ყველაზე მეტი ტიტული ჯიმი კონორსს აქვს
გასულ კვირას, ბუენოს აირესის ტურნირი შემადგენლობით ჩამორჩებოდა დოჰასა და აკაპულკოს ტურნირებს. რომ არა რაფაელ ნადალი, შეჯიბრება არგენტინის ჩემპიონატად უნდა მოგვენათლა - ძირითად ბადეში 12 ადგილობრივი ჩოგბურთელი გამოდიოდა. ამასთან, მეორე ნომრად განთესილი იყო ესპანელი ტომი რობრედო.

კენჭისყრის შემდეგ ბევრი მოუთმენლად ელოდა ნადალის რევანშს ფაბიო ფონინისთან, მაგრამ იტალიელმა ესპანელამდე ვერ მიაღწია, რადგან მეორე წრეში მხოლოდ სამი გეიმი აიღო კარლოს ბერლოკთან მატჩში. დიდი ხანი არ დარჩენილა ტურნირზე რობრედოც. ვეტერანმა თავის თანამემამულე ნიკოლას ალმაგროსთან წააგო - 3:6, 2:6.

მთავარ ფავორიტ რაფაელ ნადალს მხოლოდ არგენტინელებთან მოუწია შეხვედრა. მეორე წრეში ესპანელი სწრაფად გაუსწორდა ფაკუნდო არგელოს, მეოთხედფინალში ფედერიკო დელბონისს შეხვდა, რომელმაც საათი გაძლო კორტზე და მხოლოდ სამი გეიმი აიღო. ამის შემდეგ ბერლოკის ჯერი დადგა. მსოფლიოს 74-ე ჩოგანმა პირველ სეტში სერიოზული ბრძოლა გაუმართა მსოფლიოს მეოთხე ჩოგანს და ხუთი სეტბოლი მიიღო, როცა ტაი-ბრეიკზე 6:1 წაიყვანა ანგარიში.

მაგრამ ნადალი არ აპირებდა დანებებას და მომდევნო ცხრა გათამაშებიდან მხოლოდ ერთი ქულა დათმო - 9:7. ბერლოკი არ გატყდა და მეორე პარტიაში ბრეიკით წაიყვანა ანგარიში - 2:0. ამით მისი გმირობები დასრულდა. ესპანელმა მკვეთრად მოუმატა და ზედიზედ ექვსი გეიმი მოიგო.

ბადის ქვედა ნაწილიდან ფინალამდე ხუან მონაკომ მიაღწია. ტოპ-ათეულის ყოფილმა მოთამაშემ ბოლო ორ სეზონში მკეთრად მოუკლო თამაშს და დღეს რეიტინგის მეექვსე ათეულში იმყოფება. ნახევარფინალში მან დაძაბულ ბრძოლაში მოუგო ნიკოლას ალმაგროს - 6:3, 6:7(6), 6:4, არადა, შეეძლო, ორ სეტში ჩატეულიყო, მაგრამ მატჩზე ვერ ჩააწოდა, თან ალმაგრომ ორი მატჩბოლი მოიგერია.

ფინალში მეტოქეები თავიდან წარმატებით თამაშობდნენ საკუთარ გეიმებზე, თუმცა უფრო ახლოს ბრეიკთან მაინც ნადალი იყო, რომელიც ჩაუსაფრდა მონაკოს ჩავარდნას და 4:3-ზე მოწინააღმდეგის შეცდომების ხარჯზე გააკეთა ბრეიკი. არგენტინელს არც ერთი ბრეიკ-პოინტი არ ჰქონია.

მეორე სეტში ნადალმა კიდევ უფრო უმატა აქტიურობას და მონაკოც უკვე ვეღარ უძალიანდებოდა "გრუნტის მეფეს". პირველივე გეიმში არგენტინელმა წააგო საკუთარი მოწოდება, მალე ნადალმა მეორე ბრეიკიც გააკეთა და ამით ფინალმა ინტრიგა დაკარგა - 6:4, 6:1.

სავარაუდოდ, რაფას ეს ტურნირი დიდხანს ემახსოვრება, რადგან ბუენოს აირესში გამარჯვებით ის გრუნტზე მოპოვებული ტიტულების რაოდენობით დაეწია დიად გილერმო ვილასს - 46 გამარჯვება.

გარდა ამისა, რაფამ კარიერაში 65-ე ტიტული მოიპოვა და გადაასწრო ორ ლეგენდას - ამერიკელ პიტ სამპრასსა და შვედ ბიორნ ბორგს. და კიდევ, ამ მოგებით ნადალმა დაიბრუნა მესამე ადგილი კლასიფიკაციაში.

აქვე შეგახსენებთ ATP-ის ლიდერებს ტიტულების რაოდენობით:

1. ჯიმი კონორსი (აშშ) 109

2. ივან ლენდლი (ჩეხ/აშშ) 94

3. როჯერ ფედერერი (შვეიც) 84

4. ჯონ მაკინროი (აშშ) 77

5. რაფაელ ნადალი (ესპ) 65

6. ბიორნ ბორგი (შვედ) 64

6. პიტ სამპრასი (აშშ) 64

8. გილერმო ვილასი (არგ) 62

9. ანდრე აგასი (აშშ) 60

10. ბორის ბეკერი (გერ) 49

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
"ბოლოს და ბოლოს, უნდა გაიგოს "რეალი" რას ნიშნავს" - რაფაელ ნადალმა ვინისიუს ჟუნიორს მიმართა
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"კილიანი მსოფლიოში საუკეთესო გახდება, მას ზურგს შესანიშნავი გუნდი უმაგრებს" - რაფა ნადალმა ფრანგზე ისაუბრა
მაგიური ჯოკოვიჩი - ნოვაკი 2028 წლის ოლიმპიადაზე თამაშს გეგმავს
ნადალი: "რეალის" ფანი ვარ, მაგრამ მესი რონალდოზე უკეთესია [VIDEO]
ფედერერის შემდეგ ნადალიც - ჩოგბურთიდან რაფაც მიდის