კლუბის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, სეზონის დარჩენილ პერიოდში გუნდს 59 წლის კენი დალგლიში უხელმძღვანელებს
ინგლისურმა "ლივერპულმა" საბოლოოდ გადაწყვიტა გუნდიდან როი ჰოჯსონის გათავისუფლება. მხარეებმა კონტრაქტის შეწყვეტაზე უკვე მოითათბირეს და როგორც ირკვევა, სეზონის დარჩენილ დროს გუნდს 59 წლის კენი დალგლიში უხელმძღვანელებს.

დალგლიში გუნდს მოედანზე პირველად კვირას, 9 იანვარს ინგლისის თასის 1/32 ფინალში, "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ გაიყვანს.

"როის მადლობას ვუხდით იმ ძალისხმევისთვის, რომელიც მან ბოლო 6 თვის განმავლობაში გუნდს მოახმარა, მაგრამ ერთობლივად გადავწყვიტეთ, რომ კლუბისთვის უმჯობესი, თანამდებობიდან მისი წასვლა იქნებოდა. მე მას მომავალში ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ.

ამასთან, ჩვენ მოხარულები ვართ კლუბში კენი დალგლიშის მოსვლით, რომელიც გუნდის გაწვრთნის წინადადებას დათანხმდა და სეზონის ბოლომდე ჩვენთან იმუშავებს", - განაცხადა "ლივერპულის" მფლობელმა ჯონ ჰენრიმ.

შეგახსენებთ, რომ 63 წლის ჰოჯსონმა "ლივერპული" შარშან ზაფხულში ჩაიბარა, თუმცა გუნდის თამაშის გაუმჯობესება ვერაფრით შეძლო და პრემიერლიგის 20 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილის 12-ე ადგილზეა.

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა