ნახევარფინალში ნიკოლოზ სეხნიაშვილმა, ლევან გულედანმა და მიხეილ ბახტიძემ დათმეს თავიანთი პაექრობები და ბრინჯაოს მედლებს დასჯერდნენ

ბულგარეთის დედაქალაქში დამთავრდა მოკრივეთა ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი – სტრანჯას მემორიალი, რომელშიც საქართველოს წარმომადგენლებმაც იასპარეზეს.

შეჯიბრების პირველ დღეს 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოთარ ერანოსიანმა ნორვეგიელ ალი სტოურს სძლია, თუმცა მერვედფინალში თავადაც დამარცხდა აზერბაიჯანელ ელვინ ისაევთან. ამავე დღეს კიდევ ორი ქართველი გამოეთიშა ტურნირს: 69 კილოში ჯემალ შალამბერიძემ ვერაფერი გააწყო სქოთ ფიცჯერალდთან (ინგლისი), ბადრი ხარძიანს (75) კი მიჩელ ორეილმა (ირლანდია) აჯობა.

სამაგიეროდ, წარმატებით გამოვიდნენ ნიკოლოზ სეხნიაშვილი (81), ლევან გულედანი (91) და ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოსპრიზიორი მიხეილ ბახტიძე (+91), რომლებმაც მერვედფინალში, შესაბამისად, პოლონეიკის კალამარასი (საბერძნეთი), რაჰილ მამადლი (აზერბაიჯანი) და კედი აგნესი (სეიშელი) დაამარცხეს, მეოთხედფინალში თომას ჰარტი (ინგლისი), კევინ მელჰუსი (ნორვეგია) და ალექსეი ზავატინი (მოლდოვა) დაჯაბნეს. ამ რაუნდში შეჯიბრებას გამოეთიშა მიხეილ კაზანჯიანი (49), რომელმაც დავიდ ალბდრიანთან (ისრაელი) წააგო.

ნახევარფინალში სეხნიაშვილმა (უზბეკ ელშუდ რასულოვთან), გულედანმა (უზბეკ რუსტამ ტულაგანოვთან) და ბახტიძემაც (ყირგიზ კამშიბეკ კონკაბაიევთან) დათმეს თავიანთი პაექრობები და ბრინჯაოს მედლებს დასჯერდნენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მოკრივეთა ნაკრებმა სამივე ხარისხის მედალი მოიპოვა
ზედიზედ მეოთხე გამარჯვება - ლაშა გურული შეუჩერებელია
"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ლიბანთან მატჩებისთვის ემზადება
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩებს თელავში გამართავს
"ვესტ ჰემმა" ესპირიტო სანტო მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა
"კრიშტიანოსა და ზლატანს ეს მსგავსება აქვთ" - პიოლი ყოფილ შეგირდებზე
ჩაკვეტაძეს "უდინეზეში" ახალი მწვრთნელი ჰყავს
18 წ. | გიორგი ნემსაძე: როდესაც საქართველოს ნაკრების კვართი გაცვია, არ გაქვს უფლება რამეს არასერიოზულად მიუდგე
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 2-1 დილა. ...და შეინარჩუნებენ ადგილს ელიტაში
"ბორჯღალოსნები" | მსოფლიო რაგბის ერთა თასისთვის მზადება დაიწყო
ფიბა-ს ქართველი მსაჯებისა და კომისრის ევროგრაფიკი ცნობილია
"მბაპემ ბოდიშის მოხდის შემდეგ უფრო შეაზიზღა ხალხს თავი" - ამბობს საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
ამასაც "მოხერხება" უნდა - "ბარნლიმ" ინგლისში ანტი-რეკორდი დაამყარა
დანაპირები სისრულეში მოიყვანეს - მბაპეს სკანდალის შემდეგ, ჩინეთში ლა ლიგის მატჩები არ აჩვენეს
"ბოლო 7-8 წელია რონალდო სათანადო დონეს ვეღარ აჩვენებს" - ტენ ჰაგმა კრიშტიანოზე ისაუბრა
"ბეშიქთაშისა" და "ჰაპოელის" მატჩი ბათუმში ჩატარდება
"შესაძლოა, თბილისში კვარაცხელიასთან ერთად პიცერია გავხსნა" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი თავის გეგმებზე
"მილანს" ახალი სპორტული დირექტორი ჰყავს
მუდრიკი ისევ ტრავმირებულია და საქართველოსთან ვერ ითამაშებს
ჩაკვეტაძეს სავარაუდოდ, ახალი მწვრთნელი ეყოლება - რუნიაიჩს ნდობის მარაგი ამოეწურა
გიორგი "კვარას" გარეშე დარჩენილი პსჟ-ის წინააღმდეგ - ჩვენი მეტოქე "კოპენჰაგენი"
სამსუნი და ბაქო რიოს ოლიმპიადამდე - ინტერვიუ დავით წიკლაურთან
ბაქო 2015. კრივი: ჯერ არც წარმატება ითქმის, არც წარუმატებლობა
კრივი. ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატი: ანტალიაში შვიდეული იბრძოლებს
დავით წიკლაური: ასეთი წარმატება ქართულ კრივს დიდი ხანია, არ ჰქონია
მოკრივეთა ევროპის ჩემპიონატს ხუთი ქართველი შემორჩა
მინსკი 2019: ოთარ ერანოსიანმა საქართველოს 25-ე მედალი მოუტანა
მინსკი 2019: ქართველი სპორტსმენების 28 ივნისის განრიგი
ქართველი მოკრივეები რიოს სალიცენზიო ტურნირებისთვის მზადებას თბილისში იწყებენ
მინსკი 2019: ერთ-ერთი სინჯის მედალი ოთარ ერანოსიანმაც გაინაღდა
ლევან გულედანმა მსოფლიოს ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო
მინსკი 2019. სახილ ალახვერდოვმა ბრინჯაოს მედალი გაინაღდა
მეტი სიახლე და გამოცდილება - ინტერვიუ დავით წიკლაურთან
ᓥᓐᓠᓗვᓔᓚᓘ ᓛᓝᓙᓠᓘᓕᓔᓔᓑი ᓔᓕᓠᓝᓞᓘᓡ ᓞᓘᓠᓕᓔᓚᓝᓑᓐᓖᓔ ᓐᓠᓐᓡᓠᓣᓚᓘ ᓨᓔმᓐᓓᓒᓔᓜᓚᓝᓑᓘᓗ ᓒᓐᓛᓝᓕᓚᓔნ
ქართველი მოკრივეების ერთი ოქროს და სამი ბრინჯაოს მედალი უნგრეთში
მინსკი 2019: ქართველი მშვილდოსნები და მოკრივეები წარმატებულად ასპარეზობენ
მინსკი 2019: ქართველი სპორტსმენების 21 ივნისის განრიგი
ბაქო 2015. კრივი: სამი აქტივში, ორი - პასივში
ბაქო 2015: სალომე ფაჟავას ამბორი [VIDEO]