთნელად დაბრუნდა. თუმცა, რამდენიმე ხნის წინ, ნაკრების არაერთი დამარცხების გამო, იძულებული გახდა, გადამდგარიყო.

დავით ყიფიანი 50 წლის ასაკში დაიღუპა წეროვანის მახლობლად, საქართველოს დედაქალაქიდან 18 მილით დასავლეთით. ადრე ავტოკატასტროფაში დაიღუპა ვიტალი დარასელიაც...

ფეისბუქ გვერდი

Dინამო თბილისი ცუპ

წინნერ ცუპ 1981

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია