ქუთაისის "ტორპედოს" აღმასრულებელ დირექტორს სხვა სპონსორების მოზიდვის იმედიც აქვს
ქართული კლუბების მაისურებზე სპონსორების ლოგოები იმდენად იშვიათი ხილია, უნებლიეთ მიიქცია ჩვენი ყურადღება, როცა "ტორპედოს" სათამაშო ფორმაზე "ევროპაბეთი" გამოჩნდა.

სპონსორის გამოჩენა იმას ნიშნავს, რომ კლუბს ფინანსები გაუჩნდა, რაც ქართული საკლუბო ფეხბურთის დღევანდელი მდგომარეობის ფონზე, უთუოდ სასიხარულო ამბავია.

"ტორპედოს" აღმასრულებელმა დირექტორმა დავით ფრუიძემ "ლელოსთან" საუბრისას დაადასტურა, რომ კლუბს ახალი სპონსორი ჰყავს:

"დიახ, ახალი წლიდან ჩვენი სპონსორი "ევროპაბეთი" გახდა. ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიამ ივალდებულა, რომ წლის განმავლობაში ერთხელ ახალ ეკიპირებას გვიყიდის ან შეკრებაზე გაგვამგზავრებს. გარდა ამისა, გარკვეულ თანხაზეც იყო შეთანხმება.

გუნდს დიდი მოთხოვნა აქვს და შესაძლოა, მეტის სურვილი გვქონდა, მაგრამ ეს იმ დროს ხდება, როცა ქართული ფეხბურთით კერძო ბიზნესი არ ინტერესდება.

გარდა ამისა, დღეისთვის "ტორპედო" ეროვნულ ჩემპიონატში მე-14 ადგილზეა და ცხადია, ასეთი პოზიციით ჯერ სასურველ კონტრაქტს ვერ გავაფორმებდით. ამის გათვალისწინებით, სპონსორის მოძიების ფაქტი მნიშვნელოვან ნაბიჯად მიმაჩნია. მთავარია, ურთიერთობები ჩამოყალიბდა და მჯერა, სამომავლოდ კიდევ უფრო განვითარდება", - ამბობს ფრუიძე.

"ტორპედოს" აღმასრულებელ დირექტორს სხვა სპონსორების მოზიდვის იმედიც აქვს:

"მოლაპარაკება კიდევ რამდენიმე კომპანიასთან გვაქვს. შედეგებს მალე შეიტყობთ. ყველაფერი ისევ ჩვენზეა დამოკიდებული - თუ გუნდი სატურნირო მდგომარეობას გამოასწორებს, სხვა სპონსორებიც გამოჩნდებიან".

ცნობილია, რომ კომპანია "ვისოლმა" "ტორპედოს" ანგარიშზე 500 ათასი დოლარი დატოვა. გარდა ამისა, ქუთაისურ კლუბს 100 ათასი ლარი ჩაურიცხა ქუთაისის მერიამ; გარკვეულწილად, გუნდს ფეხბურთის ფედერაციაც შეეშველა.

ფრუიძე მიიჩნევს, რომ ახლა გადამწყვეტი როლი სახელმწიფოს ეკუთვნის:

"ფეხბურთის განვითარებისთვის ყველაზე მეტის გაკეთება სახელმწიფოს შეუძლია. წლევანდელი მწირი დაფინანსების მიუხედავად, მაინც მაქვს იმედი, რომ სახელმწიფო პროგრამა განხორციელდება. სხვაგვარად ფეხბურთის განვითარება წარმოუდგენელია.

ახლა თავისი პირადი დამოკიდებულება თუ წყენა ყველამ უნდა დაივიწყოს და საქმეს მიხედოს. სამწუხაროდ, სწორედ ასე ჩანს, რომ საკითხები პიროვნული დამოკიდებულებებით წყდება. არადა, აქ პირადი ამბიციების ადგილი არ არის".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

quTaiseli
ჩემი ტორპედო...ჩემი სიამაყე...ჩემი ტკივილი... ჩემი ოცნება...
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-2 მეშახტე. როდის მთავრდება თამაში?
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-2 დინამო (ბთ). ფრე ორივეს აწყობდა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...
საქართველო 5:2 აზერბაიჯანი
მარკოიშვილის გაწვრთნილმა "მონაკომ" ევროლიგაში შენგელიას "ბარსელონა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-2 მეშახტე. როდის მთავრდება თამაში?
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-2 დინამო (ბთ). ფრე ორივეს აწყობდა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
დეშამი ესპანურ გრანდს ჩაიბარებს? - ის საფრანგეთის ნაკრებიდან მუნდიალის შემდეგ წავა
გადაიტანენ თუ არა მუნდიალზე ირანის მატჩებს სხვა ქვეყანაში - მექსიკის პრეზიდენტმა ყველაფერი განმარტა
[VIDEOS] ბითაძის მორიგი ორმაგი დუბლი მცირე დროში და მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი
ნეიმარი MLS-ში? - ბრაზილიელს ახალი ვარიანტი გამოუჩნდა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
[VIDEO] წიტაიშვილმა "მარსელს" "ველოდრომზე" ლამაზი გოლი გაუტანა - "მეცი" მაინც დამარცხდა
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
ლუის ენრიკე ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება
იტალიის ნაკრებში გატუზოს შემცვლელი ცნობილია
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
პსჟ ინგლისის ნაკრების შემტევის შეძენას გეგმავს
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
ფეხბურთელები, რომელთა მიყვანა გიორგი დარასელიას "ტორპედოში" სურს
"ტორპედო" ფულის საჭრელი მანქანა არაა და მალე ამას ყველა გაიგებთ!" - ქუთაისელთა ფანების პროტესტი
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
ყველაზე ძვირადღირებული და ტიტულოვანი - საბა კვირკველია ყირგიზეთის ჩემპიონატში ითამაშებს
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
"ტორპედოს" გენერალური დირექტორი ავტობუსის თემაზე: რა მოხდა მერე?!
ექსკლუზივი: ქუთაისის მერის სამეგობრო "ტორპედოში" და მათი ხელფასები
ქუთაისის "ტორპედოს" ახალი დირექტორი ფანების ფავორიტია
დიდი ცვლილებები ქუთაისში - "ტორპედო" ირაკლი კლიმიაშვილმაც დატოვა
ახალი ფეხბურთელები და 800 000 ლარი ქუთაისის "ტორპედოსთვის" [PHOTO]
"ტორპედომ" კიევის "დინამოს" აღზრდილი ფეხბურთელი დაიმატა