ჰარდენი ლებრონის წინააღმდეგ
სათამაშო დღის მთავარი მოვლენა ჩემპიონობის ორი პრეტენდენტის - "ჰიუსტონისა" და "კლივლენდის" დაპირისპირება იყო და მთავარმა მატჩმა მთლიანად გაამართლა გულშემატკივართა მოლოდინი.

ამ შეხვედრაში "როკეტსის" ლიდერს, ჯეიმს ჰარდენს უნდა დაემტკიცებინა - რამდენად მზად არის ის MVP-ის ტიტულისთვის. ამისთვის საზომად ლებრონ ჯეიმსი ჰყავდა.

თავად ლებრონმა მატჩის შემდეგ აღიარა, რომ ეს იყო უხეში თამაში - ტექნიკური ჯარიმებითა და ბინძური ილეთებით. ერთ-ერთ ეპიზოდში ჰარდენმა "მეფეს" ფეხებშუა წიხლი უთავაზა და ახლა ჯეიმსი ლიგისგან საკადრის სასჯელს ითხოვს.

ჰარდენმა კი განაცხადა, რომ ეს იყო იმპულსური რეაქცია და სხვა არაფერი. სხვათა შორის, ჯეიმსი პატრიკ ბევერლისთანაც წაკინკლავდა. ასე რომ, ყოველთვის გაწონასწორებული ლებრონი ჰიუსტონელებმა გვარიანად გამოფიტეს ფსიქოლოგიურად და ამან გავლენა იქონია მატჩის შედეგზე. "კლივლენდის" ლიდერმა ოვერტაიმში 103:104-ზე ვერ შეძლო ორი საჯარიმოს გამოყენება, სულ კი მატჩში 11 ცდიდან მხოლოდ სამჯერ იყო ზუსტი.

პირველ ტაიმში ვერც ერთმა გუნდმა ვერ შეძლო დიდი მანძილით წინ გასვლა. სამაგიეროდ, დიდი შესვენების შემდეგ მასპინძლებმა 11-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს. იქვე გააქტიურდა ლავი, რომელმაც ორი სამქულიანი ჩააგდო. შემდეგ ჯეიმსი გააქტიურდა, მაგრამ, როცა ჰარდენმა პასუხის გაცემა დაიწყო, ისევ დაბრუნდა "რაკეტების" 11-ქულიანი ჰანდიკაპი.

მეოთხე მეოთხედის დასაწყისში "კავალიერზის" რეზერვმა ბრწყინვალე თამაშით შეძლო ჩამორჩენის გაბათილება. ჯონსმა ორი სამქულიანი ჩააგდო, კარგად შევიდნენ თამაშში ტრისტან ტომპსონი და ჯეი არ სმიტი, ხოლო სამი წუთით ადრე ჯეიმსის წარმატებულმა შეტევამ სტუმრებს უპირატესობა მოუტანა. მაგრამ ჰარდენმა და ჯოშ სმიტმა 6:0 გაქცევით უპასუხეს, რის შემდეგაც ლებრონმა და ტომპსონმა ზედიზედ სამი საჯარიმო ჩააგდეს.

ოვერტაიმში "როკეტსი" 6:1 გაიჭრა წინ, რასაც მოჰყვა ჯეიმსის სამქულიანი და ორი აცილებული საჯარიმო. "კლივლენდმა" წააგო და ვერ გახდა ცენტრალური დივიზიონის ლიდერი.

"ჰიუსტონისთვის" ეს იყი ზედიზედ მეხუთე მოგება, ჰარდენმა" კი ბრწყინვალედ ჩააბარა გამოცდა: 33 ქულა, 8 მოხსნა, 5 პასი, 3 ჩაჭრა და 2 დაფარება.

ჰიუსტონი-კლივლენდი 105:103 (ო)

29:26, 21:21, 32:27, 16:24, 7:5

ჰ: ჰარდენ (33), ტ. ჯონსი (19), მოტეიუნასი (16), ბევერილი (12), სმიტი (10).

კ: ჯეიმსი (37), ლავი (21), ტ. ტომპსონი (14+19 მოხსნა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"რაც მთავარია, ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა" - ლებრონ ჯეიმსი ბოლოდროინდელ სკანდალს გამოეხმაურა
რამდენიმე საათში, რაც თანაგუნდელმა ვადაგასულ რძეს შეადარა - კრისტაპს პორზინგისმა კალათბურთელის კარიერა დროებით შეაჩერა
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
ლებრონმა ახალი ისტორიული რეკორდი დაამყარა! [VIDEO]
"ბოსტონის" ახალგაზრდა ვარსკვლავებმა ახალი სეზონი 70 ქულით გახსნეს [VIDEO]
კარის წარმოუდგენელი რეკორდი - "ოქროს ბიჭუნას" ვერავინ აჩერებს [VIDEO]
"კლიპერსის" მორიგი გამარჯვება - ლოსანჯელესურმა გრანდმა მოქმედი ჩემპიონი დაამარცხა [VIDEO]
გოგა მცირე დროით, ოლდრიჯის ისტორიული მიღწევა [VIDEO]
ლებრონი VS დურანტი, მამუკელაშვილი ჰარდენის წინააღმდეგ და გოგას შანსი - NBA-ის პლეი-ოფისა და ფლეი-ინის ყველა წყვილი ცნობილია